ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზაზა22
ჟანრი: პროზა
1 სექტემბერი, 2017


შეშლილი დღიური (პირველი თავი)

                                              შეშლილი დღიური


ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული, ეს ხომ გავრცელებული აზრია ადამიანთა შორის. ჩვენ ყველაზე უკეთ დასაწყისს შევიგრძნობთ, გვიხარია, ვბედნიერდებით, მაგრამ დასასრულისკენ ნაკლებად თუ ვიხედებით, გვირჩევნია თვალებზე ხელი მაგრად ავიფაროთ და საკუთარი თავი გავამხნევოთ „ჯადოსნური“ სიტყვებით - ყველაფერი კარგად იქნება. თურმე ამ სიტყვებს მართლაც ჯადოსნური ძალა აქვს და წარმოთქმისთანავე იმოდენა ილუზიაში ეშვები და ისე ღრმად, რომ ცუდზე ფიქრის ნებასაც კი არ გაძლევს შენივე მოტყუებული თავი. მერე მიდიხარ ოცნებებში, ძალიან შორს, შორეულ მომავალში, სადაც ყველაფერი იდეალურად არის დალაგებული, საუცხოოდ და სასურველად. ერთ მშვენიერ თუ ავისმომასწავლებელ დილას ან საღამოს, თუნდაც შუადღით, (თქვენი ნებაა) აღმოაჩენთ, რომ ზიხართ თქვენთვის, ფიქრობთ უაზროდ და რაღაცეები მხოლოდ თქვენს ოცნებებში უახლოვდება იდეალებს. გული გწყდებათ, გტკივათ და უარეს შემთხვევაში გიწუხთ ამ უბედურების მერე.
ირგვლივ არსებულ რეალობას კი ხან ღმერთს აბრალებთ, ხან ჩადენილ ცოდვებს, ხან საკუთარ ოჯახს, მოკლედ გადასაბრალებელი ობიექტის მოძებნა როდი გაუჭირდება ისეთ ადამიანს, რომელმაც დილით თბილი კოცნით გაიღვიძა, თვალის გახელისთანავე უმშვენიერეს ვარდებს მოკრა თვალი ლარნაკში, მიირთვა საყვარელი ადამიანის მომზადებული საუზმე და ასე დიდი ნეტარებით გაატარა დილა, როდესაც სინამდვილეში საკუთარი აივნიდან გადაშლილ არც თუ ისე მშვენიერ ხედს არ გასცილებია.
თუ კარგად დავფიქრდებით ჩვენივე გულის წუხილის მიზეზი მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, იმას უნდა გავუსწოროთ თვალი რაც რეალურად ხდება და შევძლოთ აღქმა ისე, რომ თვით ამ რეალობამ მოგვანიჭოს ბედნიერება. იმედები, ილუზიები, ათასგვარი რამ, რაც ადამიანებს სიამოვნებას ჰგვრის  გვერდზე უნდა გადავდოთ, კი არ გადავდოთარ- მოვისროლოთ და შევეცადოთ ჯერ ჩვენში შევცვალოთ, რაც შესაცვლელია და მერე ვიმსჯელოთ ცხოვრების ავკარგიანობაზე.

      სასიამოვნოა  ამ  დროს  ქუჩაში  სეირნობა. სიცივისა და სუსხის მუხედავად  უამრავი ადამიანი უყურებს  ერთმანეთს თვალებში, სიყვარულით  გამთბარი  მზერით.

გაზაფხულის კეკლუცი ქარი ეთამაშებოდა უსიცოცხლოდ მიმოფანტულ, გაყვითლებულ  ჭადრის  ფოთლებს, ცარიელ სკამებზე მტრედები დაეძებდნენ ადამიანის სამოწყალოდ დავარდნილ  ნამცეცს და უსიამოდ , დრო და დრო შეიბერტყდნენ მოძველებულ, აჩეჩილ ბუმბულს.
იქეთ , კუთხეში ხნიერ , დრო ჟამ გამოვლილ ადამიანებს მოეყარათ თავი და დედამიწის გამოწვევებს გამოცდილი მოკვდავის საზომით აფასებდნენ.
მოსაწყენად ხრიალებდა განათების ბოძებზე მიმაგრებული რადიო და მონოტონურად გადმოსცემდა ქვეყნიერებაზე დატრიალებულ ახალ ამბებს.
მზის სხივები აქა იქ თუ დააღწევდნენ თავს  ცაზე მცურავი ღრუბლების სხივგაუმტარ რიდეს.
ღრუბლის კაკანათში ნაზი ქალწულივით ეხვეოდა ლამაზი  მზე და რაღაცნაირ თამაშს ჰგავდა ბუნების ეს გამოვლინება.
    ერთი შეხედვით სიცარიელე სუფევდა პატარა ქალაქის  მოწყენილ სხეულში.
ძველი შენობებიც მხოლოდ მოსაწყენ მარტოობას იუწყებოდნენ, ხავსიანი კედლებით ეფიცხებოდნენ ღრუბლებიდან თავდაღწეულ მზის სხივებს და სითბოთი ივსებოდნენ.
თითქოს ერთი ჩვეულებრივი დღე იყო, ჩვეული უსიცოცხლო პულსით და გამოხედვაში აღბეჭდილი გაცოცხლების მდორე იმპულსებით.
მაგრამ მაინც იგრძნობოდა სითბო, სითბო წლიდან წლამდე უპატიოდ მიმალული, სულის ალბათ ერთ ყველაზე უკიდეგანო ნაწილში.

სიცივისა და სუსხის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცნაირ სევდას მოეცვა მთელი ქალაქი, უამრავი ადამიანი, სულ უცხო, უცნობი გამვლელი კეთილ გამოხედვას, სასიამოვნოდ დალაგებულ სახის ნაკვთებს ჩუქნიდა ერთმანეთს, მალულ გაღიმებას ასე რომ მოენატრა დედამიწის ყველა ნაწილში კაცობრიობას მსგავსი განცდა.
ძველი ქვაფენილი ფეხის დადგმისას, თითქოს ცდილობდა საინტერესო ამბავი მოეყოლა და რადგან მისი მომსმენი არავინ იყო დედამიწის გულზე, მგზავრის გავლის შემდგომ თავის ადგილს უბრუნდებოდა და წყვეტდა შემაწუხებელ ხმაურს.
ძველ, ვიწრო ქუჩებს მივუყვებოდი და თვალს ვადევნებდი არქიტექტურის მოძველებულ შედევრებს, გაცრეცილი ჩანთა მხარზე მოუხერხებლად მეკიდა  და ისიც უმოწყალოდ მიხეხავდა მოშიშვლებულ კისერს.
დრო და დრო ფიქრებში ისე ღრმად ვიძირებოდი, ირგვლივ ყველაფერი მესამე თვალით დანახულ უსახურ სილუეტებად მეჩვენებოდა და რეალობისგან გამიჯვნის ეს უსიამოვნო ფაქტი მაიძულებდა გამოფხიზლებას, რათა უეცრად მაღალ ბარდიულს არ შევჯახებოდი.
მოწყენილი ითვლიდა დროს შენობის შელანძღულ გუმბათზე მიმაგრებული დიდი საათი, აქა იქ ადამიანების ჯგუფები ბჭობდნენ გაუცნობიერებელი ღრიანცელით და შეუცნობლად ეძებდნენ სულიერი სიმშვიდის რელსებს , რომლისკენაც  გულის სირღმეში ყველა განურჩევლად მიისწრაფვის .

  ჩანთამ იმდენად შემაწუხა,  რომ მხრიდან მოვიხსენი და მოუხერხებლად მეჭირა გაცივებულ ხელში.
საინტერესო და უცნაური იყო მოწყენილ  ქუჩებში სეირნობა ,  შემოჩვეული სევდის მიუხედავად.  სიყვარულით გამთბარი მზერა და შეუხრელი ნაოჭები...ალბათ მაინც  ამიტომ იყო ამ უცნაურ დღეს  ჩემი საბედისწერო გასეირნება ამაღელვებელი.
შეუმჩნევლად აციმციმდნენ ყვითელი ლამპიონები, ქვის დიდ ქანდაკებებზე.
თითქოს ხელოვნურმა სინათლემ სიცოცხლე ჩაუნერგა გაქვავებულ ქმნილებებს  ცივ სხეულში.
მობაასე მოხუცები სადღაც წასულიყვნენ , სანამ მე ფიქრებში დავეხეტებოდი ალბათ.
როგორც ჩანს მესამე თვალმა სილუეტებადაც ვერ აღიქვა გამოფიტული სხეულები.
ადამიანები ნელ-ნელა იმალებოდნენ ბნელ სადარბაზოებში და სხეულში უსახლდებოდნენ ძველისძველ შენობებს.
მტრედებიც გადაღლილან სარჩოს ძიებით  და ნაძვის ხშირ წიწვებში, შენობის ღრმა ჩუქურთმებში მიმალულან უჩუმრად.
ჩემს ზღვარ გადასულ ფიქრში შეუწყვეტია მოწყალე მსმენელის გაუთავებელი ძებნა დაძველებულ ქვაფენილს და საცოდავად მისვენებულა მტვერიან სარეცელზე.
ნელ სიარულში შეუმჩნევლად მივადექი ძველ, მიწისგან თითქმის სანახევროდ დაფარულ საფეხურებს, ისინი დროის უმოწყალობის გამო ჩამოშლილან და დაუკარგავთ ძველი ელფერი.
ნაბიჯის ჩავარდნამ გამომაფხიზლა და სასწრაფოდ დამაბრუნა მოსაწყენ რელობაში.
მაშინ მკვეათრად ვიგრძენი, ყველა მიწიერი მცნების პირობითობა . მივხვდი, როგორ უსირცხვილოდ შეგვისისხლხორცა დრომ, სხვადასხვა პრინციპები და საზომი ყოველგვარი ადამიანურისა.
მაშინ მივხვდი, რომ ბედნიერების კრიტერიუმები დაფუძვნებული სოციუმის შეთითხნილ ეთიკაზე სხვადასხვა დროში, ადამიანური შეგნების სხვადასხვა საფეხურზე , კაცობრიობის ისტორიის ნაძალადევი შემოთავაზებაა.
მაშინ დავფიქრი პირველად სულიერად დაავადებული ადამიანების ხვედრზე, რომლებიც ირეალურ, ჩვენთვის გამოგონილ და არარსებულ სამყაროში ცხოვრობენ. ისინი კი ჩვენ ყველამ ერთ ხმად გიჟებად შევრაცხეთ.
მაშ ვინ ვიყვი მე, სწორედ მაშინ, როცა მხოლოდ მესამე თვალით ვხედავდი ცხოვრების მკრთალ სილუეტებს?! მეც გიჟი ვიყავი!
სხვა არაფერია შიზოფრენია თუ არა საკუთარი „მე“-ს გახლეჩა , გაორება.
„მე“-ს ავტონომიური ნაწილები ამ დროს,  დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მორიგეობით დომინირებენ.
ხელი გავუშვი ჩემს ჩანთას და მეც უგრძნობლად დავეშვი ძველი კიბის ჩამონგრეულ საფეხურებზე.
რამდენი რამე ვნახე ცხოვრებაში, რამდენი რამე შევაფასე, რამდენ რამეზე მიფიქრია?! ეს საღამოც გდაწვდება ადამიანური შეგნების ბევრ თვალსაწიერს, ისეთი შინაარსის ფიქრებმა დამატყვევა დღეს, რამდენმა რამემ გამრიყა უცაბედად და შეუმჩნევლად რეალობისგან , ამ დროს კი ძველი კიბის მონგრეულმა საფეხურებმა ისე გამაწნა სილა, რომ საკუთარი არსების შემეშინდა.
შემეშინდა მდინარის საზარელ ხმაურში ჩაწოლილი ღამის და დაბნეულმა დავიწყე ჩანთის ძებნა, რათა ამ უჩვეულო ადგილს სასწრაფოდ გავცლოდი.
ერთი შეხედვით უჩვეულო და შესაკრთომი არაფერი იყო, უჩვეულობას, ძრწოლას და შიშს ადამიანი ქმნის თავადვე, განეწყობა და თვითონ ჯოჯოხეთს ააშენებს  დედამიწაზე. თუმცა შეიძლება ისედაც გავდეს ჯოჯოხეთი და დედამიწა ზოგიერთი ადამიანისთვის ერთმანეთს. ამას კიდევ სხვა, ათასი გენეზის ფაქტორი განაპირობებს. გენეზი და არა მარტო ფაქტორი, ფაქტორი უწყინარი მცნებაა თავისთავად და აი რაც შობს შემდგომ დამანგრეველ ძალას, წოდებულს ფაქტორად ის არის ყოველთვის ათიათას გზის საინტერესო.
ხელის ბორძიკით ვეძებდი ჩანთას, როგორც იქნა ვიპოვე და გულის ფანცქალით ავირბინე საფეხურები.
ყვითელი ლამპიონები ანათებდნენ ქვის უზარმაზარ ქანდაკებებს , თითქოს ხელოვნურმა სინათლემ სიცოცხლე ჩაუნერგა გაქვავებულ ქმნილებებს ცივ სხეულში.
თვალების ცეცებით ვეძებდი გზას, რომელმაც აქამდე მომიყვანა და რომელიც აუცილებელი იყო უკან დასაბრუნებლად, რათა დამენახა, მეგრძნო და შემეფასებინა მეტი. თუ არ იხილე ვერ იგრძნობ, თუ ვერ იგრძენი ვერ შეაფასებ. ალბათ მხოლოდ ღმერთი არსებობს სამყაროში, რომელიც უხილავად უნდა იწამო, იმიტომ რომ სხვა გზას აღარ გიტოვებს ცხოვრების კანონები.
უნდა მომესმინა მორყეული ქვაფენილის უსიამოვნო ხმაური, უნდა მომესმინა! მხოლოდ გაგონება როდი არის საკმარისი რამის გასაგებად.
უნდა ჩვკითხოდი მობაასე მოხუცების წყლიან თვალებს, უნდა შევრეოდი ახალგაზრდების უაზრო ღრიანცელს, უნდა შევხებოდი  ძველ შენობებს და მეგრძნო. მხოლოდ მიახლოება, ვერ გაადნობს მოგიზგიზე ცეცხლის ძალით ტყვიის ზოდებს, რათა შვას მისი დანიშნულებისამებრი შესაძლებლობა. თუნდაც წვრილი საფანტი, რომელიც შუბლს შეუნგრევს თავისი შემქმნელის მსგავს, ან უბრალოდ რომელიმე ცხოველს. თუმცა ჩვენ დავივიწყეთ, რომ ჩვენც ჩვეულებრივი ცხოველები ვართ გონის გარეშე, რომლის არსებობაც ჩვენში დიდი ხნის წინ ვიწამეთ და მას შემდეგ აღარ გადაგვიმოწმებია.
ერთი კი მაინც ცხადია და და ყოველთვის ასე დარჩება სანამ ადამიანის ნაშიერი იარსებებს, კეთილსინდისიერად მოძებნილი სარჩო, თუნდაც ბუნების ნაწყალობები, მოგცემს ძალას ადამიანების მორჩენილი ნამცეცების ნაკვები მტრედივით მაღლა და მაღლა იფრინო მსუბუქად სანამ აღესრულები.
ბედნიერებაც ალბათ იმ გულს ეღირსება, რომელიც სხვისი სხეულის სისხლით არ იკვებება სარეველასავით. მაგრამ მაინც საკითხავია რამდენად არსებობს ბედნიერება.
   
      სხეულში თბილმა ჟრუანტელმა დამიარა , ვგრძნობდი როგორ მებერებოდა ძარღვები სიცივისაგან დახორკლილ კანზე  და შემეშინდა.
ყველაზე გულწრფელად მაშინ შემეშინდა !..

გაზაფხულის სუსხისგან შეცივებულმა სხეულმა და აფორიაქებულმა სულმა ავტომატურად გამორთო როგორც ჩანს თავის ტვინის ქერქი და არც თუ ისე უხმაუროდ დავენარცხე მიწაზე. ეს ის მდგომარეობა, როცა ყველაფერი გესმის, თითქოს სული ტოვებს სხეულს ამ დროს.
    უჩვეულო ბგერებმა სრიალით გაიარეს სასმენ ნერვებში.  ტვინის დამფრთხალმა უჯრედებმა რის ვაი ვაგლახით შეაწება დამარცვლილი ბგერები....
- ცოცხალი ხარ?
თითქოს და უსასრულობიდან ჩამესმოდა უცნაური ხმა. თვალების გახელას ამოად ვცდილობდი, თითქოს სიმძიმეები ჩამომკიდეს ქუთუთოებზე, ხმის ამოღების ნაცვლად ბგერები სახმო იოგებიდან წყდებოდნენ და უიმედოდ იკარგებოდნენ ხორხის ლორწოვან სარქველში. ეს განცდა სხეულის უქონლობას ჰგავს, ალბათ ასეთი უნდა იყოს სიცოცხლის ჩანაცვლება გარდაცვალებით, მონაკვეთი არასრული სიცოცხლის და არასრული სიკვდილისა.
განძრევის მცდელობისას  ვგრძნობდი, რომ უწონობის მდგომარეობაში ვიყავი და საერთოდ არ მხიბლავდა მსგავსი სიმსუბუქე. ყოველივე მცირე დროში მოხდა, სულ რამდენიმე წუთში.
      სიცოცხლის ჯადოსნურმა სითბომ გაალღო ყინულის სქელი ფენა, სხეული ნელ-ნელა იღვიძებდა მცირე ხნიანი აგონიური მდგომარეობიდან. თურმე რა ძალა ჰქონია სიცოცხლეს, ცოცხალ შეხებაში მოათავსა განგებამ ალბათ მკვდრეთით აღდგენის სასწაულები.
- გესმით ჩემი?
- დიახ...
ამოვილუღლუღე ნაძალადევად.
- ღმერთო ჩემო, თქვენ ცოცხალი ხართ...
 
      ემა სტეტჰემი ინგლისიდან იყო, პატარა პროვინციულ ქალაქს სამსახურეობრივ საქმეებზე ესტუმრა. მისი სამსახური ცოტა არ იყოს უჩვეულო იყო მისი შინაარსით, თუმცა მე მაინც ასე მოვიხსენიებ.
    ჩემდა ბედად ის სწორედ იმ სასტუმროში ცხოვრობდა, რომელიც იქვე ახლოს , ქალაქის ძველ უბანში  გემოვნებიანი არქიტექტურული ფორმებით იწონებს თავს.
ემა გაზაფხულის სუსხიან საღამოს თავის თეთრ პუდელთან ერთად სეირნობდა ქალაქის , ვიწრო ქუჩებში.  დღიურში განცდილ შთაბეჭდილებებს ინიშნავდა, ალბათ მოგონებებში რომ დახმარებოდა ოდესმე.
როგორც მისგან გავიგე ის ცნობილი ინგლისელი ფსიქიატრის  ცოლი იყო, ექსცენტრიული ხასიათის გამო ხშირად მოგზაურობდა მსოფლიოს სხვადასხვა ნაკლებად ცნობილ ქვეყანაში.
„არასოდეს შევუშინებივარ ომებს, ეპიდემიებს და სიღარიბეს“ , მიყვებოდა ის.
დაუზარებლად ეცნობოდა სხვადასხვა ხალხების კულტურასა და სულიერი ცხოვრების წიაღს.
  ემა სტეტჰემი სამხრეთ ინგლისიდან იყო. რემსგეითი გამორჩეულია თავისი მშვენიერი ბუნებით  და თვალწამრტაცი სანაპიოროებით. დიდი გემები და მშვენიერი იახტები, თითქოს ბუნების შემადგენილი ნაწილი იყო მშვენიერ სანაპიროზე.
    ცხელი ჩაით გაგიმასპინძლდებით , თავაზიანად მომმართა ახლახანს გაცნობილმა ქალბატონმა.
ხმა კიდევ თითქოს უსასრულობიდან მესმოდა, ალბათ ყველაზე საცოდავი არსება ვიყავი მაშინ , როცა ჭუჭყიან ქვაფენილზე ვიჯექი და სიტყვის თქმაც კი მეძნელებოდა.
მინდოდა მიწა გამსკდომოდა და ქვესკვნელში ჩავეტანე ჩემი აზრებიანად.
ყვითელი ლამპიონები მეტ ნათელს ჰფენდნენ ჩემს სირცხვილს, ძალა სულ წართმეული მქონდა სხეულში.  ბორძიკით შევეცადე წამოდგომას. ხელის ფათურისას ცივი სხეული შევიგრძენი , თავი მაღლა ავწიე, ქვის უზარმაზარი კანდაკება დამჩერებოდა მაღლიდან, თითქოს ეს უსულო არსებაც კი დასცინოდა ჩემს უსუსურობას .  მოქანდაკე ასე სრულქმნილად, ალბათ მარტო საკუთარ ცოლს თუ გამოაქანდაკებს, საოცრად ნატიფი იყო მისი სხეული, მე კი საცოდავად გაქვავებულ წვივზე ვებღაუჭებოდი უმწეოდ.
    დამცინოდნენ ქვის უსიცოცხლო ქანდაკებები. ისინი ცოცხლობენ ცხოვრების სევდიანი ანარეკლებით, ხან კი საოცრად გულჩვილნი და კეთილნი არიან.
სწორედ მაშინ, როცა ლამპიონები აინთებიან , როცა ვიღაც საცოდავი ჩაებღაუჭებათ გაყინულ წვივზე , მაშინ ახსენდებათ რომ ოდესღაც თვითონაც ცოცხლები იყვნენ და წარსულის მელანქოლიით იფარებიან. ახსენდებათ  ჩაჭიდებული ხელი ასი ან ორასი წლის წინათ , რომელიც პირველად იგრძვნეს ქვიდან განსხეულების შემდეგ. მათი შემქმნელი ხომ ღმერთს ადარებდა თავს, უფრო მეტიც, სულ გაიძახოდა, „ღმერთის შექმნილი საუკუნემდე ძლივს ძლებს, ჩემი შექმნილი კი თითქმის მარადიულიაო“. თუმცა ალბათ ავიწყდებოდა საცოდავ შემოქმედს, რა დიადი და ფასდაუდებელი რამ აკლდა მის ქმნილებეს... სული ... რის გარეშეც ქანდაკება კიარა თვითონ დედამიწის არსებობაც  ყველაზე დიდი უაზრობა იქნებოდა.
გაჩეჩილი ბუმბული შეარხია ნაძვის წიწვებში მიმალულმა მტრედმა და მოძველებულ ბუმბულში მოქცეული მტვერი თავზე გადმომაყარა, თითქოს ამით თავისი წილი სათქმელი გამოხატა.

      გმადლობთ გეთაყვა, თავი დავუკარი ღვთისნიერ ქალბატონს და უმისამართოთ წავბარბაცდი პირქუში სიბნელისკენ.
- ჩანთა დაგრჩათ სერ...
უკან მოვიხედე , ჩემი ჭუჭყიანი ჩანთა მოექცია გრძელ თითებში და ჩემი მიმართულებით იშვერდა.
შემოვბრუნდი და მძიმე ნაბიჯებით გავემართე მისკენ.
ჩანთა გამოვართვი და თან თავაუწევლად გამტვერილ ფეხსაცმელებს მივჩერებოდი. ემა სტეტჰემი ... თვალებთან გაიელვა მოვლილმა თითებმა.
ხელის ასეთმა სინაზემ და სითბომ მაიძულა თავი ისევ ადამიანად მეგრძნო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედება ემა სტეტჰემის კეთილშობილი ჟესტი იყო მხოლოდ.
    საბრალოდ თვლემდა სასტუმროს მსახური ტელეფონთან. საბრალდთქო ვამბობ, მაშინ როცა ჩემზე უბადრუკი არავინ არსებობდა ქვეყანაზე , მაგრამ ეს ადამიანური თვისება შეფასოს სხისი მდგომარეობა, დასცინოს მას მაშინ, როცა თვითონ უარესადაა ყველა ადამიანურ საწყისში დევს, იმის მიუხედავად ავლენს თუ არა მას ადამიანი.
ფეხის ხმაზე დამფრთხალი წამოიჭრა თვალების სრესით  და მორჩილი ღიმილით იკითხა, „რით გემსახუროთ?“. ოთახი მეშვიდე , მშვიდად მიმართა ემამ.
ნელ-ნელა ავუყევით სძველის ეფექტით გამოყვანილ კიბის საფეხურებს, ინტერიერს მკაფიოდ ეტყობოდა მეპატრონის იდეური წნეხი... სიძველე ხომ ასე ფასობს თანამედროვე ცხოვრებაში.
  კედლებს ამშვენებდა: რენუარის , მოდილიენის, დავინჩის კოპიოები, ისინი ისე მედიდურად იწონებდნენ თავს, თითქოს ნამდვილნი ყოფილიყვნენ და მათთანაც უნდა მოგვედრიკა ქედი.      „შემობრძანდით“ , ღიმილით მომმართა ემამ. 
ნაბიჯი მოუხერხებლად გადავდგი და კარების გაღებისას ოდნავ აჩეჩილ ნოხს წამოვედე.
ძველი სასტუმროს სახელის მიუხედავად მსგავსი ნიუანსები ვერ გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციას. „ღმერთო ჩემო“ აღმომხდა და ვიგრძენი რომ სახეზე წამოვწითლდი სირცხვილისგან.
- ფრთხილად სერ.
მომმართა ემამ.
ინტერიერის მსგავსად ავეჯიც შესაბამის სტილში იყო გადაწყვეტილი, ფრთხილად ჩავეშვი  რენესანსის იდეებით შექმნილ  ლამაზ სკამში. რენესანსის ხანა ხომ სრულყოფს ადამიანური შესაძლებლობების გამოვლინებას.
სხეულს მოხერხებული პოზა შევურჩიე და თან ემას აუღელვებელ მოძრაობას ვადევნებდი თვალს.
როცა ადამიანი თვითონ არის შეპყრობილი განცდებით, ის სხვა ადამიანშიც იგივეს დაეძებს, ემას კი აღელვების მიზეზი ნამდვილად არ ჰქონდა.
-რას მიირთმევთ?
ინტერესით ჩამეკითხა ის.
-მხოლოდ ჩაის ქალბატონო.
შებოჭილად ვუპასუხე მე.
თითქმის ღამის ორი საათი იყო, უშინაარსო თემებზე ვსაუბრობდით უღიმღამოდ
და უემოციოდ ვაკეთებდით რეპლიკებს, ჩემი ესოდენი სიტყვაძუნწობა , განცდილი
სირცხვილის მოძალებული გრძნობით შეიძლება აიხსნას.
ხანმოკლე სიჩუმის შემდეგ გადავწყვიტე  გულითად მასპინძელს გამოვმშვიდობებოდი,
ფეხზე წამოვდექი, ჩანთა მხარზე მოვიკიდე და კარებიკენ გავემართე.
- დარჩით...
გაცნობიერებული ხმით მომმართა და ჯადოსნურ მზერას არ მაშორებდა .
რთულია შეეწინააღმდეგო საკუთარ თავს მაშინ, როცა ულამაზესი ინგლისელი ქალბატონი ასე დაჟინებით გთხოვს დარჩენას.
უჩვეულოა, მაგრამ  როცა ბედისწერა აგიტანს ადამიანს , ყოველგვარ
ლოგიკას მოკლებულია შემდეგ ფიქრი და განსჯა, შესაბამისად ქმედებებიც, ჩადენილი სწორედ ასეთ დროს. თვითონ ბედისწერა უცნაური ფენომენია, დღესაც ბევრი მოცლილი კამათობს არსებობს თუ არა ის. უსარგებლოდ მიმაჩნია ადამიანის მსგავს თემებთან კირტიმალი.
თუ ჩვენ ვირწმუნებთ, თუ დავიჯერებთ, რომ ბუნებაში ჟანგბადი გაქრა, სუნთქვა
აუცილებლად გაგვიჭირდება. რწმენა ქმნის სასწაულებს და შემდგომ სასწაულებით
სააზრდოობს რწმენა.
სამყაროს ხილვის შემდეგ შიშით მოცული ადამიანები უმალ ქმნიან ღმერთებს , რათა მშველელის ფუნქცია შეასრულონ, მაგრამ ეს ღმერთები იმდენად სუსტია , რომ მათზე აგებული მისტერიები ძალზედ უმწეოდ ახერხებენ მიღწიონ დამოუკიდებლობას ბუნებასთან ბრძოლაში.
მე მინდა მჯეროდეს ბედისწერის, რადგან ის იქნება ყველაზე საინტერესოო აზარტი ცხოვრების დაბერებადი ქრონიკებისა.
      მიეჩვია შებერტყილი მსახური ემას ამოჩემებულ სტუმარს, რომელიც ზოგჯერ ცუდ დროს უფრთხობდა ისედაც გაწამებულ ძილს.  მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქალაქში, ერთი შეხედვით უცნაური ამბები ადამიანთა ინტერესის საგანი უმალვე ხდება, საბედნიეროდ ემა სტეტჰემისა და მისი  უჩვეულო სტუმრის ამბავი არავის აინტერესებდა.
ემა გადამფრენ ფრინველებს ჰგავდა, მისი ფსიქიკა სხვაგვარად იყო მოწყობილი, ის უბრალოდ ვერ გაჩერდებოდა ერთ ქალაქში.
      გაზაფხულის საღამოებს  მეტი სითბო და გასახეთქად გაბერილი კვირტების სურნელი შეერია, მშვიდად მივაბიჯებდი მტვერიანი ქვაფენილის გადაცვეთილ ზედაპირზე, უჩვეულო სიმშვიდეს მოეცვა ძველი შენობები, რომლებიც გამჭოლი მზერით შესციცინებდნენ ერთმანეთს გაზაფხულის მზით გამთბარ სახეში.
პატარა, ვიწრო ქუჩა მაშორებდა სასტუმროს სადაც ემა იყო დაბინავებული, მივდიოდი და თან  მოძალებული მორიდების გრძნობა სიწითლედ მეხატებოდა დაბნეულ სახეზე.
ვგრძნობდი, როგორ ამარცხებდა შემოჩენილი სურვილი ადამიანურ თავმოყვარეობას.
როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე, უკვე სასტუმროს მთავარ შესასვლელთან ვიყავი, ვაშკაცურად შევეცადე სახის ნაკვთების დამორჩილებას და მედიდურად ჩავებღაუჭე მთვავარი შესასვლელის ხმარებისგან ფერგადასულ სახელურს.
ჩემი მცდელობის მიუხედავად კარები ჯიუტად არ იღებოდა. იქეთ-აქეთ მიმოვიხედე, იმის იმედით, რომ ვინმე კარებს გამიღებდა  ან ამიხსნიდა რატომ იყო სასტუმროს მთავარი შესასვლელი ასეთ დროს დაკეტილი.
მოლოდინი, როცა ასე უბრალოდ დაიმსხვრევა, მისი ფასი ადამიანის შეგნებაში ერთი ათასად იქცევა და შეუძლებელს ჩაგადენინებს, მაგრამ ქმედებები მეტ წილად მაინც გარემოებებს ემორჩილება.
მალე მართლაც აჭრიალდა სასტუმროს კარები, მოუქნელი მიხვრა- მოხვრით გამოვიდა ახალგაზრდა ახმახი, ალბათ ასე ორი მეტრის სიმაღლის, თმები საცოდავად გაბურძგვნოდა და დიდ, შავად მოელვარე თვალებში ნათლად ირეკლებოდა უძილო ღამეების კვალი.
- რა გნებავთ?
უგუნებოდ მომმართა ახალგაზრდამ.
- თქვენი სასტუმროს  სტუმართან შეხვედრა მაქვს დანიშნული.
სასწრაფოდ მივახალე ახალგაზრდას და სასტუმროს ღია კარებისკენ გავიწიე.
- ბატონო სატუმრო დაიხურა!
უხასიათოდ შემომიბღვირა ბიჭმა და ნელი ნაბიჯებით შეიზლაზნა დადუმებულ შენობაში. 
- თქვენი სტუმრები საით წავიდნენ?
გუგახეთქილმა მივაძახე დაბურული მინის კარებს ამოფარებულ ბიჭს.
- სახლში დაბრუნდნენ.
იყო ნაძალადევი პასუხი.
ასე დამთავრდა ჩემი და აწ დახურული სასტუმროს მუშაკის დიალოგი, თუ შეიძლება ამას დიოალოგი ეწოდოს.  რატომღაც დასასრულს თავისი ფერი აქვს მოგონებებში, რასაც არ უნდა ეხებოდეს ის.
დაბნეული შევცქეროდი ძველ სასტუმროს, რომელსაც თითქოს მთელი ცხოვრება მივაბარე , მან კი ასე უბრალოდ მიღალატა.
ცარიელ ქუჩებში რიგ-რიგობით ინთებოდნენ ყვითელი ლამპიონები , გაუგებრად ხრიალებდა რადიო და მონოტონურად გადმოსცემდა ქვეყნიერებაზე დატრიალებულ ახალ ამბებს.
ეს წუთი ჩემთვის, მონგრეულ საფეხურებზე ნაბიჯის ჩავარდნას, სახეში ძლერი სილის გაწნას იმეორებდა. არაფრის შემძლე ყოფილა ჩემი ოცნებები, მათ მხოლოდ ბედნიერების ჟამს ძალუძთ იყონ ღირსეულნი, უბედურებისას კი უკვალოდ იმალებიან.
ადამიანური შესაძლებლობა თავისი არსით იმ ადამიანს გავს, რომელიც იუარებს ადიდებული მდინარის გადალახვას და მორევის საფრთხეს დაანახებს მოწინააღმდეგეს თუ საყვარლის ქმარი ელოდება გაღმა ნაპირს, მაგრამ დაუფიქრებლად გადასცურავს მაშინ თუ მხოლოდ საყვარელი უხმობს ვნებიანი თვალებით. ზოგჯერ აცნობიერებ ქმედების აუცილებლობას, იცი რგორც იქნებოდა სწორი, თუმცა ძალა აღარ არის საკმარისი ბრძოლისთვის. ადამიანის სულში ყოველთვის შემოდის ნათელი, უბრალოდ ჩვენ ვართ უხშირესად ბრმები სინათლის აღსაქმელად.
    ილუზიები....
ელვასავით გაიკლაკნა თავის ტვინის უჯრედებში დამთრგუნველმა აზრმა. ნუთუ ემა სტეტჰემი ჩემი ილუზია იყო?!
ილუზიებს ხომ სურვილების ირეალურობა ბადებს, რათა ფსიქიკის ღვთაებას ხარკად მიეძღვნას სასურველი სანახაობა.
შეშინებული შევცქეროდი გადაკრეჭილ ბუჩქებს და ვეღარ გამეგო საით იყო გზა, რომელიც შინ დამაბრუნებდა.
    მკრთალი სინათლე გამოსჭვიოდა პატარა სალოცავის ხაზოვან სარკმლებში, საკმევლის სურნელება იზიდავდა გზაში გამვლელ მორწმუნეებს და თითქოს შეუცნობლად ხსნას სთავაზობდა. აღსავლის კარებთან მოწყალების თხოვნით ხელს მიწვდიდა ორი , შავებით შემოსილი მოხუცი . ღვთის გულისათვის , გაისმოდა საბრალო ხმა და უპასუხოდ მიჰყვებოდა სალოცავად შეჩერებულ ნიავს. როგორ არ უნდა გაიღო მოწყალება, როცა თვითონაც მოწყალების ნაყოფი ხარ, ვისი გაჩენილიც არ უნდა იყო შენ?!
ალბათ რამდენჯერ გამივლია პატარა სალოცავის ღია კარებთან , ალბათ რამდენჯერ გამოუწვდიათ შაოსან მოხუცებს დაკოჟრილი ხელი , მე კი ღმერთო ჩემო, მხოლოდ დღეს შევნიშნე. ჭეშმარიტ განცდას ძალუძს უამრავი ღირებული რამ დაბადოს ადამიანში, თუნდაც წამიერი იყოს ეს განცდა.
უცებ გონებაში გამიელვა, რომ სასწრაფოდ გავცლოდი აქაურობას. როგორც ჩანს უცხო აზრი რაოდენ კარგიც არ უნდა იყოს ის თავდაპირველად მანც შიშს ბადებს ადამიანში.
რა არის რელობა? შეუჩერებლად ვეკითხებოდი საკუთარ ცნობიერს და შეშინებული მივსდევდი ამომტვრეულ ტროტუარს.
მკვეთრად ვიგრძენი უსასრულობა ადამიანურობის, რომელსაც ვერაფრის დიდებით ვერ გაუმკლავდება ის ძალა , რაც ადამიანს გაუცნობიერებლად დაუნახავს გაუკეთებია ოდესმე.
მთელი ცხოვრება ვადიდებდი რწმენას, რწმენას საზოგადო მნიშვნელობით არა ვიწრო და საჭირო დროს საჭირო გაგებით. სულ მჯეროდა, რომ ადამიანს თუნდაც სწამდეს უბრალო კლდის ნამსხვრევისგან გამოთლილი ქვის , ის აუცილებლად გადარჩება, რდგან სწორედ იმ ქვაში დაინახავს უკანასკნელ ნავსაყუდელს. საბოლოოდ კი აღმოჩნდება, რომ  ქვა უბრალოდ ეხმარება ადამიანს საკუთარ თავში ნახოს ის რაც მას გადაარჩენს უბედურებისას, საკუთარ თავში ნახოს სასწაული, რომელსაც უბრალო ქვის ნამსხვრევს მიაწერს.
ვფიქრობ და ვხვდები, რომ უსასოობას, უგზოობას უფრო ბევრი მიმდევარი ჰყავს, ვიდრე ცოცხალ და უკვე მომკვდარ ღმერთთა ერთობას. ალბათ ამიტომ უნდა გვესმოდეს, ზოგჯერ თვითონ ადამიანი ქმნის ღვთაებებს და მოტივი სალოცავის შექმნისა არის უიმედობაში, მარტოობაში, ზოგადად ადამიანურ ტრაგედიაში, ამიტომაც უნდა ვხედავდეთ სასწაულს თვითონ ადამიანის შესაძლებლობებში. ადამიანის სულს უამრავი ღმერთის შობა შეუძლია, მათი არსებობის ხანგრძლივობა კი შემქმნელის აზროვნების პროპორციულია.
კულტურული და საზოგადოებრივი წიაღი უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის თვით შემეცნებაზე, ზოგჯერ მისტიკასაც კი უახლოვდება ადამიანური გონი. დღეს სამყაროში უამრავი რელიგია არსებობს და ვერცერთი სრულფასოვნად ვერ აფასებს კაცობრიობის უსასულო შესაძლებლობებს, რადგან კაცობრიობას ადამიანები ქმნის, ადამიანს კი სრული ბედნიერებისთვის საკუთარი ღმერთი სჭირდება.
  როცა აირევა ადამიანის სწორხაზოვანი ხედვა და განცდა სამყაროს აღქმის , როცა უფკრულივით დიდი ქვეცნობიერი გამოარღვევს სათუთ სანაპიროებს, შეუძლებელია მისი შეკავება რაიმე მანქანებით. სიგიჟე , მეს ანუ ცნობიერის და ცენზორის ზემე-ს ძლევაა ქვეცნობიერის მძლავრი მახვილისგან.
  პალატა ნომერი 307. პაციენტი შემოყვანილია რექტიული ფიქოზით, მანიაკალური გამოვლინებებით და შიზოფრენიული აშლილობით.
მსუქანი მედდა იძულებით მაცმევდა ზოლიან საღამურებს და თან მძიმედ ქშინავდა დაღლილობისგან.
შემაწუხებლად ზუზუნებდა შავი დანადგარი, თეთრი შუქები ბჟუტავდნენ საცოდავად გრძელ დერეფანში, საშინელი სიცხე წამლების არასასიამოვნო სუნთან შეზავებული ნელ-ნელა ჩადიოდა შეკუმშულ ფილტვებში.
  კოდი ნომერი 777. უხეშად მიმაწება მედდამ ნომერი და ხელის კვრით შემაგდო პატარა ოთახში. უცებ გაქრა თეთრი სინათლეები და საშინელი წყვდიადი გამეფდა საზიზღარ სამყოფელში. თითქმის გონწასული, ხელის ცეცებთ ვეძებდი ჩამოსაჯდომს.
რკინის მორყეულმა საწოლმა ჭრიალით მომესალმა და სიამოვნებით მიმიღო ალბათ უკვე მერამდენე სტუმარი. სიზმარს ჰგავდა ირგვლივ ყველაფერი, გასაგონი და ხელშესახები, მე კი გამოღვიძება აღარ შემეძლო. უსუსური სული ბუდიდან გადმოვარდნილ ბარტყს ჰგავს, რომელსაც ფრენა არ ძალუძს, არადა მიწა მის სამყოფელად არ გამოდგება.
ფართედ გახელილი თვალებით, საშინელ სიბნელეში მხოლოდ ოქროსფერ წერტილებს ვხედავდი, რომლებიც ერთმანეთს გაურბოდნენ უცნაურ გეომეტრიულ ფიგურებს ქმნიდნენ. ალბათ ეს იყო თვალის სინათლის მიღმა არსებული სინათლე, რომლის ხედვასაც ასე მაჩვევდა რაღაც ძალა.
  ჩემი წიგნი.... გაისმა შეშინებული, ჩურჩულით წარმოთქმული ხმა.
ჩემი წიგნი... ხმა დაჟინებით იმეორებდა ერთი და იგივეს....
ასაკოვანი ექიმი სათვალეებს წმენდდა ხალათის წამოწეული ქვედაბოლოთი და მოუსვენრად ატრიალებდა დაძველებულ ტყავის სკამს.
„შემოიყვანეთ“, ხმამაღლა დაუძახა კარებში გაქვავებულ მედდას.
კუშტი შესახედაობის, ჩია კაცი გახლდათ ბატონი ექიმი. სიბერის კვალი ღრმა ნაოჭებად ჰქონდა აღბეჭდილი გრძელ სახეზე, მეჩხერი თმები უმისამართოდ ჰქონდა გაშვერილი აქეთ იქეთ, სახეზე კი იფიქრებდით, რომ წვერი არასოდეს ამოსვლია. მოკლე თითეში კოხტად მოექცია მხჩოლავი სიგარეტი და მთელი ენერგიით ურტყავდა ღრმა ნაფაზებს.
დინჯად მოირგო სათვალეები მილეულ ცხვირზე და გამოცდილი მზერით გამომხედა.
- ჩამოჯექით.
მომმართა დაყვავებით და გაყვითლებული ფურცლების ფურცვლას შეუდგა გულმოდგინედ. ისეთი დინჯი და გააზრებული იყო მისი მოძრაობები, იმდენად ადამიანური იყო მისი გამოხედვა ადამიანს ყოველგვარი შიში გაგიქრებოდა, მაგრამ მოულოდნელად ზეზე წამოიჭრა მოხუცი ექიმი ინტერესით ჩამაცქერდა თვალებში. ასეთი ქმედება წმინდა წყლის გიჟური მანერა იყო, რომელსაც ყველაზე დიდი გიჟიც ადვილად გაარჩევდა.
ხმები, მოჩვენებები, უცნაური შეგრძნებები ... გაძახოდა ის.
შიში თანდათან იმორჩილებდა ჩემს დატყვევებულ გონებას და მოხუცი ექიმის ხრინწიანი ხმა უცნაურ წრიპინად ჩამესმოდა დაბუგულ ყურებში.
ვისგანაც ელოდები ხსნას, მისი ესოდენი დამდაბლება უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე პირვამდელი საფრთხე.
- გეცნობათ ეს სურათი?
თვალწინ ამიფრიალა უცნობი ქალის კუთხე მოხეული სურათი გამძვინვარებულმა ექიმმა.
- არა ბატონო.
შეშინებული ხმით ვუპასუხე მე.
- ის შეიძლება დედათქვენი იყოს....
მცირე ხნიანი პაუზა გააკეთა სახეანთებულმა ექიმმა , შემდეგ კი იგივე ენერგიით დაიწყო..
- დედათქვენი?
თითქოს საკუთარ თავს უსვამდა შეკითხვას.
დამცინავად გაიღიმა ბერიკაცმა და ტყვავის სკამში მოწყვეტით ჩაეშვა.
- თქვენ ხომ დედა არ გყავთ...
გესლიანად გამოსცრა მოსრულებულ პროთეზში და მაგიდაზე გაშლილ ფურცლებში რაღაცის ძებნას შეუდგა.
- ეს თქვენი პირადი საქმეა.
სათვალეები ცხვირის წვერზე ჩამოიწია ექიმმა და საჩვენებელი თითი სქელი ნერწყვით დაისველა.
- აქ გარკვევით წერია, რომ თქვენ ბავშვთა სახლში გაიზარდეთ, თქვენ არც დედა , არც მამა და არც ნათესავი არ გყავთ... ან იქნებ გყავთ კიდეც, მაგრამ თქვენ ვერას გზით ვერ გეცოდინებოდათ ამის შესახებ. თქვენ უთვისტომო საბრალო გიჟი ხართ...
აგრძელებდა მოხუცი ექიმი და თან დაჭყეტილ წვრილ თვალებს არ მაშორებდა.

- მაშ ეს ქალი ვინ არის?
აღმომხდა გონების უფსკრულიდან ნაკარნახევი სიტყვები.
უთვისტომობა გიჟის სულსაც კი შეძრავს, რდგან სიცოცხლის ყველა ფორმა განურჩევლად ითხოვს ჭირისუფალს, რაოდენ უსარგებლოც არ უნდა იყოს ეს სიცოცხლე.
- ნუთუ აღარ გახსოვთ?
ეს ქალი ხომ ქალაქის უძველესი ბიბლიოთეკის დამსახურებული მუშაკია.
თუმცა უკვე აღარ არის მეგობარო...  ის თქვენს მიერ მოწყობილ ამაზრზენ          ინციდენტს ემსხვერპლა. ამდენი შრომის და ფასდაუდებელი ღვაწლის შემდეგ ნუთუ ამას იმსახურებდა?! ნუთუ იმსახურებდა, რომ საცოდავ გიჟს მოესწრაფვა მისთვის სიცოცხლე?!
რა ინციდენტი? რა მსხვერპლი?    დაჩუტული ვენები მყისიერად ამოავსო გაცხელებულმა სისხლმა.
- თქვენ ხომ აღნიშნული ბიბლიოთეკა გადაწვით ათიოდე დღის წინ , ბიბლიოთეკის საბრალო მუშაკიც უმოწყალოდ გამოიწვა მობრიალე ცეცხლის ალში. თან რა წიგნები?! თქვენ უძველესი და უიშვიათესი ტომები დაწვით. სხვადასხვა ხალხების რელიგიური ლიტერატურა, რომლებიც მსოფლიოშიც კი თითზე ჩამოსათვლელად მოიპოვება. თქვენ დაწვით ის სადაც კაცობრიობის ყველაზე გამორჩეული ნააზრევი დაივანებდა.
იმდენად დამნაშავედ ვიგრძენი თავი, იმდენად მტკივნეული იყო ბრალდება ადამიანების სულის ნარჩენების ხელყოფის , საშუალება რომ მომცემოდა, მე დავიწვებოდი თითოელი ფურცლის ნაცვლად.
რა არის სული? ამოიხროტინმა ექიმმა...
სული ხელთუქმნელი ფენომენია, მას არ შობს ადამიანის საშო მსგავსად  სხეულსა, რადგან სიცოცხლეს არ აქვს უნარი სულის გამოძერწვის, ის იმდენად ტრანსფორმირებადია, იმდენ უსასრულო რესურს სძინავს მასში....
ღრმად ამოისუნთქა ექიმმა, თითქოს ახალ ენერგიას უხმო ბებერ სხეულში და ისევ გააგრძელა.
მისგან ყოველგვარი ქმნილების გამოძერწვაა შესაძლებელი... ჩვენ გვაოცებს ტექნოლოგიების მართლც და საოცარი განვითარება, დახვეწა და სრულყოფა, თუმცა ყველაფერი ხომ ადამიანის ქმნილებაა, რომელიც მოიფიქრა მისმა უსასრულო სულმა და გონმა.
ჩვენ ადამიანები გენიოსების საფლავებს ყვავილებით ვავსებთ, მათ ძვლებს პატივს მივაგებთ, როცა წიგნებში დაბუდებულ ნააზრევს სქელი მტვერი ფარავს.
ჩვენ არ ვიცით ფასი სიცოცხლის და სიცოცხლის შემდეგ ჩვენივე მოგონილი თამაშით ვაგრძელებთ თამაშს.
შენი სული…. თვალები მიებჟუტა მოხუც ექიმს....
ის უიშვიათესი რესურსია, ის იმ ნედლეულს ჰგავს , რომელიც ბევრ ჩარევას და გადამუშავებას არ მოითხოვს საბოოლოო პროდუქტამდე, ეს კი ყველაზე ლაბილური პერიოდია სულის ფორმირების გზაზე.  შენი სული ყველგანაა, ის ბევრია, უსასრულოა... ამ სავადმყოფოს ძველი კედლებიც კი მისით არის გაჟღენთილი. როცა ბიბლიოთეკას წვავდი, სადღაც შორს სქელი წიგნების სხეულში დაბუდებული თაგვები აიყარნენ და თავის საშველად გაქცევას აპირებდნენ. ერთ-ერთი მათგანი მე დავიჭირე და აი იქ მყავს, მიმითითა შავი რკინის ყუთხისკენ. თაგვს იუდა ჰქვია, ასე მითხრა თვითონ. თურმე გვემას აარიდა თავი. მაგრამ იცი რა მიკვირს, თუ მისი გვარი იმ ხანძარში გამოითუთქა უმოწყალოდ, გადარჩენილი თაგვის სიცოცხლეს,მის გადარჩენას  რა აზრი ექნება?  რატომ უნდა გიზიდავდეს ისეთი სიცოცხლე, რომელიც მაინც სიკვდილისკენ გიბიძგებს ყოველ ამოსუნთქვაზე?! ის სულს გთხოვს, მისი მოდგმის გაჟლეტის საფასოდ. მე კი ვუმტკიცებ, რომ რაც არ უნდა უპასუხო მას მაინც სულერთი იქნება შედეგის თვალსაზრისით
  ჩემი წიგნი.... დაიღრიალა ექიმმა.  ჩემი წიგნი... ძლიერდებოდა ხმა. მთელი მონდომებით ვცდილობდი გადაწეპილი თვალების გახელას, აკანკალებული ხელით ვისრესდი ჩაცვენილ თვალებს.  ჩემს ირგვლივ მხოლოდ საშინელი წყვდიადი და ამ წყვდიადიდან ამოსროლილი გაყინული ხმა არყევდა მორყეული რკინის საწოლს.
  დღის სამი საათი! გამოაცხადა დისპანსერის ზედამხედველმა ბოხი ხმით. „ჭამის დროა“ , იმეორებდა ის. სინათლემ არ შეგაკრთოთ პატარებო, აგრძელებდა საშინელ დაცინვას და ჩვენს უმწეობაზე გესლიანად ხითხითებდა.  თვალებზე მოიჩრდილეთ ჭუჭყიანი ხელები, თქვენს ბუნაგებში შუქები აინთება. მარცვალ მარცვალ მიცოცავდა გამომშრალი წიწიბურა შეწებებულ ნაწლავებში. საშინელი სანახავი იყო სცენა გიჟთა ტრაპეზის, ყველაზე ძლიერ სულსაც შეძრავდა მისი ნახვა. ნახევარიც არ გვქონდა ნაჭამი სამარცხვინო ულუფა, რომ ცივი ხმით დაიწკრიალა ელექტრო ზარმა. ჩქარი ნაბიჯებით შემოვიდა მონგრეულ სასადილოში რამდენიმე თეთრხალათიანი ადამიანი. სწორ ხაზზე განეწყვეთ, მკაცრად გვიბრძანა ზედამხედველმა. გაოცებული და მოთხიპნილი სახეები, ამოსვრილი თითები და დაბნეული მზერა. რკინის ჯამებზე დავაწვეთ გამზადებული ლუკმები და მორჩილად შევასრულეთ ბრძანება. ახლა ის დროა, როცა რამდენიმე თქვენგანი საბოლოოდ განთავისუფლდება საშინელი სატანჯველისგან. რამდენიმე თქვენგანი დღესვე დატოვებს ამ შენობის კედლებს და სხვა ცხოვრებას დაიწყებს.  ოთხი თუ ხუთი მომხიბლავი ფრაზა დასჭირდა მხოლოდ, რომ წასვლის მსურველთა რიგები დადგა თეთრხალათიანი ადამიანების წინ.
სათვალეები მოიმარჯვა „ხსნის“ კომისიამ და აუღელვებლად დაიწყო შერჩევის პროცესი. ისინი ინდივიდუალური კოდების მიხედვით იძახებდნენ კანდიდატებს.
გულისფანცქალით ვუცდიდი ბედის ბორბლის საჩემოდ დატრიალებას. მათ თორმტი კანდიდატი შეარჩიეს და მათთან ერთად სწრაფად დასტოვეს სასადილო ოთახი. გული ქაოსურად მიცემდა, რადგანაც ამჯერადაც არ გამიმართლა. ასე დავტოვე დასურულებები ლუკმა და ჩემი ოთახისკენ გავემართე ბარბაცით. გული არ გაიტეხოთ, თითქოს და თანაგრძნობას გამოხატავდა ზედამხედველი, ქრისტემაც ხომ 12 რჩეული აირჩია, მიემსგავსენით მათ რადგან ოდესმე თქვენც იზეიმოთ.
ჩემი საწოლის პარალელურად კიდევ ერთი რკინის საწოლი იდგა. დაჭმუჭნულ თეთრეულში ხმელი ხის ჩრდილივით მისვენებულიყო მილეული სხეული. ის თავისთვის ბუტბუტებდა დაუსრულებლად, ჩემი წიგნი... დიდი ხანია, რაც სტუმრობთ საშინელ საგიჟეს ? ჩავეკითხე მას, თან რათქმაუნდა დარწმუნებული ვიყავი რომ მიპასუხებდა.
ის კი ისევ აგრძელებდა, ჩემი წიგნი....
რომელი წიგნი? ისევ უმისამართოდ ვიკითხე მე.
შეუჩერებელი ხმა მყისიერად შეწყდა, გასაკვირია მაგრამ მდუმარება საოცრად მეუცხოვა მისი. ჩემი გონება უკვე შეგუებული იყო დაუსრულებელ ხმას და ალბათ ამიტომ სიჩუმე უფრო საშინლად ახმაურდა გამოფიტულ ნეირონებში.
ვგრძნობდი, რომ მას ჩემთან საუბარი არ უნდოდა, ან იქნებ ძალა არ ქონდა საამისოდ. თუმცა აღარც დაკარგულ წიგნს მოუხმობდა დაჟინებით, თითქოს მისი სახმო იოგები საბოლოოდ ჩაწყდა.
უძილო ღამეების სიუხვემ, შეზღუდულმა მოძრაობამ და ემოციების მხოლოდ აყროლებულ ოფლად დენამ სიკვილის ზღვარზე მიმიყვანა. სულ გაშავდა საგიჟეში ნაბოძები პერანგის საყელო, თუმცა აღარ მაწუხებდა მისი უსუფთაობა რადგან აღნიშნულმა გარემომ უმცირეს დროში შემაჩვია ამას.
365 დღე და 365 ღამე, არავითარი შუალედი, არავითარი კომპრომისი.
    ჩემი წიგნი.... წელიწადის დასაწყისი იყო, სუსხიანი დილა თენდებოდა, ისევ გაისმა დიდი ხნის წინ მივიწყებული ხმა.
დამფრთხალი ვეძებდი ხმას უკუნეთ სიბნელეში... მოულოდნელად თეთრმა მბჟუტავმა ნათურებმა გაანათეს საშინელი ოთახი, დაწვრილებული თვალები თვალბუდის ღრმა ფოსოებში ჩაიკარგნენ და ნელ-ნელა ეგუებოდნენ სინათლის საშინელ ძალას.
ჩემი წიგნი, იმეორებდა ხმა... ჩემი წიგნი დამიბრუნეს.
შენი ინტერესი ჩემს დაჟინებულ მოთხოვნას ჰგავს, ჩემს ძახილს, ჩემს ერთადერთ სურვილს...
ის მე მომმართავდა, თვალებით კი გაშტერებით მისჩერებოდა ჭუჭყიან კედლებს.
„იქნებ ზემოთ წამომწიოთ, სასთუმალი ძალიან ჩამივარდა“, მომმართა მან.
გამსხვილებულ მუხლებში ლოდებათ მოქცულიყვნენ მტანჯველი მარილები. სინესტე და უმოძრაობა ხელს უწყობს სახსრების დაავადებებს.
წვალებით დაიჭრიალა გახევებულმა სახსრებმა , ხელი შევახე მის მოშვებულ სხეულს .
ნელ-ნელა ვაცოცებდი მაღლა, სხეულის ლპობის საშინელი სუნი ცხვირის ნესტოებს ერთმანეთს აწებებდა.
სიბრალული კეთილშობილური განცდაა ადამიანის სულში, როცა ის ჭეშმარიტად არის შობილი, მას შეუძლია დაგავიწყოს არანაკლებ შესაბრალისი საკუთარი თავი.
მაგრამ საკუთარი წუხილი, მაინც ყოველთვის დომინანტი ძალაა და ის ზოგჯერ ინსტიქტებში ჰყვირის.
როგორც ჩანს იგრძნო მოხუცმა, რომ საშინლად ვიყავი იმედგაცრუებული და მშვიდად მკითხა: არ აგირჩიეს?
თითქოს და ნათელ ეხილოს, ის რაც სასადილოს ბინძურ დარბაზში მოხდა.
ცრემლი მომერია თვალებზე და სახე ავარიდე მის გაშტერებულ მზერას.
გიხაროდეს, რამეთუ უარი გეთქვა, რადგანაც არსოდეს აქებენ მას სადაც ნეტარება სუფევს. ცოტა არ იყო დამაბნია მოხუცის ქარგმებმა, მისკენ შევბრუნდი, ველოდებოდი როდის გააგრძელებდა ...
  „ხსნის კომისია“ არა? ისინი ხომ სიკვდილის მოციქულნი არიან დაიწყო მოხუცმა.
წელიწადში ერთხელ აკითხავენ ჩვენისთანებს , აქ ხომ სიცოცხლეში თან სიკვდილიც ბუდობს და შესაბამისად ჩვენი სიცოცხლის ფასი არაფერი ღირს. ტრანსპლანტაცია- ეს ერთი შეხედვით ჰუმანური საქმეა კაცობრიობის წინაშე, თუმცა მის ღრმა წიააღში დაბუდებული ბნელი საქმეები აუფასურებენ არსს, რომელსაც მოუხიბლავს ადამიანები. ჩვენ მხოლოდ ცალკეულ ორგანებად აღგვიქვამენ, ჩვენ არსად ვართ რეგისტრირებულნი, ჩვენ არაფერი ვღირვართ. ჩვენი ღვიძლი, თუ კი ის ვინმეს გამოადგება ათიათასებად იყიდება და დიდიხანი დგას აღრიცხვაზე, ახალი პატრონის მოლოდინში. შენ კი გაგიმართლა, რადგან უძლური ხარ და უსარგებლო. ხედავ რაოდენ პირობითია მცნებები, უძლურებას და უსარგებლობასაც შეუძლია თურმე სიცოცხლის ბოძება.
ისინი ყიდიან იმას , რასაც ჯერ კიდევ შესწევს სიცოცხლის გაგრძელების ძალა, უსარგებლო სხეულს კი კრემაციას უკეთებენ.
ეს მწარე სინამდვილეა, მაგრამ მის ასახვას ჩვენს ფსიქიკაში ხელს უშლის ის მომხიბვლელი ფრაზები, რომელსაც ხსნის კომისია სთავაზობს განწირულთა ბრბოს.
ბრბო მხოლოდ ემოციებით საზრდოობს და ამ დროს მათ სიცოცხლის დათმობაც უპირობოთ შეუძლიათ. ეგზალტირებული გონება მზად არის წალეკის საკუთარი სიცოცხლეც კი. შენ კი საკუთარი სხეულის უძლურების შემთხვევითობამ გიხსნა.
ადამიანის ფსიქიურ გამოვლინებებს ვერასოდეს ვერ დაუწესებ ვერანაირ ზღვარს, რადგან ის თვითონ სამყაროზე დიდია.
ჩვენ გვაქვს გარკვეული მისწრაფებები, თუმცა მისი სარგებლიანობის რელურ აღქმას განსაზღვრავს ჩვენი იმჟამინდელი მდგომარება, როცა რაიმე კონკრეტულს მოვინდომებთ.
შავი ხაზები დანაოჭებულ კანში  მედიდურად მოქცეოდნენ მოხუცს
, თითქოს ადამიანის საფარველი მათ სამყოფლად ყოფილიყოს გაჩენილი . მარჯვენა ფერდზე  S-ის სებურად მოკლაკნილი გველი ამოესვირინგებინა წლების წინ, მის ქვემოთ კი ადამიანის ხელის მტევანი. მხოლოდ სამი თითი დარჩენოდა გველეშაპს შეუჭმელი. ცერა და საჩვენებელი თითი კი უმოწყალოდ მოეშთო.
ჩემი წიგნი, დაიჩურჩულა და ხელის ცეცებით ამოაძვრინა დახეულ ზეწარში გაკრული დაშლილი ფურცლების დასტა.
    მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ასოები დაიღალნენ საშინელ სიტყვებში ყურყუტით, მოსწყინდათ უმწეოდ და  უპატიოდ ცხოვრება. ისინ ხომ ადამიანური ნააზრევის ყველა ფორმას ემორჩილებიან . ასე იქმნება წიგნები, მორწმუნეთა თუ ერეტიკოსთა, ჭკვიანთა თუ სულ შეშლილთა, იგივე ასოები არიან ნაწილნი კეთილისა და ბოროტის. ვგრძნობ, რომ დაიღალნენ....
  ჩემი ტვინი ამ გაყვითლებულ ფურცლებს ჰგავს, რომელზეც ასოთა ჯარებმა სარეველასავით ამოხეთქეს ოდესღაც და ვერას დიდებით ვეღარ იშორებ.
მზრის სიმახვილე დამაკლდა, ყურებშიც ცუდად მესმის, სხეული ლპება, მაგრამ სული და გონი  ისევ ისე შეინახა ჩემმა ბოროტმა ბედისწერამ. როცა სხეული უძულურდება სულს თითქოს ცეცხლზე წვავენ და საშიშია მისი არსებობა მაშინ, დრო გადის და ყველაზე უსუსური და უვნებელი ხდება.
  ჰალუცინაცია წამიერი გაელვებაა, წამიერი გრძნობაა... გრძნობაა რადგან მას აქვს უნარი დაგიტოვოს საფიქრალი, სკლეროზი კი უზარმაზარ ჩვარს ჰგავს, რომელიც ტვინის დაფიდან განურჩევლად შლის ყველაფერს, გარდა იმ წლებისა რომელსაც ახლავს უმანკო სინათლე. იდუმალია ეს გზა ადამიანის სიცოცხლის. მას არ ახლავს გრძნობა და შესაბამისად არ შესწევს უნარი დაგვიტოვოს რაიმე სახის საფიქრალი, პირიქით ის ყველა საფიქრალს ანადგურებს და ნაჩქარებად ბოძებული წამით გვაცხოვრებს.  ადამიანი სწორედ მაშინ კვდება, როგორც სულიერი არსება , მაშინ კვდება როგორც ჰომოსაპიენსი, მაშინ ნადგურდება როგორც სოციუმის ნაწილი და რჩება იმპულსთა და რეფლექსთა რიცხობრივი მრავლობა. რჩება შთანთქმა, მონელება და გამოყოფა, თუმცა ცხოველურ ფიზიოლოგიაშიც მკვეთრი დისბალანსია ამ დროს.
ჰალუცინაცია თვითონ დიდებულებაა, გონების ხარისხი, საჩუქარია. ის იმ ვარსკვლავთა კრებულს ჰგავს, მჩხიბავნი ბედისწერის მთელ სახეს, რომ დაინახავენ მასში. არ აქვს დროს არსებითი მნიშვნელობა , ის სამუდამოდ დაივანებს ჯერ კიდევ ძალიან ჩაკეტილ გონებაში.
ადამიანთა უმრავლესობა კი სიგიჟედ ნათლავს ამ სასწაულ ფენომენს. რიცხობრივი სიმრავლე ადამიანების, რაოდენ უსუსურნიც არ უნდა იყონ ისინი თავიანთი გონების სიფართით,  მაინც ანგარიშ გასაწევ ძალად უნდა მოვიაზროთ, რადგანაც ძალუძთ წალეკონ ყოველგვარი წინააღმდეგობა. ბრბო შთანთქვს ყოველგვარ რესურსს, რადგან ის ბრმა ემოციებით იკვებება და არა გონებით. ადამინები ერთმანეთს მართავენ, საკუთარი თავის მართვა კი ყველაზე ნაკლებათ შეუძლიათ. შეძლება ჭეშმარიტად გძულდეს ერთი კონკრეტული არსება, მაგრამ ათიათასობით ადამიანის შეძულება ერთად ეს ხომ უპატიებელი შეცდომაა. ბოროტი ძალა აიძულებს ადამიანის შეგნებას სძულდეს უამრავი, მაშინ როცა უამრავთაგან ერთთანაც არ ჰქონია პირადი შეხება.
აზრი მწიფდება  და ჟამთა სვლის მანძილზე განამტკიცებს აუცილებელ ვალდებულებებს, რომლებიც საშინელმა  ადამიანურმა ნააზრევმა ჩანერგა მცდარად, საკუთარი მიზნებისათვის ოდესღაც, წლების შემდეგ კი ვალდებულებად ექცად ადამიანებს.
ჩვენ, გიჟები, რომ ვიყოთ რიცხობრივ  უმრავლესობა, მაშინ ჩვენ გვექნებოდა ბერკეტი შეურაცხადნად შეგვერაცხა დღეს ესოდენ გონივრულად მოქადაგენი.
ჩვენ უბრალოდ უმცირესობა, ვართ და ამიტომაც მოგვაკრეს გიჟის იარლიყი. ადამიანი ყველაფერს ისეთ ფორმას აძლევს და ისეთ არსს სძენს, რაც მისცემს საშუალებას თავი სრულქმნილ არსებად იგრძნოს. ამიტომაც უარყვეს , რომ მაიმუნები იყვნენ ადამიანთა წინაპრები. საღ აზრს ყოველთვის ქოლავენ, მათ გამომთქმელს ერეტიკოსად შერაცხავენ და კოცონზე წვავენ, ან კიდევ სხვა გაგებას მოუძებნიან ჭეშმარიტ ნააზრევს.

დღესაც კარგად მახსოვს ჩემს ბავშვობაში მომხდარი ერთი უცნაური ამბავი.
ძველი ეკლესია სადღესასწაულოდ მოერთოთ ეკლესიის მსახურთ, სხვადასხვა ფერის სტიქარა გადაეცვათ ახალგაზრდა ყმაწვილებს და აქეთ-იქეთ მიმოდიოდნენ წინ და უკან. 
ბზობის დღესაწსწაული ერთერთი გამორჩეული დღეა მორწმუნეთა ცხოვრებაში. მძიმე მარხვის პერიოდია,  ადამაინები განსაკუთრებული შემწყნარებლობით და სათნოებით გამოირჩევიან ამ დროს. ეს დღე უფლის იერუსალიმში შებრძანების დღეს განასახიერებს, როდესაც სახედარზე ამხედრებულ  მაცხოვარს პალმებს უფენდნენ მიმდევარნი.
ეკლესიის შესასვლელში რამდენიმე ადამიანი  ბზის მწვანე რტოებს ყიდდა ხელგაწვდილი. ადამიანები კი თავ დახრილი, ურექცოდ უვლიდნენ გვერდს მათ მუდარას და ეკლესიის მსახურთ სცემდენ თაყვანს.  შემდეგ გულ მხურვალე  იწყებდნენ ლოცვას. მე მაშინ ბავშვი ვიყავი და ძალიან მიტაცებდა მსგავსი რელიგიური რიტუალები, როგორც სანახაობა, თვალს ვადევნებდი ადამიანთა ქცვას. მომლოცველები თანდათან მრავლდებოდნენ გაჩირაღდნებულ ტაძარში.
სიმრავლის მიუხედავად, მაინც სიმშვიდე სუფევდა მონასტრის შემოგარენში, ადამიანები ჩურჩულით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და მორჩილად ასრულებდნენ ყველა წესს.
უცებ მომლოცველთა ყურადღება ტაძრის წინ ატეხილმა ჩოჩქოლმა მიიპყრო. ვიღაც ახალგაზრდა ყმაწვილი საუკუნოვან კაკლის ხეზე შემომჯდარიყო და მთელი ხმით გაჰყვიროდა: უწმინდურნო და ბოროტების ჩამდენნო, თქვენ ხრწნით ადამიანთა სულებს და ეს ას გზის გიადვილდებათ რადგან რელიგიის ნიღაბი აგიფარებიათ ჭუჭყაინ სახეზე, თქვენ  ხართ ყველა გზის ბოროტების მთესველნი, რდადგან არღვევთ ყველა მცნებას რაც უფალმა ადამიანებს უანდერძა. მე ჩემს სოფელში მოვტეხე წმინდა ბზის ნორჩი ტოტები, ჩამოვიტანე რათა გამეყიდა გაჭირვების შესამსუბუქებლად, თქვენ კი გაიძახით არა ნაკურთხი არა იწამოთო, ამ დროს კი ათჯერ ძვირად ყიდით წყალნაპკურებ ტოტებს. და თუ ჩემი ბზის რტონი, კურთხევის გამო არ ფასობს, განა გიკრძალავთ უფალი მიპკუროთ წყალი და ლუკმა პურის შოვნის საშუალება მომცეთ. განა მოვიპარე? განა წავართვი? მეც ხომ თქვენსავთ მოვიპოვე ის.
თუ სიყვარული არ შეგიძლიათ ჭეშმარიტი, მაშინ თქვენი რიტუალები მხოლოდ სპექტაკლია თქვენს მიერ დადგმულნი.  შაოსანნო და წვეროსანნო, თქვენი აღსასრულის დღე სულ მალე დადგება.  ადამიანები შეეშფოთებინა ყვმაწვილის სითამამეს, მსუქანი მღვდელი კი გაცეცხლებული გაჰყვიროდა, ეჰმაკია შეპყრობილია...
ადამიანების სული დიდი ხნის ტყვე იყო  ჩასუქებული მღვდლის და არა მორჩილი უფლისა.
საშინლად სცემეს საბრალო ყმაწვილი, ლინჩის წესით უნდოდათ ჩაექოლათ, მაგრამ უცებ  მზიანი ცა მოიქუფრა და საშინელი წვიმა წამოვიდა. არ ვიცი ეს სასწაული იყო თუ ბუნების შემთხვევითობა, თუმცა დიდი აზრი იყო იმ გაავდრებაში. თავი მიანებეს საბრალო ყმაწვილს და ყველა ტაძარში შეცვივდა... ის აღარავის ახსოვდა, მე კი ჩუმად ვიჭყიტებოდი დაკეტილი კარის ჭურჭუტანიდან და მაოცებდა საოცარი სანახაობა. ყმაწვილის სხეულთან შაოსანი ქალი იყო ჩაჩოქილი და შესაბრალისად ქვითინებდა.
ბავშვურ აღქმას მიეცა შესაძლებლობა ნათლად ეხილა საუკუნეების წინ მომხდარი ჯვარცმა .
      წლების შემდეგ კვლავ ვიხილე ის... ძველებური მზერა უელავდა თვალებში, მშვიდი და რითმული სიტყვებით მიმართავდა ხალხს და ფერმკრთალ ხელებს წინ იშვერდა..
„"დიდება უფალს". ამის წარმოთქმა არის არასწორი რელიგიური სწავლების შედეგი რომელის ფესვებიც იღებს ადამიანის ეგოდან. უფალს არც დიდება სჭირდება და არც შენი თაყვანისცემა. და მით უმეტეს მის უმაღლეს მანიფესტაციებს როგორებიც იყვნენ იესო, ბუდდა, კრიშნა და ა.შ. ისინი ისეთივე ადამიანები იყვნენ როგორც შენ.
დიდება და თაყვანისცემა სჭირდება მხოლოდ ადამიანის ეგოს. ეგო – აიძულებს ადამიანს რომ ადიდოს ვინმე ან საკუთარი თავი.
სინამდვილეში ამ სამყაროში ოქროს იმდენივე ფასი აქვს რამდენიც ქვას. მარცხი იმდენივე ღირს რამდენიც გამარჯვება. შენი ფასი არცერთ მათხოვარზე მეტია და არცერთ მდიდარზე ნაკლები. შენ არც ღირებული ხარ და არც უფასური.

ვინმეს ან რაიმეს დიდება ეს ადამიანის ეგო–ს გამოვლინებაა.“

დიდი ხნის წინ რომის პაპები ინდულგენციებს ჰყიდნენ, ათასგვარ ბოდვას იგონებდნენ საბრალო ადამიანის გასაყვლეფად, დღეს კი უარესად ბოგინებს საშინელი თეოკრატია, ცხვრის მსგავს ქურქში გახვეული მგლის სახით, უბრალოები კი ზვარაკად ეწირებიან მათ დაუოკებელ სურვილს.
ეს იყო მაგალითი, რომელიც ღმად აღიბეჭდა ჩემს შეგნებაში და ადამიანების მიმართ უდიდესი შიში ჩამინერგა.
დედამიწაზე იმდენი წმინდანია და თან უხშერესად ისეთები, სამოთხეში წასვლა საბოლოოდ გადავიფიქრე.
წმინდა წიგნის ფურცლებს მხოლოდ მაშინ არ უნდა ვზდიოთ აბზაც - აბზაც, როცა პილიგრიმნი ვართ წმინდა მიწაზე, მას სათანადოთ უნდა მოყეპყრათ ქვეყნის დასალიერშიც კი.
  მე ღრმად მჯერავს ჩემო მეგობარო, ჩვენ დავინახეთ ის  რასაც კაცობრიობა ბევრი საუკუნის შემდეგ დაინახავს. სიმართლის გაგონება ყველას ძალუძს, გაგება კი ცოტას, რადგან შიში შეუცნობლის დიდი ტვირთია. გზა, შეცნობილად წოდებული კი ხსნას უდრის, რაოდენ დასაძრახიც და არასწორიც არ უნდა იყოს ის.
ქვეცნობიერი, ადამიანის ბიოლოგიური, გიჯური ლტოლვა მხოლოდ ციცქნა ჭურჭუტანიდან იხედება და თუ იქედან ოდესმე მან შეძლო ამოხეთქვა ჩვენ მივიღებთ ახალ, აბსოლიტურად სხვანაირ ადამიანს, რომელიც დედამიწას აღსასრულად მოევლინება. ქვეცნობიერი არის უზარმაზარი განზომილება, იქ ასი ან ათასი დედამიწა დაეტევა, თვითონ სამყარო დაეტევა იქ, რადგან უსაზღვროა მისი მაშტაბები.
გაცოცხლდება ოიდიპოსის კომპლექსი, გაოცხლდება კაცობრიობისთვის დღეს ყურად გაუგონარი გრძნობები და სურვილები. მონაგონი გახდება ცოდვები სოდომისა და გომორის.
დღეს მეცნიერნი გამოწვევების წინაშე ყელს იღერებენ , მაგრამ ვაი, რომ ამ დროს  ქვეცნობიერის საზღვრის დარაბები ილეწება და უსასრულო სურვილები ზღვასავით ამოხეთქავს ჩვენი ფსიქიკიდან. გავა წლები, მე უკვე მიწად ვიქნები ქცეული, მგრამ ეს ის დრო იქნება, როცა ჩემ ყოფას ინატრებს ბევრი ცოცხალი.
უგუნური და უვიცი გმობა ღირებულებების, თუნდაც სხვის მიერ იყოს ის მოგონილი უფრო დამღუპველია ვიდრე სხვისი მოგონილი წესებით ცხოვრება. ეს მსგავსი იქნება წყლის ფერი შხამის შესმის, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის მოტანა შეუძლია.
იცხოვრო მხოლო წარსული ცხოვრების პრინციპებით უაზრობა იქნებოდა, თუმცა უგულვებელყო ყველაფერი წარსულიდან კიდევ უფრო დიდი უაზრობა.
უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი და მოვალეობა ცხოვრებაში, უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები და თუ კი ვინმე მოგვთხოვს ანგელოზობას უნდა შეგვწევდეს უნარი მოვითხოვოთ მისგან სამოთხე.
ცხოვრება გაუთავებელი ასპარეზია სხვადასხვა ძალთა ჭიდილის, ბედნიერება კი რჩეულთა ხვედრია.
სანადიროდ წასულს ხშირად მიფიქრია, თუ რატომ არ შეიძლებოდა შემომყროდა ბრმა შველი რათა ადვილად მომენადირებინა, ბოლოს კი მივხვდი, რომ მგელმა დამასწრო.
ერთხელ თურმე ახალგაზრდა დედას ურჩიეს, რომ ხეიბარი შვილი სავადმყოფოში დაეტოებინა სახელმწიფო მზრუნველობის იმედად. საინტერესო იყო მრჩეველთა ლოგიკა და უფრო მისაღები დაბნეული, ახალგაზრდა დედისთვის. ცერებრალური დამბლა, ხომ საბედისწერო დიაგნოზია ახალშობილისთვის. ის მართლაც დაემორჩილა მავანთა აზრს, ეგონა რომ ეს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო მსგავს სიტუაციაში.
ბოლოს კი ისიც აქ მოიყვანეს, ჩვენთან. შენ მაშინ ალბათ ჯერ კიდევ იმ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი იყავი. მალე მიიცვალა საბრალო, ვერ გაუძლო აქაურ წესს და დამთრგუნველ გარემოს.  ის ყოველ დღე ახალ ლექსებს იგონებდა თავის შვილზე, რათქმაუნდა ყველა აღარ მახსოვს, ერთ- ერთი მათგანი სამუდამოდ აიღიბეჭდა ჩემს გონებაში.
                „როგორ ვუწოდოთ ადამიანი....
                ამბობს ბრძენი და მუშტებს იღერებს,
                სულ პაწაწინა, ასე გასწირეს
                და გაუფრთხილდნენ თავის სიბერეს.
                არა, არ არის ადამიანი ჰქუხს ნააზრევი...
                დიახ ეს არის სამართლიანი,
                ვერ ლაპარაკობს, არააქვს ძალა
                არ აქვს კიდური და ვერ აზროვნებს,
                რომ გაიმართოს არააქვს მალა,
                გამოსახშირავ ყანას მაგონებს...
                მაშინ მიიღებს მხვნელი მოსავალს,
                როცა ცუდს ჭრის და სტოვებს რჩეულებს
                ჩვენ უნდა ვშობდეთ ისეთ მომავალს
                მზეც, რომ შურით და ბოღმით შეჰყურებს.
                ადამიანი იმას დავარქვათ ...
                მხოლოდ ჯანმრთელებს, მხოლოდ ჭკვიანებს,
                ყველა დანარჩენს სული წავართვათ.
სიცოცხლის ყველა ფორმა, ფასდაუდებელი საგანძურია, მისი მიღება ვერასოდეს გააუბედურებს ისე ადამიანს, როგორც მისი მიტოვება.
სანამ ჩემი ნაბოდვარის წაკითხვას დავიწყებ, რასაკვირველია თუ გაინტერესებს, მინდა გაგანდო განვლილ ცხოვრებაში დანახული და გაჭირვების წყალობით უკეთესად აღქმული ფაქტები.
ცხონებული  ბებია მარიგებდა, კოკისპირულ წვიმაში იმ ხეს მიეკედლე,რომელსაც ბევრი ფოთოლი აქვსო. მაშინ ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდა ჩემი მოყვარული მოხუცი, ახლა კი თვალწინ გამეშალა მისი უბრალო ნააზრევის სიგრძე-სიგანე. თურმე ცხოვრებაში თუ სადმე დაიგვიანე, მერე მთელი ცხოვრება მოგიწევს უკან სდიო შენს მიზანს, არ ვიცი რა ძალა აწესებს ამას, მაგრამ შემდეგ მაინც ამაოა ყოველგვარი მცდელობა. გარკვეულ მდგომარეობას უნდა მიაღწიო თურმე, რათა თავი ადამიანდა იგრძნო, ამ შემთხვევაში ყველა დეტალი საგულისხმოა. თუმცა მტერი იმატებს წინსვლასთან ერთად. კარგად მახსოვს, როცა სკოლაში მიმიყვანეს პირველად, არ მეცვა თანატოლების მსგავსად და არავინ მიკარებდა გვერდით, ხშირად ვტიროდი კიდეც მარტოობის გამო. ბავშვური განცდა კი არასოდეს იკარგება უკვალოდ.

ახლა კი ჩემს წიგნს გაგაცნობ, დრო მაინიც საუკუნებად არის ქცეული აქ.
  დღე პირველი.... დაიწყო მილეული ხმით.
ხშირად მქონდა შეუცნობელი ჭიდილი საკუთარ გონებასთან, ბევრჯერ მომრევია სიცოცხლის დათმობის სურვილი, მაგრამ რაღაც შეუცნიობელი ძალა კვლავ მაძლევდა არსებობის გაგრძელების მიზეზს. მიზეზის ღირებულებას გარემოებები ახარისხებს, რამაც შეიძლება ჩვენ გვიხსნას, სხვისთვის მაინც ჩვეულებრივი უბადრუკობა იყოს იქნებ.
სუიციდი ჩვენს შეგნებაში არ არის უბრალოდ გარდასახვა, ადამიანების აზროვნებას კი როგორც ავღნიშნე უხშირესად საზოგადოებრივი და კულტურული წიაღი შთანთქავს თავის ჭაობში. ადამიანები სხვადასხვა გონებრივი გასაქანით იბადებიან, ცხოვრებისეული მოქმედებები მეტ წილად ადამიანურ გონზე და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, ზოგჯერ კი არაფერ შუაშია ინდივიდუალური ძალა საჭირო რაიმე ქმედებისთვის. ის სულ სხვა ძალას , სხვა მმართველს ემორჩილება ნებით თუ უნებლიეთ. საზოგადოების მენტალური და მორალური მიმართულება ამა თუ იმ საზოგადოებაში უდიდეს ცენზორად და დამამუხრუჭებელ ძალად გვევლინება ზოგჯერ.
თუ სადღაც არაბული სამყაროს მიკარგულ ქვეყნებში თაყვანს სცემენ ალაჰის ღვთაებას, სწამთ ჯიჰადის  და იქ თვითმკვლელობა გმირობაა, თუ იაპონელი ხარაკირით შეიძლება გახდეს გმირი, ქრისტიანთათვის ეს უდიდესი ცოდვაა. ამ დროს ფსიქიკა დიდი გამოცდილების და საზოგადოებრივი აზრის ტყვეა , რომელიც ზოგჯერ ღმერთის, ზოგჯერ კი კაცის ნაკარნახევია.
  გაზაფხულის თბილი საღამო ჩამოწვა დახეთქილი კვირტების სურნელით გაბრუებულ ქალაქში.
ჩამავალი მზე ოქროსფრად თამაშობდა დანგრეული ბასტიონის შემორჩენილ ქონგურებზე. მშვიდი ნაბიჯებით მივუყვებოდი პატარა ქალაქის ვიწრო ქუჩებს და უსასრულო ფიქრებში ვიძირებოდი.
    გარინდული ვუსმენდი თანამოსაუბრის მონოტონურ ხმას და აღარც შემინიშნავს, როდის შევწყვიტე მისი მოსმენა.
ეს პროცესი მედიტაციას ჰგავს , როცა აბსოლიტურად წყდები რელობას და გამოგონილი ნირვანასკენ მიისწრაფვი, სიკვდილ სიცოცხლის უწყვეტი ციკლიდან გასხლტომის იმედით.
გონება კი არასოდეს მიიძინებს ისე, არასოდეს ჩაიკარგება ფიქრთა უფსკრულში, რომ გამორჩეს მისთვის მნიშვნელოვანი და საგულისხმო აზრი. ასეთ დროს გაგონებნა უფრო შორიდან შეიძლება, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება ხოლმე.
უეცრად მეხის გავარდნასავით გაიელვა ნაცნობმა სახელმა მომაკვდავის ჩამტვრეულ კბილებში.
სასტუმრო, ემა სტეტჰემი... მეორდებოდა ჯადოსნური სიტყვები და ხმაურით შემოდიოდა ჩემს არსებაში.
გონების ნაშენები უამრავი ქმნილება გრიალით იმსხვრეოდა და ნადგურდებოდა. ემა სტეტჰემი… გაიმეორა მილეულმა ხმამ და ყოველგვარი აღელვების გარეშე გააგრძელა.
მას შემდეგ ის აღარ მინახავს , სულ მალე კი გიჟად შემრაცხეს და ჩემი მარადიული სამყოფელი საშინელი ფსიქიატრიული დისპანსერი გახდა, ეს შავი კედლები და მარტოობის უკიდეგანო დერეფნები, სადაც სინათლის მცირეოდენი ნათებაც კი არასაიდან ჩანს. გარკად ვიცი, რომ სიკვდილამდე ვერსად გავიქცევი. ეს იყო გაცნობიერებული მონობა ბედის მიმართ, ყოველგვარი უიმედობის ფონზე.
თვალებში, მოხუცის დანაოჭებულ კანზე ნანახი სვირინგი სიუჟეტებად ცოცხლდებოდა და თავის იდუმალ აზრს მამცნობდა. S-ის სებურად მოკლაკნილი გველი- ეს სტეტჰემს ნიშნავდა, ხოლო ხელის მტევანზე შერჩენილი სამი თითი-  ემას.
  აღარ მესმოდა მისი ერთფეროვანი ხმა, სადღაც გაქრა თეთრი ნათურების მბჟუტავი შუქები.
    ცივი ქარი აწყდებოდა ჩაბნელებულ ფანჯრებს და თითქოს ჩემს გასაჭირს გულწრფელად იზიარებდა. ის ცდილობდა ეთქვა თუ ვინ ვიყავი მე, მაგრამ განგების ძალით უეჭველი კომუნიკაცია ვერ მყარდებოდა ჩვენს შორის. ქარის უტყვი და თან ხმაურიან კავშირი მაინც გაუგებარ მცდელობად მთავრდებოდა.  ალბათ ის არის ადამიანში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია, როდესაც ოცნებობს ესმოდეს ქარის....აქ არაფერია პოეტური, ეს ტრაგედიაა.
  უწყვეტი და უცვლელი ღამეები საათის იასრებს დაუსრულებელ წრეზე ერეკებოდა , როგორც ჩემს სიცოცხლეს ჩემი შემქმნელი.  ტრაგედიაა, როცა ოცნებიბ შეწყდეს საათის ისრების გაუთავებელი წიკწიკი და შეუჩერებელი გულისცემა.
როცა ადამიანი იტანჯება მისი სიცოცხლის ასი წლის ფასი ერთი წუთია, ხოლო ერთი წუთი საუკუნოვანი ტანჯვის ტოლფასი.
  ნომერი 777 ღრიალით დააბრახუნა კარებზე ჩასუქებულმა ზედამხედველმა.
    თითქოს ასო-ასო ვკრეფდი სხეული ნაწილებს ჭუჭყან სარეცელზე. დიახ ბატონო, აღმომხდა გაწამებული ხმა.
- თქვენს საქმეს კომისია განიხილავს, მოწესრიგდით და გამომყევით.
მყისიერად გამიელვა გონებაში „ხსნის კომისიამ“, თუმცა როგორც შემდეგ აღმოჩნდა სულ სხვა ტიპის რეიდთან გვქონდა ამჯერად საქმე. მძიმედ ვსუნთქავდი , ნელი ნაბიჯებით მივყვებოდი უხეშ ზედამხედველს.
ზედამხედველი მომიბრუნდა და მიბრძანა ნაბიჯი ამეჩქარებინა, თუმცა უცებ სახე შეეცვალა და მოიღუშა, როგორც შეძლოთ სერ მომმართა შედარებით თბილი ინტონაციით და გზა განაგრძო. ალბათ ეს იყო წამი, როცა სიბრალულმა მის გაყინულ სულშიც შეაღწია. უდიდესი თანაგრძნობა ვიგრძენი მისგან, თითქოს ძალა მომემატა მოდუნებულ სხეულში. ის ახალგაზრდა ყმაწვილი იყო, მოლურჯო ფერის თვალები ჰქონდა, რომელშიც მხოლოდ უსაზღვრო გაურკვევლობის ამოკითხვა შეიუძლებოდა.

    დიდი ხანი ვუსმედი კომისიის უაზრო სჯა-ბაასს, დაღლილი მუხლები ვეღარ უძლებდა ლეშად ქცეულ სხეულს. გამომშრალ ღაწვებზე ცივი ოფლი ცვარივით დამეფინა. თვალებში ადამიანები ჯერ რაღაც გაურკვეველ არსებებად გადაიქცნენ , შემდეგ კი სხვადასხვა ჯიშის ცხოველებად.
  სიკვდილის ხსენება ადამიანის გონების ყველაზე დიდი სტიმულატორია, ყველაზე დიდი შიში და შეშფოთება.
„მოკვდა“  .... ჩამესმოდა შორიდან წრიპინა ხმა. თვალები ნელ-ნელა გავახილე , საოცარ სიმწვანეს დაეფარა ქვეყნიერება, ჰორიზონტიდან  ჰორიზონტამდე. ლამაზი მინდვრის ყვავილებით , უცხო და საამო სურნელებით , ჩიტების საამური გალობით გაჟღენთილიყო არემარე.
  მოვკვდი, გავიფიქრე მე და ბედნიერების ჟრუანტელმა დამიარა , „სიხარულის ცრემლები“ გაიძახოდა ჩემი სული, მაგრამ მკვდარი ტვინი ვეღარ გზავნიდა იმპულსებს საცრემლე ჯირკვლებამდე.
საუცხოო გარდასახვაა სიკვდილი, ვფიქრობდი მე .
ის დიდებულ სიურპრიზს ჰგავს იმ მოლოდინის ფონზე, რასაც სიცოცხლისგან ველოდებით.
სიკვდილი თავისებური ფილოსოფია და ყველაზე დიდი კანონზომიერება ბუდობს მის არსში.
  ლამის ვირწმუნე სამოთხის არსებობის, რადგან ჩემი წამება ჯავშნად წარმომედგინა სამოთხის ბილეთებზე.  თვითონ სიკვდილშიც დასაშვებია სიხარულის არსებობა, ის ყველაფერშია, თუმცა მისი პოვნა მეტ წილად მაინც შემთხვევითობაზეა აგებული.
ჩვენს ბედს ჩვენ ვერ ვბატონობთ, ჩვენ სულ სხვა ბატონი გვყავს და მასთან ჭიდილში ყალიბდება ჩვენი ცხოვრების ზნეობა და საბოლოო სახე.
უამრავი ხმა მახსენდება, ათასგვარი დამოძღვრა და დარიგება თავისივე მსგავსი ადამიანების, თუმცა რომ შემეძლოს დღეს ყველას ერეტიკოსად შევრაცხავდი და კოცონზე დავწვავდი. ცხოვრება შემთხვევითობის კანონოთ, თავის რელსებზე გვაყებნებს და ყოველგვარი მცდელობა მიმართული საპირისპიროდ საშინელი ავარიით სრულდება. ამის დასტური იყო, განცდილი სიხარული ჩვეულებრივი გარდაცვალებით.
სადღაც გაქრა ჩემი უმწეობა , ტკივილი და ტანჯვა ასე სრულყოფილად ასახული ჩემს სხეულზე .  „მოკვდა“ ღრიალებდა საშინელი ხმა და ბგერები სითბოდ მეღვრებოდა სიცოცხლეს გარიდებულ სულში, რადგან სიკვდილი მტანჯველი სიცოცხლის შემდეგ ბოძებული ჯილდო მეგონა.
    არეულ გონებში ობობას ქსელივით იკლაკნებოდნებ ავადმყოფი აზრები და ერთიმეორის მიყოლებით წყდებოდნენ საბედნიეროდ.
მოულოდნელად ზენა ქარმა გაისისინა მდუმარე სივრცეში,ცა მოიქუფრა და საშინელი წვიმა მსხვილ წვეთებს უხეშად მილაწუნებდა გაშეშებულ სახეში...
  გაიღვიძე!!! შეუბრალებლად ჩამსჩხაოდა გაბურძგნული მედდა, რომელსაც თეთრი ქუი ხუჭჭა თმებზე საპატიო ლეგიონერივით დაეკოფსებინა და კოტიტა თითებით ძლერად მარყევდა. „ცივი წყალი დაასხი“! მითითებებს აძლევდა კარებში ქანდაკებასავით დარჭობილი ზედამხედველი.
დაჭყეტილი თვალებით მომჩერებოდა მსუქანი ქალი, რომელსაც წამოწითლებულ სახეზე უცნაური მიმიკა შეხმობოდა. თითქოს ისიც ხედავდა ჩემს ნანახს, თითქოს ისიც გრძნობდა ჩემს განცდილს.
ამოუხსნელი ფაქტები ზოგჯერ საჭიროა ცხოვრებაში ყველაზე საბედისწერო  შემთხვევების ამოსახსნელად, რათა ვინმემ იხილოს, გაიგოს და საფუძველი ჩაეყაროს მიმართულებას, რომელიც საბოლოოდ ალბათ რეალური შედეგით დაგვირგვინდება, მსგავსად ბევრი მითისა და ლეგენდისა, რომლის რელობაზეც ადამიანი ვერასოდეს იფიქრებდა.
ბოლოს როგორც იქნა ამოღერღა სათქმელი და ზორბა ზედამხედველთან ერთად გაუჩინარდა ბნელ დერეფანში.
ჩემი საბრალო მეზობლის სიკვდილი მაუწყა შეუბრალებელი ხმით მან და იმ მიმიკისგან, რომელმაც მის სავარაუდო ჰუმანურ  აზრზე დამაფიქრა, აღარაფერი დარჩენილიყო.
ზოგჯერ განგება არასწორად არჩევს რესურს საიდუმლოს გასამხელად, უხშირესად კი ის უტყვი, ყრუ ან ბრმა არის.
უცებ ერთი უცნაური მოხუცის ხატება ამოტივტივდა წარსულიდან და წუთიერმა ფიქრებმა გამიტაცა. მას დიოჯეს ეძახდნენ მეზობლები. საოცარი ნიჭით იყო დაჯილდობული მოხუცი დიოჯე. მას არ ესემოდა, არასოდეს ეხილა საწუთრო და უტყვი იყო როგორც ცხოველი, თუმცა საუცხოო ხელი ჰქონდა. არაჩევეულებრივ ქმნილებებს აცოცხლებდა მსხვილ ტანიანი ხეების სხეულებისგან, არაჩვეულებრივად ხატავდა. ის იყო ადამიანი რომელიც არ ემორჩილებოდა ან უბრალოდ ვერ ეტეოდა ფერთა გამის ცნობილ საზღვრებში. მან შექმნა უძველესი ეკლესიის კარედი, სადაც ძირითადი აზრი ევას ღალატზე იყო აგებული. ალბათ ეს იყო სამყაროს არსებობის სულის შთაბერვის შემდეგ პირველი ღალატი. ალბათ დაბადებიდან ასე იყო საბრალო არსება, მგრამ ზუსტად ამის მცოდნე არავინ მოიძებნებოდა. თურმე დიოჯე მეცხვარეებმა იპოვეს ტყეში, როცა ცხვარს მორეკავდნენ ბარისაკენ ზამთრის სუსხს გამორიდებულნი, დაახლოებით ათი წლის ყოფილა მაშინ. სოფელს შეუფარებია საბრალო უთვისტომო და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.
დიოჯეს არსებობა სულ მაფიქრებდა და ვერსოდეს გამეგო აზრი, თუ რატომ ცდილობდა რაღაც ძალა ესაუბრა იმ ენაზე, რომელიც ადამიანებს არ ესმით და თან საუბრის შემდეგ მოითხოვა არსის გაგება.
თუმცა დრო და დრო ვხვდებოდი ბუნდოვან მიზეზს. განგების დიდსულოვნებაში იყო დაბუდებული კანონზომიერება და თანდათან აღარ მაკვირვებდა დიოჯეს არსებობა.
  სრულქმნილი და გონიერი მესაიდუმლენი განგებისა ერეტიკოსებად აღესრულნენ, ხოლო ხეიბარი დიოჯე ვერაფრით ვერ დაიმსახურებდა ცოფიანი ინკვიზიტორის რისხვას, ადამიანები კი საბოლოოდ მაინც ჩაწვდებოდნენ უსიცოცხლო ქმნილებების არსს და დიოჯეს სულს სანთლებს დაუნთებდნენ ოდესმე.
დიოჯეს მსგავსად სულელ მედდას ჰქონდა პატივი გაეგო განგების საიდუმლო.
    მოფრთხილება სჭირდება სიცოცხლის ყველა ფორმას და უპირველესად გაგება, რადგან უბრალოდ და უმიზეზოდ ბალახიც კი არ ამოიწვერებოდა დედამიწის ზედაპირზე.
  ჩემი საბრალო მეგობარი.... ჩვენ ხომ გაჭირვების ძალამ შეგვადუღაბა და მისი სიკვდილი სიამის ტყუპის ჩამოხრწნას ჰგავდა ცოცხალ სხეულზე.
სამყაროს დასასრულია მშობლის სიკვდილი ყმაწვილისთვის, შეურიგებელი უბედურებაა, მაგრამ ვაი რომ  დროში გამოჭედილი გარემოებები  უხშირესად ცვლის ამ განცდას, რადგან ჩნდება ცხოვრების სხვა მხარეები, ახალი ადამიანებით და ახალი ფერებით. მე კი ყველა ფერს , ყველა ბგერას ნახევრად გახრწნილ სიცოცხლში ვხედავდი, მისი ხელიდან გამოცლა კი სამყაროს დასასრულის მაუწყებელი იყო, რომელსაც ვერასოდეს შევურიგდებოდი.
მარტოობა სრული გააზრებით ალბათ ადამიანურ ტრაგედიებს შორის, ერთ-ერთი საშინელი განცდაა. სულის სიღრმეში გამოჭედილი განცდა კი ზეციურ სასწაულს ჰგავს, რომელსაც სამყაროს გაცამტვერება ერთ ამოსუნთქვაში შეუძლია.
დაცარიელდა მორყეული საწოლი, დატანჯული სუნთქვა შეახმა ჩამოხეულ კედლებს, ჩემი მეგობარი აღარ იყო, თუმცა მისი სხეულის ხრწნის სუნი ჯერ კიდევ იგრძნობოდა პატარა ოთახში. ვგრძნობდი რაღაც ღირებულის დაკარგვას, დიდი ძალა წაიყოლა დატანჯულმა სულმა და საბედისწერო კავშირი დამყარდა სიკვდილისა და სიცოცხლის ორ ანომალიურ ფორმას შორის. ეს ძალა ჩვეულებრივ ცხოვრებაში ალბათ მარტივად აღსაქმელი ჯოჯოხეთი იქნებოდა. ყურში ჩამესმოდა ყვითელი ფურცლების სულის შემშლელი შრიალი...
ბედისწერა, რომლის არსებებოასაც ყოველთვის ვგმობდი, მახსენებდა სიცოცხლის პირობითობას და ბედნიერების ძიება უჩვეულო საგნებში დავიწყე. ვხედავდი და განვიცდიდი იმას, რაც მანამდე იშვიათად განმიცდია.
თვალწინ ცოცხლდებადა ზაფხულის ცხელი საღამოები, მოწყენილ ფოთლებში ჩაწოლილი ცხელი მზის სხივები, ცხელი სხეულის მშვიდი წვიმით დასველება, ისეთი, როგორიც მხოლოდ ზაფხულის საღამოებს შეუძლიათ.
  არ აქვს მნიშვნელობა ვინმემ დასაბამიდანვე განსაზღვრა თუ არა ადამიანის  ცხოვრების სარბიელი, უაზრობაა ფიქრი იმაზე თუ ვინ მოიგონა სიცოცხლე და სიკვდილი, ადამიანრური ბუნება შეუცნობელი ძალის მორჩილია ყოველთვის.
ამისთვის საკმარისია შთაგონება.
  ხშირად შემინიშნავს ადამიანებზე მომღიმარი მიმიკა და ჩემდა უნებურად დამუფლებია განცდა მსგავსი გაღიმების აბსტრაქტულობისა. უსაფუძვლოდ ვთვლიდი მარტო სული ადამიანის ღიმილს და ცხოვრების ჩვეულებრივ მგზავრს შეშლილს ვამსგავსებდი. ახლა კი ვხდები... მრცხვენია და მენანება ყველა დღე ჩემი წარსულის.
თურმე ბედნიერება, ეს წარმოსახვითი აზრი ადამინის ცხოვრების კეთილდღეობაზე, თუნდაც ილუზია კაცობრიობის აზროვნების რაოდენ ღირებული გრძნობა ყოფილა.
თუმცა ღირებულების სრულფასოვანი ანალიზი და განცდა მანამ არ ძალუძს საბრალო ადამინს საამ ყველაფერი არ დაიკარგება.  დიდებულია განთიადი, მხოლოდ მაშინ როცა შემოჩვეული სიბნელე დაჟინებით აღარ გვანებებს თავს, მანამდე კი გათენებას სამყაროს აუცილებელ ვალდებულებად მივიჩნევთ.

  რომელირაც სახელმწიფო სამსახური დეზინფექციას ატარებდა შეშლილთა ბუნაგში.
ჭუჭყიანი ოთახები აქ ხომ ჩვეულებრივი და აუცილებელი პირობაა საჭირო გარემოს შესაქმნელად, ის ისევე ესაჭიროებოდა აქაურობას როგორც კარები სალოცავს, რომლიდანაც სალოცავში მლოცველი შედის სბოოლოო სრულყოფის მისაღწევად.
დეზინფექცია... ასეთი საქმეები ხომ ადამიანების ჰუმანურობას მკვეთრ ხაზს უსვამს, მაგრამ საწყისი აზრი ალბათ შორს არის ადამიანურობის და სათნოების იდეალისგან.
  სიკეთის ქმნის დემონსტრირება უბედურების ჩადენის ტოლფასია, თუ ღრმად ჩავხედავთ „ქველმოქმედის“ სულის აზრებს.
წყალწაღებულთა დახმარება მათ აძლევთ საშუალებას აჩვენონ სხვებს თავიანთი „დიდსულოვნება“, სინამდვილეში კი ჩვენი ჭუჭყი თვითონ ჩვენც კი არ გვაინტერესებს.
  ცხოველებივით გამოგვრეკეს ოთახებიდან ... სუფთა ჰაერი მხოლოდ სიზმრებში მესიზმრებოდა და  ხანდახან ძილ -ღვიძილში მთელი მონდომებით ვათამაშებდი დიაფრაგმას დასიზმრებული ჰაერის ჩასასუთქად.
  თავისუფლება ყველაზე დიდი საუნჯეა მოკვდავისთვის, თუ ამ საუნჯეს გაუნადგურებ ის აღარ იარსებებს და თუ  მხოლოდ შეულახავ და შეუვიწროვებ მას მაშინ შეიძლება ყველაზე დიდ წარღვნად  მოგვევლინოს.
  ალმაცერად ვუყურებდი უსაგნო ფაციფუცს და არსის შეცნობის ყოველგვარი სურვილი ჩამკვდარი იყო ჩემს ფსიქიკაში.
მხოლოდ და მხოლოდ ღრუბლებიდან ამოწვერილი მზე მაოცებდა , მისი სითბო იპყრობდა გაწამებულ სხეულს და უცნაურად მაკანკალებდა.
ეკალ ბარდს დაეფარა დადუმებული არემარე , გასაცოდავებული ადამიანები ჯგუფებად იდგნენ და დადუმებული შესცქეროდნენ ვერცხლისფერ მზეს, ცვილისფერ სახეზე კი მხიარული ათინათი გადაკვროდათ.
- მოგენატრა მზე?
ჩურჩულით მომესმა ზურგს უკან დამარცვლილი ბგერები. თითქოს ვიღაც დამცინოდა...
მაინც იმდენად ადამინური იყო მისი ხმის ტემბრი და დამარცვლილი ბგერები , მყისიერად მომინდა მეც ადამიანურად მეპასუხა, ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ წამიერად მაინც მეგრძნო თავი ადამიანად.
- დიახ!
მტკიცედ ვუპასუხე მე...
- მთელი კოსმოსი და მთელი დედამიწა მომენატრა.
- კოსმოსი?
გაიკვირვა ზურგს უკან ატუზულმა თანამოსაუბრემ.
- რამე გსმენიათ კოსმოსის შესახე?
მისი თავაზიანი მომართვები კიდევ უფრო მაბნევდა და იძულებულს მხდიდა მორჩილად გამეცა პასუხები.
- ბევრი არაფერი...
ვუპასუხე მე.
- თქვენ გჯერავთ უცხო პლანეტელების?
ისევ დაჟინებით ჩამეკითხა ის.
- აღარავის მჯერა... იმაშიც კი მეპარება ეჭვი ეს ხმა საკუთარი ილუზია არ იყოს, ჩემი რიგითი ზმანება.
- ამჯერად ცდებით, მე ნამდვილი ვარ...
მომახალა მან და მსუბუქად შემახო გაყინული თითები.
- რთულია რამე ვირწმუნო, მე  ჩემს არსებაშიც კი მეპარება ეჭვი.
- ვიცი!
მტიკიცედ მიპასუხა, თითქოს მითხრა ზედმეტი ტრაგედიზმი უადგილოაო და მაგრძნობინა თუ რაოდენ კარგად იცნობდა ჩემისთანების ხვედრს .
- მართალია, შენ საკუთარი არსებობის აღარ გჯერავს, ოდესღაც რწმენა დაკარგე ან იძულებით გამოგტყუეს, ამის განსხვავებას კი არაფრის შეცვლა არ შეუძლია მაინც. უბედურების მთავარი არსია საგულისხმო ამჯერად რადგან შენი დრო იწურება და დამღუპველი იქნება საქმის გაჯანჯლება.
მას შემდეგ კი შენ ყველაზე საცოდავი არსება ხარ...
საიდუმლოს გაგანდობ... ვგრძნობ, რომ შენი ნდობა შეიძლება
- გისმენთ.
მოკლედ მივუგე მე და მოსასმენად მოვემზადე.
- რათქმა უნდა უნდა მომისმინოთ, თქვენ მხოლოდ ასე გადარჩებით
ამ საქმეს ადამიანური გონი ვერც განსჯის და ვერც დაგეგმავს , ეს უკვე დაიგეგმა, ეს უკვე გადაწყდა.
- რა დაიგეგმა ? რა გადაწყდა?
დაბნეული ვეკითხებოდი იდუმალ თანამესაუბრეს, ჩემს თავზე კი თითქოს ცა იხსნებოდა.
სულ მალე, რამდენიმე დღეში წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე დგება, ეს საუკეთესო დროა დედამიწის დასატოვებლად.
დედამიწა დიდი ხნის წინ დაიწყევლა... შეშლილი მქადაგებლები კი მის აღზევების ხანას მომავალში უწინასწარმეტყველებენ უგონო ბრბოს, ეს ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მანამ სანამ საბოლოოდ არ გაიბნევა ბინძური მტვრის ნაწილაკებად, ცოდვიანი დედამიწის სხეული უსაზღვრო გალაქტიკაში.

  ეშმაკმა დასწყევლოს... აღმომხდა სიმწრისგან და გახევებულ ყურებზე ხელები ავიფარე.
ისევ მოჩვენებები, ვაგრძელებდი აერულ მონოლოგს.
არა მეგობარო, მე მოჩვენება არავარ, უბედურებაც იმაშია, რომ ოდესღაც რაღაც ძალით აგირიეს რელობა და ილუზიები ერთმანეთში, მოგისპეს სულიერი ცხოვრების სწორხაზოვანი გზა და ფსიქიკის უსასრულო ლაბირინთებში  ეპიზოდურად მიაჭედეს შენი ტვინის უჯრედები, ისე როგორც თავიანთ ხელწიფებას ესაჭიროებოდა.
შვიდ დღეში შეგიძლია ჩემთან ერთად გამოიქცე . პლანეტა ათეზიდან ჩემი მეგობრები მოვლენ თავისი ამალით, მხოლოდ ერთი მეგობრის წაყვანის უფლება მაქვს.
კარგად დაიხსომე, მომაძახა მან და გიჟის პერანგში გამოწყობილი ადამიანების ბრბოს შეერია.
„წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე“... ზუილით ისმოდა ყურებში მითიური სიტყვების ექო.
„პლანეტა ათეზი“ ...დაუმორჩილებელი აზრები დაჰქროდნენ, გახრწნილ გონებაში.
არსებობს ზოგჯერ უსაგნოდ გამოკიდება ცაში, ამ დროს იმდენად იწელება ჩვეულებრივი წამეები საუკუნეებად იქცევიან.
ყველაფერს შეძლებს ადამიანი, როცა იცის რისთვის აკეთებს ამას. შთაგონებას ძალუძს სასწაული ააფეთქოს , აჩვენე მიზანი და მის გამჩენსაც გვერდზე გასწევს, თუმცა საბოლოო შედეგის ჰუმანურობა, შთაგონების ხასიათს ემყარება.
ან კიდე როდია აუცილებელი, აკეთო ის რასაც ადამიანებში სიკეთე ჰქვია, თუ ამ „სიკეთეს“ შენთვის მხოლოდ უბედურების მოტანის რესურსი გააჩნია.
ამის განსაზღვრა კი მეტად რთული საქმეა, მითუმეტეს მაშინ როცა საკუთარ სხეულში აუტოლიზური რევოლუცია მძვინვარებს, როცა დაუღალავი გულის უჯრედს ისევ უნდა ფეთქვა გააგრძელოს , მოწამლული ტვინის უჯრედები კი სიკვდილისკენ მიისწრაფვიან.

    წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე მიტრიალებდა თავში და ისედაც მისუსტებული ფილტვები ჯანგბადის მოლეკულებს დაუხარჯავად ამოსტყორცნიდა დახუთულ ატმოსფეროში.
  მიუხედავად ყველა განსაცდელისა , უზენაეს ილუზიად წოდებული წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე, პაწაწინა ხავსად მექცა აბობოქრებულ ზღვაში, რომელსაც ქვეცნობიერში რაღაც ძალა ჯიუტად ეჭიდებოდა.
იმედი თუნდაც მიკროსკოპული ზომის, მძლეველია ყველაზე უდიდესი უბედურების, თუ ეს მიზეზი განახებს მიზეზს გაგრძელების. გაგრძელება კი ხვალინდელ დღეს ნიშნავს, ადამიანს კი არ შეუძლია იხილოს ხვალინდელი დღე.
    წელიწადის ყველაზე გრძელი ღამის ლოდინში, ნატანჯ გონებას სისუსტემ სძლია და  ჩამეძინა. მშვენიერ სიზმრებს ვნახულობდი...
ჩემს სიზმრებში ყველაფერი უფრო ქრონოლოგიური და სარწმუნო იყო, ვიდრე ჩემს რეალობაში.
  პატარა ქოხი იდგა აბიბინებული მინდვრის ბოლოს, პატარა ბილიკი ნაკადულივით მისდევდა უსაზღვრო სივრცეს.
გამეღვიძა თუმცა ეს უჩვეულო გაღვიძება იყო.
პარალელური სამყარო.... მე ამ სამყაროს საზღვარზე ვიდექი.
ვხედავდი ჩემს გაოფლილ სხეულს, თუმცა მოძრაობის უნარი წართმეული მქონდა.
წამიერად უცნაურმა განცდამ შემიპყრო... ღმერთი იყო ჩემთან, გამჩენი ღმერთი...
თითქოს უზარმაზარი ფრთები შრიალებდნენ , შრიალში კი მკაფიოდ ისმოდა შემდეგი სიტყვები: ნუ გეშინია. ნუ გეშინია, ნუ გეშინია...

    ძლერი ქარი აწყდებოდა ძველისძველ შენობას, გაყინული მტვრის ნაწილაკები ქაოსურად ირეოდნენ პატარა ოთახში.
    წითელი შუქის სიმკვეთრემ გუგები დამივიწროვა და თვალებს ვეღარ ვახელდი. ჩუმი ჭრიალით იღებოდა მორყეული კარები. გამახვილებულმა სმენამ მაუწყა, რომ რაღაც ხმა მიახლოვდებოდა.
როგორც იქნა მოვერიე წითელი შუქის სიმკვეთრეს და მცირედ შევძელი დახუჭული თვალების გახელა.
ბუნდოვნად გავარჩიე რამდენიმე ადამიანის სილუეტი. ისინი ჩემს საწოლთან იდგნენ და დაჟინებული ცქერით დამყურებდნენ, როგორც გამხდარი ავაზა დასცქერის მორჩენილ მძორს.
  „ჩვენ პლანეტა ათეზიდან ვართ“  . ჩურჩულით წარმოსთქვა ერთ-ერთმა.
თქვენი ბილეთი 7 დღის წინ დაიჯავშნა, უპირობოდ დაგვემორჩილეთ და ერთად გავაღწევთ სამშვიდობოს.
ამისთვის კი პირველ რიგში ეს ბეჭედი მოირგეთ ყველაზე მსუქან თითზე, მიმითითა ოქროს ლანგარზე საპატიოდ მოთავსებულ მბრწყინავ რგოლზე.
  ხელის ცეცებითა ჩამოვიცვი ჯადოსნური ბეჭედი ცერა თითზე და შემდეგი ბრძანების მილოდინით მივაჩერდი ბრძანების მომცემს.
მან ნელი მოძრაობით გადააქნია თავი უარყოფითი პასუხის ნიშნათ და ფეხებზე დამაჩერდა.
ასე დაჟინებით მიცქერდა რამდენიმე წამს, მე კი დაბნეულობისგან ვეღარაფერს ვხედავდი.
ისევ მან დაარღვია ჩურჩულით ამაზრზენი სჩუმე და მომმართა: „საბრალო ადამიანო, შენ ყველაზე მსხვილი თითი ფეზე გაქვს... „
არ გაგიწყრები, გააგრძელა მან... შენ ხომ არ იცი, შენ ხომ დაგავიწყდა...
ყველა სენი და ტკივილი გაგიქრებათ, საუბარში ჩაერთო ტანად ყველაზე პატარა.
ამასთანავე ვერცერთი ადამიანი ვერ შენიშნავს თქვენს სხეულს და ვერ გაიგონებს თქვენს ხმას.
  როცა ყველაფერი სულერთია, მაშინ ყველაზე მარტივად იდგმება ყველა ნაბიჯი, ყველაზე ადვილი გადასაწყვეტია რაიმე ქმედება.
მოთხოვნისამებრ, უპირობოდ ვემორჩილებდი მათ ბრძანებას.
ისინი ჩქარი ნაბიჯით დაიძრნენ ღია კარისკენ, მანიშნეს რომ მეც გავყოლოდი. დერეფნის ბოლოს მკვეთრად შეანელეს მოძრაობა.
„ნომერი პირველი“ , ჩურჩულით წარმოსთქვა ყველაზე მაღალმა. არეული ჯგუფი ნელნელა ლაგდებოდა და წრეს კრავდა. ნომერი შვიდი, ისევ გაისმა ხმა. დარჩენილ ადგილას განეწყვეთ მომმართა მე. თქვენ შეკრავთ ამ წრეს და ერთად გადავინაცვლებთ პარარელურ განზომილებაში, იქ კი ყოველგვარი საფრთხე თქვენგან ძალიან შორს იქნება, მეტიც შეიძლება დედამიწის არსებობაში ეჭვიც შეგეპაროთ.
      შავი, წრიული რგოლებისგან შეკრული ხვრელი ზე ბუნებრივი სიჩქარით მიგვაქროლებდა პლანეტა ათეზისკენ.
უცნაურია მაგრამ საერთოდ არ მაკვირვებდა ჩემი გონებისთვის შემოთავაზებული მისტიკა, ჩემი სული ყველაფრისთვის ღია იყო და და ყოველი მხრიდან მხოლოდ სიცარიელე შემოდიოდა.
ადამიანის ყველა ემოციას ხომ მისი საციცოცხლო რესურსი აარსებებს და თუ სიცოცხლეს მხოლოდ მფეთქავი გული შემოსაზღვრავს ემოციების არსებობა შეუძლებელია.
ადამიანური განცდები და ემოციები, ჩემთვის გასადავებული , უეფექტო მოვლენა იყო, რომელიც ჩემს გონებას უკუღმართად კვებავდა და ჩემი მოქმედებებიც მის საპასუხოდ  უმწიფარი და არაფრის მთქმელი იყო.
ჩემი უცნაური მოგზაურობა არც ისე ხანმოკლე გამოდაგა, გზის დასასრულს კი ვიგრძენი როგორ მწყევლიდა დედამიწის საშო.
გრძნობა, რაოდენ ბნელი და შემძვრელიც არ უნდა იყოს ის, მაინც ალიბია არსებობის.
მოგონებებში ჩავიძირე, თუმცა დარწმუნებით ვერ ვიტყვი რომ ჩემი მოგონებები, მართლაც არსებობდნენ ოდესღაც... რატომ? წამოვიდა სულის უკიდეგანო უფსკრულიდან განწირული ხმა. იმდენად ამაზრზენი იყო ხმის სიძლიერე, შავმა წრიულმა რგოლებმა თითქოს მსხვრევა დაიწყეს.
არ გაბედოთ მრისხანედ დამიყვირეს ჯგუფის წევრებმა, „ეს ხომ ბუფერული ზონაა“.

    რა ლამაზი იყო განთიადი, ყველაფერი სხვაგვარად მეტყველებდა...
უყვარდათ ერთმანეთი.... საქორწინო ფატასავით  თეთრი და სპეტაკი იყო მათი სული...
ღამეებს ერთმანეთზე ფიქრში ატარებდნენ.
ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ ერთად ოცნებობდნენ და მთელი გულით ლოცულობდნენ ბედნიერებისთვის... ყოველ ღამე უცქერდნენ ცას და იქ უნდოდათ განმარტოვებით ცხოვრება, რომელიმე შორეულ პლანეტაზე.
გადიოდა დრო... გრძნეულებმა ყველა პლანეტა გაარიდეს ზეცის ლამაზ კაბადონს და დარჩა მხოლოდ პირშავი ღამე.
სულ ბოლოს პატარა ბავშვივით აცეტებულ ნიავს დასცინოდნენ, ფოთლებთან თამაშისას.
  გავიდა დრო... 
ცარიელი იყო გადაცვეთილი ხის სკამი, ყვითელი შემოდგომა გამოთხოვების სამგლოვიარო ორკესტრს აგუგუნებდა...
შავ ტალახში ჩაზელილიყო გამხმარი ფოთლები...
სად წავიდნენ? სად დაიკარგნენ? თითქოს დანანებით კითხულობდა დაბერებული მუხის ხე.
ამ დროს გაიშლის სიკვდილი სისხლიან ნაწნავს და ჩაიქირქილებს, ასეც უნდა მომხდარიყოო. ყველაფერი დასრულდა და დასამარდა შემოდგომის ტალახში ჩაზელილი ფოთლებივით, თითქოს არც არასდროს არაფერი ყოფილიყო.
  ჩაქრა სანთელი ლამაზ კანდელში... თვითონ სატანამ წაიღო კუბო და მიაბარა დავიწყებულ  წარსულს. ყველაფერი დამთავრდა...
მხოლოდ მე დავიხსომე მათი სიყვარული... ბებერ მუხასაც ალბათ ვინმემ მოუსწრაფა სიცოცხლე, ძველ ადგილს განაშორეს მორყეული ხის სკამი.
    მხოლოდ ფოთლებთან მოთამაშე ნივს თუ გაახსენდებოდადა მათი ჩახუტება და სწორედ ამ დროს აბლაბუდას სიმებზე ააკივლებდა სატირალს.
უკვე მერამდენედ.... ღმერთო ჩემო.
მათი ვნება დაუმორჩილებია საზარელ ჯალათს და ასე გრძნობების გარეშე დაუწყიათ გამრავლება...
ჭაღარას შეუმოსავს ორივე, ერთმანეთისგან შორს...
იდუმალი მზერით შეაბიჯეს მტანჯველ სიბერეში...
რა ლამაზი იყო მათი სიყვარული... სად გაქრა სად ეს ყოველივე?
ნაადრევად მოვიდა დასასრული და სიცოცხლეც უსარგებლო გახდა იმ წამიდან.
სიკვდილიც არავის არაფრად უღირს მათი, ყველასათვის ზედმეტ ტვირთად იქცნენ.
მეკუბოვემ ქვეყნის დასალიერს შეჭედა კუბო, ძალიან მდიდრული, უფრო შორს კი უპატიო ფიცრული აკინძა სოფლის დურგალმა.
მაშინ ფოთლებთან ერთად სიყვარულიც მოიქცია ბნელ სხეულში ბოროტმა მიწამ.
გადმოაგდეს თითო-ოროლა ცრემლი ფარისევლურად, სინამდვილეში კი ცრემლი შვებისა, ბრბოს „ნუგეშით“  აჩვილებულ ღაწვებს მომწყდარი.
რა ცოდვა აქვთ ასეთი საცოდავ მოკვდავებს?
ცრემლი მომერია და ვგრძნობდი, რომ შორეულ პლანეტაზე მათი ოცნების ასასრულებლად მივდიოდი.
ნუთუ სიცოცხლეც ჩვეულებრივი ამაოებაა? 
მართალი გზა უფსკრულზე გადებულ ბონდის ხიდს ჰგავს, რომელზე გამვლელიც ძალიან ცოტა დარჩა სამყაროში.
ბევრჯერ დავუფიქრებივარ ღვთის მეტყველთა რიტორიკას და ემოციებს აყოლილი ხშირად ბრმადაც მივნდობივარ მათ განსაზღვრებებს, თუმცა ახლა, სხვა გალაქტიკიდან ვუმზერ მათ სააქმეებს და მინდა ყველა ცრუდ მოქადაგე კოცონზე დავწვა.
ღმერთის არსებობა საჭიროა ადამიანისთვის, ეს უპირობო კანონია სიცოცხლის არსებობის, თუმცა სულის ცენზურის ესოდენი სიმახინჯე ყველაზე დიდი ცოდვის მშობლად შეიძლება მოგვევლინოს.
ამას ამბობდა იესო, რომელსაც გინდათ ღმერთი და გინდათ რევოლუციონერი ვუწოდოთ, იგივეს ამბობდა ჩეგევარა, რომელსაც ეპოქამ შეუშალა ხელი , თორე უსათუოდ ისიც ღმერთი იქნებოდა.
„ნურავის უწოდებთ მამას და მოძღვარს, რადგან მე ვარ ერთადერთი მამა და ერთადერთი მოძღვარი თქვენი, ნუ მიენდობით ცრუ წინასწარ მეტყველთ და მოქადაგეთ, რომლებიც სალოცავი სამოსის  ფოჩებს იგრძელებენ და ხალხში წინა პოზიციებზე დგომა უყვართ, ისინი გახრწნიან კაცობრიობის სულს“
ნუთუ საჭირო იყო დამეტოვა მშობელი დედამიწა რათა ჩავწვდომოდი ამ სიტყვების უსასრულო ძალას?!
თეოკრატია გამეფდა „მოძღვართა“ რიგებში“, აღსარების საიდუმლოს გათქმის შიშით, ადამიანებს სამუდამოდ ისტუმრებენ ჯოჯოხეთში, ტაძრებში ნამდვილი ვაჭრობა გაუმართავთ .  როცა უამრავი ადამიანი სიკვდილს ებრძვის შიმშილით ამოღამებული თვალებით, ეფისკოპოსნი ტექნიკის უკანასკნელი მიღწებებით სარგებლობენ, ფასი დაუკარგეს მარხულობის მადლს, უხეშად და დანაშაულებრივი ქმედებით ერევიან  ადამიანის ცხოვრებაში და კიდევ უფრო დიდი უბედურება მოაქვთ მათთვის. როცა სიკვდილსა და სიცოცხლეს ვეღარ მიჯნავს ადამიანის გონება, ავადმყოფურია იფიქრო
ამაზე, განსაჯო სხვა, თუმცა სულის სნეულების გამომწვევი სულის ვირუსი, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს, სწორედ მას უჯანყდება განწირული სულის ნარჩენები, ყველაზე დიდ განსაცდელშიც კი. მოჩვენებითია მათი ყველა საქმე, ადამაინებს ასწავლიან მათდამი მოკრძალებას. ეკრძალვიან  „მოძღვრარს“ და არა ღმერთის, რომელსაც ყველგან და ყოველთვის შეუძლია იხილოს ბოროტიც და კეთილიც.
უბრალო ჟესტებს დაუქვემდებარეს ცოდვის მიტევების ურთულესი თეორია და გახადეს მიწიერი და დასაცინი.
რიტუალებში მოკლეს ადამიანთა რწმენა და შეამცირეს მათი სულის უსასრულო სარბიელი, რომელიც ღმერთმა გამოჭედა თავის დროზე.
„დამფრთხალი საზოგადოება“ მიიღეს ამით და საკუთარი მშვიდობა და კეთილდღეობა აღმართეს ღმერთსა და კაცს შორის ზღუდედ. უნდა გიყვარდეს და იყო მოშიში, თუ მარტო შიშით ეკრძალვი ყველა გზა ჩახერგილია შენთვის ცხონებისკენ.
ღმერთი ხომ უკანასკნელი ნავსაყუდელია, მარტოდ დარჩენილი ადამიანისთვის.
მე ვარღვევ მცნებას, არ განკითხვისა, თუმცა ალბათ, როგორც მიწაზე არ განმიკითხეს მართლად ვერც სხვაგან მომეკითხება უბრალო გიჟს.
შეძრული სულის კვება უფრო რთულია, ვიდრე სნეული სხეულის.
მადლობთ შორეულო გალაქტიკებო, თქვენ მე წამიერად ამიხილეთ თვალი.

პოლტერგეიტსი, არამიწიერი ფენომენია....
ჩემი ენერგეტიკული დერეფანი ნუთუ ასეთი თავისუფალია ყველა ბოროტი სულისთვის? 
ან, ნუთუ გიჟებს სავსბით ემსხვრევათ იდუმალი გასასვლელის დარაბები და ისინი ემორჩილებიან გასადავებულ ხვრელში  გამსვლელთ, რომლებებიც აიძულებთ მათ გიჟობას ?!  რატომ არ აღმოაჩნდებათ მათ სათანადო უნარი რათა გადაკეტონ უბედურების მაგისტრალი?  იქნებ მე ვარ გაბოროტებული სული, რომელიც ყველაფერს სახელს ვულახავ და წითელი სივრცე კი უბრალოდ ვიღაც საცოდავის ენერგეტიკული ველია, საიდანაც უსასრულობაში მივექანები.
იქნებ მე უსხეულო სული ვარ და სხვის ფსიქიკაში დაბუდებული ვიტანჯებოდი, სანამ ეს ფსიქიკა, ჩემი მასპინძელი ფსიქიკა გონს არ მოეგო, არ მომისმინა და მარადისობაში დამწყვდეული, წითელი დერეფნებით უსასრულობაში არ გამისტუმრა.
ან იქნებ მართალია, როგორც მამა სერაფიმე ამბობდა:  „არ დაიჯერო და არ ახდება“.
მაშ თუ არ ირწმუნა და დაიჯერა ადამიანმა, ცათა სასუფეველიც ჩვეულებრივი ტყვილი ყოფილა, და თუ რწმენას ყველაფერი ძალუძს და მხოლოდ ის შობს შედეგს სულის მოთხოვნილების გამოსაკვებად, ჩვენში ყოფილა ყველა ძალა და რესურსი, რომელიც გაუმხელელი სასწაულია ადამინებისთვის ჯერ და სხვადასხვა ღმერთებს მივაწერთ უბრალოდ მას. იმდენად თავმდაბალი ადამიანი კი ჯერ არ შობილა, თავისი შესაძლებლობა სხვას მიაწეროს, უანგარობაც ჩვეულებრივი ტყვილია და თუ ეს ასე ჩანს ვიღაცის თვალში ამის ჩამდენი უფრო მეტ სიამოვნებას იღებს საკუთარ ფსიქიკაში შექმნილი ავტორიტეტების წინაშე თავისი საქმეებით თავის მოწონებით, ვიდრე უბრალო ადამიანებთან ლაქიაობით.
თუ არ დავიჯერებ რომ ცოცხალი ვარ ალბათ მალე ჭიები დამესევა და ცოცხლად გავიხრწნები. ვგრძნობ, რომ ეს ასეა, მაგრამ როგორ გამოვჭედო რწმენის სწორი მიმართულება, გადაუჭრელ ამოცანად დამრჩა დღემდე, რათა აზრი ჰქონდეს ჩემი რწმენის საბოლოო შედეგს და მიმიყვანოს სასურველ მიზნამდე.
უგონო და უბრალო სულს, ადამინს, რომელსაც მხოლოდ ფიზიოლოგია ამოძრავებს არასოდეს ემუქრება მსგავსი უბედურება, რადგან ის მიჰყვება სასწაულების დინებას, რომელშიც ყველაფერი უხილავია და არაფერი ისმის.
ეთერული, ასტრალური, მენტალური სხეული, ჩემი ფიზიკურობა, ლპობადი უჯრედები თუ იდუმალი სამშვენელი, შეშლილი თუ ჭკვიანი, სიცოხლე ყველაზე  დიდი სასწაულია.
  შავი რგოლების ზებუნებრივი ბრუნვა  წამიერად შეჩერდა.
მყისიერად დავბრუნდი რელობაში, ან პირიქით დავტოვე რელობა....
სადღაც გაქრა შავი ხვრელი და უწონო მდგომარეობაში , ნელ-ნელა ვეშვებოდი ნაოჭა ზედაპირისაკენ, სუნთქვა არ მიჭირდა, პირიქით ასე აზრიანად და სასიამოვნოდ არასოდეს მიგრძვნია ჟანგბადის მაცოცხლებელი ძალა.
ეს პლანეტა ათეზის უდიდესი მთებია, იქ სამყაროში დაბუდებული უამრავი საიდუმლოს ამოხსნას ცდილობენ, უზარმაზარი ლაბორატორიებია და უამრავი ცდა მიმდინარეობს, დაკვირვება თვით ე.წ უსასრულობაზე. თქვენს ენაზე ამას ასტროლოგია, თუ ასტრო ფიზიკა ქვია, არ აქვს მნიშვნელობა. საინტერესო და პირდაპირი ახსნა-განმარტებებით მეგზურობას მიწევდა ჯგუფის ხელმძღვანელი.
იქამდე ჯერ ძალიან დიდი მანძილი გვაშორებს...

    პლანეტა ათეზის წითელი ქალაქი უდიდესი დასახლებაა აღნიშნულ პლანეტაზე , აქ მხოლოდ ქალაქები არსებობს, სახელმწიფოები, რელიგიები ენები, ეთნოსი და მსგავსი სისულელეები აქაურობას არ ახსოვთ, ერთიანობა მთავარი კანონია აქ, რომლიც თან დაყვება პლანეტა ათეზის ყველა მკვიდრს გენეტიკით, რადგან გენური ინჟინერის საუკუნის წინანდელმა მიღწევებმა, მისცათ საშუალება აქაურებს ფსიქოტიპი შეექმნათ სასურველი გენოტიპის გამოძერწვით. ბევრი საუკუნის წინ სამუდამოდ გადაწყდა ასე, რადგან მანამდე პლანეტას უამრავი ერი, კულტი და ენა ჰქონდა, რაც უამრავ რესურს და ენერგიას ართმევდა აქაურობას.
მოხდა ისე რომ, ყველა აქაურს პაწაწინა მიკროსქემები ჩაუმონტაჟდათ სხეულის ანატომიურად მიზნობრივად გათვლილ ადგილას, საიდანაც ნელ- ნელა უმტკივნეულოდ და შეუმჩნევლად იცვლებოდა აქაურის დ.ნ.მ -ის ჯაჭვი, მიზანი კი თავიდან იყო განსაზღვრული. იდეას ბევრი სახიფათო მხარე ჰქონდა თურმე, რადგან ამ მეთოდის გამოყენება ცუდი მიზნებისთვისაც შესაძლებელია და რისკი ხელისუფლის კეთილ ნებას ეფუძვნება მხოლოდ. იცვლებოდა გენოტიპითქო ავღნიშნე, ეს კი ნიშნავს იმას, რომ მიიღო ახალი არსება, რომლის მსგავსსაც აქამდე არცერთ პლანეტაზე არ უარსებია. ეს ინფორმაცია, სავსებით ახალია, რამდენიმე დღის წინ ჩამოიტვირთა ჩემი მეხსიერების მყარ დისკზე, თურმე აქურ მეცნიერებს დაუდგენიათ კვლევების საფუძველზე ასეული საუკუნის წინ მომხდარი ამბავი. მყარი დისკი....არ გაგაკვირვოს, ჩემი ლექსიკის შენთვის გაუგებარმა მომენტებმა, უკვდავთათვის უბრალოდ საკმარისი ვერ იქნებოდა თანდაყოლილი ანუ ორგანული მეხსიერება, თანამედროვე ტექნოლოგიები კი ამის საშუალებას გვაძლევს.
ანატომიური და ფიზიოლოგიური კუთხით ბევრი რამით იდენტურია ადამიანი და აქაური. აქ ცხოვრობენ თეთრებიც, შავებიც, ყვითლებიც , მაღლებიც და დაბლებიც, ვისაც როგორ მოსწონს, ეს მხოლოდ სხეულის მფლობელის გონების ფანტაზიის  პროპორციულია. აქ ყველა პლანეტის, პლანეტაზე არსებული ქვეყნის ენა, თითქმის განადგურებული დიალექტებიც კი ესმით, ყველა ენაზე კითხულობენ და წერენ , თუ კი ამას საჭიროება მოითხოვს. ასე, რომ უცხოობის და გარიყულობის განცდა, რომელიც ბუნებრივია გექნებათ ახლავე დაივიწყეთ.
ჩქარი ნაბიჯებით, გარინდული მივუყვებოდი წითელი ქალაქის უზარმაზარ ქუჩებს.
  ზოგჯერ აზროვნება სასჯელად ევლინება ადამიანს, ზოგჯერ კი უიმისოდ უფსკრულში გადაიჩეხება, მაშინ როცა დაიჯერებს საკუთარი შეხედულების ჭეშმარიტებას და გულწრფელად მიენდობა მისი ქმედებების სიმართლეს.
ასეთი ადამიანი იმ მეხანძრეს ჰგავს, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას უზარმაზარი ხანძრიდან ისე იწყებს, რომ უკან დატოვებულ ნაპერწკალს არაფრად თვლის. სინამდვილეში კი შეუმჩნეველი ნაპერწკალი  ღვივდება და გულად მეხანძრეს უკან დასახევ გზას უჭრის. რისკი წინ სვლის საფასოდ გამართლებულია, მხოლოდ მაშინ, როცა ძალგიძს დამარცხების შემთხვევაში შეძლო გაქცევა.
        გმირობა ვერ იქნება საზღაური თავგანწირვის, მაშინ როცა გონება ფიზიკურ გმირობამდე მარცხდება უხილავ ორთაბრძოლაში. წითელი ლოდები გსაოცარი სიზუსტით ქმნიდნენ  უამრავ გეომეტრიულ ფიგურას, წითელ გზატკეცილებზე ზებუნებრივი სისწრაფით დაჰქროდნენ სხვადასხვა ფორმის მექანიზმები, აქურები კი თვალით უხილავ ხიდებზე გზატკეცილების თავზე გადადიოდნენ. თითქოს და ჰაერიც კი მათ ემორჩილებოდათ და მას ისე იყენებდნენ აქ , როგორ მიწას დედამიწელი.
არ იგრძნობოდა არანაირი სუნი, ნიავის არანაირი ტოკვა , ბუნებრივი მოძრაობა უჩვეულო ფორმით იყო წარმოდგენილი. გამახსენდა მოხუცი ისტორიის მასწავლებელი, რომელიც დიდი მონდომებით გვიხსნიდა ხელოვნებაში , ნახატებზე, ჩუქურთმებზე და ქანდაკებებზე ასახულ ბუნების დინამიკას, თუ როგორ გამოქანდაკა პირველად ადამიანმა, ზეთისხილის ხე ქარში ტოკვისას.
ადრე კი მხოლოდ სტატიკას, მოსაწყენ უმოძრაობას ამოევსო ადამიანური გონი და სულიერი მდგომარეობა. გასაოცარ მოვლენას ძალუძს, თავი არარაობად გაგრძნობინოს, მაგრამ როგორც კი სულის სიღრმეში ადამიანი  გაასიგრძეგანებს ამა თუ იმ საოცრების არსს დროსთან მიმართებაში, საოცრებას თავდაპირველი სახე ეკარგება და იწყება ფიქრი, ყოფის რუტინაზე. გამაოგნებელმა ქალაქმა, წამიერად დამაბრმავა, თუმცა ამ ქალაქის ესოდენმა სიწყნარემ, ჩემშიც შეანელა სუნთქვის და გულის ფეთქვის იმპულსი. იქნებ და დრო, რომელიც დედამიწელს აქვს ცხოვრებისთვის, უფრო ღირებულია, ვიდრე მთელი წითელი პლანეტა და მოსაწყენი მარადისობა.
ვიცი, ვგრძნობ და ვნანობ, მაგრამ დასასრულთან შებმა, გაცილებით დამფრთხობია სუსტი სულისთვის.
ალბათ გონიერი ცნობიერეი, რამდენ ადამიანურ კანონს გააბათილებდა  და უღირალს გახდიდა  ამ ქალაქის ნახვის შემდეგ, რამდენი თეორემა იქცეოდა გაუცნობიერებელი სჯა-ბაასის საგნად...
      ალბათ ჩემისთანა გამოფიტული არსება ითვლება მზად , იხილოს მსგავსი საოცრება და ყველაფერს მშვიდად უყუროს, ალბათ ზღვარი იმდენად იშლება გარდასახვისას მისი პოვნა გონების უფსკრულშიც კი სათუა .
აქ სიკვდილი არ არსებობს, ის უბრალო ფენომენია , რომელიც დედამიწელებს  უმოწყალოდ ანადგურებს , თუმცა ვგრძნობ რომ მარადიულობაც ყოველგვარი ფუფუნების მიუხედავად გარდაცვალების ტოლფასი უბედურებაა.
            იქ სიბნელე არ არსებობს ... სიბნელე, რომელიც სინათლის სიდისდეს უზენაესად შეგაგრძნობინებს და ეს ცვალებადი ციკლი გაიძულებს, არ იყო უბრალოდ მექანიზებული არსება.
რაც უფრო მეტს მიყვებოდნენ პლანეტა ათეზის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სამყაროში ვერსად და ვერას გზით ვერ იარსებებს აბსოლიტური სრულფასოვნება.
სამყარო მაინც გარკვეულ კანონზომიერებებს ეფუძვნება ანუ რაღაცა რაღაცის სანაცვლოდ, სხვაგვარად ალბათ მტვრის ნაწილაკებად იქცეოდა ყველაფერი.
        მეხამუშებოდა უზარმაზარი  წითელი დარბაზები, რომელშიც მარადიულობას მყარად გაერთხა თავისი ბინძური ფესვები და უსასრულო ძილს მისცემოდა.
დედამიწაზე დამაბრუნეთ, ვემუდარებოდი ჩემს ნაცნობებს , ისევ იქ , იმ პატარა ოთახში მირჩევნია აღმომხედეს სული...  მთავარია ვიგრძნო სულის არსებობა , რამდენად მახინჯი და უსახურიც არ უნდა იყოს ის .
    ბევრს მარწმუნებდნენ ჩემი მეგობრები და ცდილობდნენ, მოვეხიბლე წითელი პლანეტის გულუხვობას, მაგრამ ალბათ განწირულია დედამიწელი, უარყოს ყველაფერი ის, რისი მიცემაც დედამიწას არ შეუძლია მისთვის. ისინი მახსენებდნენ , თუ რაოდენ ამაო და უსახურია სიცოცხლე დედამიწაზე . „ თქვენ ერთამანეთის გახრწნილ სხეულებზე ცხოვრობთ , ერთმანეთს ანადგურებთ მერე სადღაც აღმოგხდებათ ნანოლავები სული და სრულებითაც არ არის გამორიცხული შენი წინაპრის მკვლელის ნამარხზე გადაიქცე მიწის სხეულად.  ალბათ წითელ პლანეტელებს სურდათ, დედამიწური ოინებით აეჩვილებინათ ჩემთვის გული, მაგრამ დედამიწელზე უკეთ ამის გაკეთება თვით ზე განვითარებულ ცივილიზაციასაც არ ძალუძს.
თქვენი არსებობა ჩვენი პლანეტის ყოვლის მხილველი ჭოგრიტიდან უბრალოდ უზარმაზარ აფსურდს ჰგავს, ტრაგიკულ სპექტაკლს, სადაც მსხიობები უსასრულოდ ცვლიან ერთმანეთს. თქვენი ცხოვრება იმ უღიმღამო სპექტაკლს ჰგავს, სადც მთელი ცხოვრება როლის მორგებას ცდილობთ , მთელი ცხოვრება ვიღაცას ემსგავსებით და თუ ოდესმე ამას მიაღწიეთ , იქვე ჩასაფრებული, ფეხდაფეხ მდევი სიკვდილი უმოწყალოდ ჩაგავლებთ ბასრ კლანჭებს და ყველაფერი თავდება . ბრმა არის თქვენი გზა არსებობისა.
წარსულის იდეებს მცნებებად აქცევთ , ჩვეულებრივ ადამიანურ პიროვნებებს ღმერთებად დაისახავთ, ე.წ ავტორიტეტებს შექმნით, მოდას ამ ჩვეულებრივ და ყველაზე მყრალ სიხშირეს დაეგებით ფეხქვეშ და ისე იქცევით აზრთა ბურუსის ტყვეობაში, ისე კვდებით საკუთარი შეხედულებების შეგრძნების გარეშე ვერც კი აცნობიერებთ.
    სიკვდილი დაივიწყეთ და გგონიათ , რომ ჩვენსავით მარადიულია თქვენი საქმეები. უსახურ უკვდავებას თქვენში თაობები ქმნიან, მაგრამ ოდესმე ვინმეს უფიქრია ასეთი უკვდავების ღირებულებაზე. თქვენ ხომ უბრალო ნივთიერებები, ან ნივთიერებათა კომპლექსთაგანი ხართ, გაბნეული თქვენს პირშავ დედამიწაზე .
თქვენ ყველაზე უკეთ უნდა იცოდეთ სიცოცხლის ფასი... მაგრამ არა...
ამას მხოლოდ მაშინ შეიგრძნობთ თუ ოცნებობდით გეცოცხლათ ოთხმოცი წელი, მიზნად და  აკვიატებულ სურვილად გქონდათ ეს, მთელი ცხოვრება თქვნს თავს სულ ამაზე ეჩურჩულებოდით, ან იქნებ სხვებსაც უმხელდით დრო და დრო...
იშვიათია, მაგრამ „კარგ მთვარეზე“  ჩასახული უჯრედის წყალობით ოთხმოძდაცხრამეტსაც მიაღწიეთ... ამ დროს კი ვიღაც მჩხიბავი ექიმისგან შეიტყობთ, რომ რამდენიმე თვე დაგრჩათ ... მაშინ იწყებთ გლოვას სიცოცხლეზე, მაშინ აღარ გახსოვთ ის ოთხმოცი წელი, რომელიც საკმარისი გეგონათ თქვენი ადამიანურეობის ჟინის მოსაკლავად.
გასულდგმულებთ ის, რომ ბრმად ხართ მინდობილი , ასე რომ ვთქვათ შეგუებული უხილავ დასასრულს.
ამ დროს კი სამყარო უსასრულოა, როგორც თქვენი ოცნებები, სიცოცხლე არასოდეს შევიწროვდება, რადგან უსასრულობა ვერც კი გრძნობს მის სხეულში მღოღავ არსებებს.
თქვენი უსუსური ფილოსოფოსები კი რესურსების ამოწურვას უფრთხიან და არითმეტიკა მოჰყავთ ამის ალიბად. მალთუსი და მსგავსი შეშლილები გაფრთხობთ , რომ რესურსები არითმეტიკული პროგრესიით მრავლდება, ხოლო ადამიანები გეომეტრიული პროგრესიით, საჭიროა ომები, ბუნებრივი კატაკლიზმები რათა სიკვდილმა აღადგინოს წონასწორობაო. გამოდის , რომ წარსული მომავლის რესურსი ყოფილა, ჭეშმარიტი მომავალი კი საერთოდ არ არსებულა თქვენში.  ამ დროს კი სამყაროს იმდენი სიცოცხლის დატევა შეუძლია, რომ თქვენი არითმეტიკა ვერც კი დაიტევს მას. ან თქვენ N შეგიძლიათ მოიშველიოთ, როგორც უსასრულობის ბუნდოვანი და პრიმიტიული საზომი.
არასოდეს არავის გებადებათ აზრად მარადიულობა, რადგან არ გიხილავთ და რაც არ გიხილავთ არ გწამთ. მარტივია, თუმცა ეს უბრალოდ რეალობისგან გაქცევაა და დამონება ბრბოს აზროვნებაზე. ან იქნებ ვიღაც საცოდავი შეაწუხა კიდეც ამაზე ფიქრმა, თქვენ კი ეშმაკეულად, შეშლილ ერეტიკოსად შერაცხეთ და სიცოცხლე მოუსწრაფედ თავის ფიქრებთან და იდეებთან ერთად.
ნამდვილი ბრძოლის ყოველთვის გეშინიათ, თქვენ მხოლოდ ერთმანეთის ხოცვა გამოგდით შეუდარებლად და იმ გონს რაც თქვენშია დაბუდებული უსარგებლო ჰიპოთეზების თხვზაში ხარჯავთ.
გირჩევნიათ თავი დააჯეროთ უაზრო იდეებით , გირჩევნიათ ყველაფერს მოუძებნოთ ილუზიური გამართლება , ოღონდაც ის რაც მართლა ღირებულია არასოდეს გამოიძიოთ.
თქვენ ქმნით ტექნიკის საოცრებებს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ ეს „საოცრებები“ მხოლოდ თქვენ გაოცებთ, ამით კი მხოლოდ უბედურება და ტკივილი მოგაქვთ საკუთარი თავისთვის. ქმნით სასაცილო გაერთიანებებს სადაც შეიხიზნებით და ერთმანეთისგან იცავთ თავს. ვის ეჯიბრებით ან რისი მიღწევა გსურთ გიფიქრიათა ამაზე? რათქმაუნდა კი, მაგრამ ვინ მოგცათ ან რა გარემოებამ მოგცათ დასტური, რომ თქვენი ქმედებეი სწორია?!
დამერწმუნე, სამყაროში ყველაფრის რესურსია, თქვენ კი მხოლოდ ის აღგაფრთოვანებთ რასაც მხოლოდ თქვენი განადგურება შეუძლია.
„მთავრობებს“ ძალუძთ უციცოცხლოდ აქცონ მილიარდიანი ქვეყანა, ნაცრის გროვად გარდაქმნან  ხელ ქმნილი და ხელ უქმნელი, მაგრამ არ შესწევთ იმის უნარი , შეაჩერონ მიწისძვრა , ბუნების ეს ზოგჯერ დამანგრეველი და სასიკვდილო ოინი. დედამიწა ყოველ დაზანზარებაზე გახსენებთ, რომ ის არის თქვენი უპირობო და შეუცვლელი ბატონი. ის აზარტულ მოთამაშეს ჰგავს, რომელსაც თქვენი წამება თითქოს და უხარია, გახსნებთ რომ ის არის საიდუმლო, უმართავი და ძლევამოსილი, თქვენ კი მონები ხართ, ანუ ფსონი აზარტული მოთამაშისთვის.
      თქვენი ბედის მომკითხავი არ ჩანს, შეშინებულნი კი უზენაეს ღვთაებებს ქმნით იმის იმედით, რომ თქვენი ილუზიის ნაყოფში მაინც ჰპოვოთ საბოლოო ნავსაყუდელი.
პლანეტა ათეზი გთავაზობს მარადიულ სიცოცხლეს!  შენ კი შეგიძლია აირჩიო...
მე არ მინდოდა ფიქრი, რადგან ცხოვრებაში პირველად უკვე ვიცოდი რაც მინდოდა.
ჩემთვის, უბრალო დედამიწელისთვის სიკვდილზე დიდი უბედურება მარადიული სიცოცხლე იყო. ჩემმა შელახულმა სულმა, შვება დასასრულში ჰპოვა.
ნაცნობი ყოფის მთავარი აზრი, ღრმად იყო გამჯდარი ჩემს სულში და მარადიულმა სიცოცხლემ ოდნავადაც ვერ მოხიბლა ჩემი ტვინი.

        წელიწადის ყველაზე გრძელ ღამეს დაველოდოთ, მომიგო გულითადმა მასპინძელმა და მარტო დამტოვა უზარმაზარ წითელ დარბაზში.
შევკრთი და მყისიერად გამიელვა საშინელმა აზრმა... აქ ხომ არასოდეს ღამდება ... მაშ, როდის დადგება წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე?! აქ წელიწადებიც არ არსებობს, იმიტომ რომ არ არსებობს მისი აღრიცხვის საფუძვლიანი აზრი.
დაბერილ თვალებზე ტკივილი წამომაწვა, მთელი გულით მინდოდა ჩამოქცეულიყო წითელი დარბაზის მაღალი სვეტები და ქვესკნელში ჩავეტანე.
ისევ გაიღო უხმაუროდ უზარმაზარი კარი... „ დედამიწის ყველაზე გრძელი ღამე“ , მომმართა მან, თითქოს ჩემი აზრები პირწმინდად წაიკითხა და ჩემს დასამშვიდებლად შემოაღო საშინელი კარი.

ლოდინი მოთმინებისა და დაუცხრომელი სურვილის ჭიდილია, რომელიც ყოველ წამს გახსენებს შესაძლებლობის საზღვრებს დ გაიძულებს იმოქმედო სწორად.

    წამზომი ჩაირთო, თუმცა არ ვიცოდი როდის იქნებოდა ფინიში, მანამდე კი იძულებული ვიყავი მეცხოვრა წითელი პლანეტის იდუმალი ცხოვრებით. როცა არ გინდა, გეჩქარება, მაგრამ როცა არ შეგიძლია ეგუები. ვიხილე ის , რისი ხილვაც წარმოსახვასაც კი გაუჭირდება, თუმცა როცა წასასვლელი ხარ გახსოვს მხოლოდ მოსვლის დღე და სამუდამოდ დაგამახსოვრდება ასწვე წასვლა.
  საუკუნედ ქცეული ერთი წელიწადი.... ერთი წელიწადის ყოველი წამი მხოლოდ ნგრევას და განადგურებას იწვევდა შეშლილ სულში.
მოლოდინი აქანდაკებდა ჩემი აკვიატებული სურვილის დიდებულეას და მარწმუნებდა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, ერთხელაც არ შევუშინებივარ წარსულ რელობასთან შეჯახების აზრს.
საშინელი მოლოდინი უფრო საშინელი შესახედი იყო, ვიდრე საცოდავი გიჟის ზოლიანი პერანგი.
    როგორც იქნა დადგა ნანატრი წელიწადის ყველაზე გრძელი ღამე.
ჩვენ ისევ ვკრავდით მითიურ წრეს , ისევ ვემზადებოდით საოცარ ხვრელში სამოგზაუროდ.
ზებუნებრივი სიჩქარით მივქროდით რგოლების უცნაური ტრიალის წიაღში, ამჯერად დედამიწისკენ.
უეცრად შეწყდა შემოსაზღვრული სიბნელე და ლურჯ სივრცეში, უწონო მდგომარეობაში ვმოძრაობდით, თითქოს სხეული პლანეტა ათეზზე ჩამომართვეს.
ხალასი სილურჯე მკვეთრ სიბნელეში გადადიოდა... ძალიან ქვემოთ, აი იქ სიბნელეში დედამიწაა გახვეულია, ახლა იქ წელიწადის ყველაზე გრძელი ღამეა, მომმართა ჩემმა მხლებელმა, ჩვენ მხოლოდ იქამდე შეგვიძლია მიგაცილოთ, იმას იქეთ ჩვენი გადასვლა კი დედამიწაზე  ერთი წლით დაყოვნებას ნიშნავს, წელიწადის ყველაზე გრძელი ღამის ლოდინში.
იქნებ ოდესმე შეიგრძნოთ არსი მარადიული ცხოვრების, იქნებ ოდესმე ირწმუნოთ ძალა სამყაროს უსასრულობის, მაშინ თქვენც შეძლებთ გერქვათ მასპინძელი და სტუმრად მიიღოთ თვით უკვდავება მთელი თავისი დიდებულებით, მანამდე კი სანამ ერთმანეთს ანაცვლებთ თქვენც სტუმრები ხართ საბრალო დედამიწელებო.
მარადიული სიცოცხლე, მარადიულ ცეცხლში ვინც თქვენი სული შიშველი დატოვა.
თუკი ოდესმე ეს მოხდება , მივმართე მე,  თქვენ ალბათ შეძლებთ შეაგროვოთ დედამიწის წიაღში  გაფანტული თქვენი მეგობრის ნაწილაკები და თავიდან აჩუქოთ სიცოცხლე, ოღონდაც დაუტოვოთ სიკვდილის უფლება.
მშვიდობით, მომმართეს ერთხმად და გაწყვეტილი წრე შრიალით გაუჩინარდა ლურჯ სივრცეში.
მას შემდეგ არაფერი მახსოვს… ალბათ ბევრი ვიფრინე ცაში მცურავ ღრუბლებთან ერთად, ალბათ მთვარესაც ჩავუარე სულ ახლოს, მე კი ლურჯი სივრცის შემდეგ აღარაფერი მახსოვს.
 
    გაზაფხულის სუსხიანი დილა აიაზმასავით აპკურებს ზეციურ ცვარს ბუნების ქმნილებებს, ის აცოცხლებს ყოველგვარ სულდგმულს დედამიწაზე და ამცნობს ახალი დღის დაწყებას.
თვალებს ვახელდი და მეშინოდა მეხილა რეალობა...
გაზაფხულის ონავარი მზე ვერცხლისფერ სხივებს მიკიაფებდა სველ წამწამებზე, მეშინოდა თავი კვლავ ადამიანად მეგრძნო.
      კეკლუცი ქარი ეთამაშებოდა უსიცოცხლოდ მიმოფანტულ გაყვითლებულ ჭადრის ფოთლებს , ცარიელ სკამებზე მტრედები დაეძებდნენ ადამიანის სამოწყალოდ დავარდნილ ნამცეცს და რათქმაუნდა ვერც კი ხვდებოდნენ, რომ ეს მოწყალება კი არა უბრალო შემთხვევითობა იყო. ინსტიქტებით მოძიებული სარჩო, დაფუძვნებული შემთხვევითობაზე სიცოცხლის მოთხოვნილების საწყისი ფენომენია.
განათების ბოძებზე ისევ ხრიალებდა ძველი რადიო და მოწყენილი გადმოსცემდა ქვეყნიერებაზე დატრიალებულ ახალ ამბებს.
პატარა ქალაქის ძველისძველი გაცვეთილი ქავაფენილი გასდევდა ვიწრო ქუჩებს და დიდ სადარბაზოებში იკარგებოდნენ .
ფეხზე წამოვდექი, თვალი მოვავლე მდუმარ შენობებს , რომლებიც ამომავალ მზეს მიფიცხებოდნენ და რაღაცნაირი განმარტოების სურვილით შეპყრობილნი აგრძელებდნენ არსებობას. საოცარი სინატიფით ნაკვეთი ჩუქურთმები დინჯად გადმოსცემდნენ ადამიანების ნააზრევს, რომელიც სტატიკის კანონს და ხელოვანის ნიჭს ცივ ქვაში გაეშეშებინა . გონებაში ისევ ამოტივტივდა უძველესი დროის ადამიანი, რომელსაც არ შეეძლო ბუნების მოძრაობა რაიმე გზით გადმოეცა.
ისევე მატყვევებდა პატარა ქალაქის მითიური სანახაობები, როგორც ოდესღაც , თუმცა ჩემი სული გაცილებით ძლიერი იყო ვიდრე წარსულში, აღარ ვემონებოდი დიდებულ განცდებს და უბრალოდ მათგან ენით აღუწერელ სიამოვნებას ვიღებდი, რაც ალბათ ყველაზე ნორმალური გამოვლინეებაა ნანახის, აღქმულის და განცდილის.
  ძველი სასტუმრო... მიკარნახა აღფრთოვანებულმა გონებამ და ჩემი სულიერი სიმტკიცე ლამის წამიერად განადგურდა.
ძალა მოვიკრიბე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი იმ ქუჩას , რომელიც ძველ სასტუმროსთან მიმიყვანდა. ჩქარი ნაბიებით მივფრატუნებდი მორყეულ ქვაფენილზე და ოდესღაც განცდილის, ილუზიასთან გაიგივებული შენობის ნახვის მოლოდინი ცივ ჟრუანტელად დასრიალებდა  სხეულში.
ძველი სასტუმრო კიდევ უფრო დაძველებული მეჩვენა, ან იქნებ მართალაც ასე იყო... ის შეუბრალებლად მკარნახობდა უკვე განცდილს და თავის წიაღში გულმოდგინედ მიწვევდა. იგივე კარისკაცი ატუზულიყო ვიწრო ფოიეში და უმისამართოთ აცეცებდა დიდრონ თვალებს . ის არის გავიფქირე მე, როცა დაზუსტებით შევიცანი მეტად დავაშკაცებული ჩემი წარსულის ან აუტანელი ილუზიების პერსონაჟი.
აფორიაქებული სული ჩიტივით აწყდებოდა ძველ კედლებს და დაბნეულობა მისპობდა ძალებს, დამემორჩილებინა უცნაური მიმიკა.
როგორც ჩანს ვერ მცნობდა კარისკაცი. ეს სავსებით ბუნებრივი მოვლენა იყო, ლოგიკურიც , მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას რასაც სულიერად შეშლილთა საუფლოში მარწმუნებდნენ. მისი დაბნეული , არაფრის მთქმელი სახე მაიძულებდა თავის შეკავებას , რათა არ დამცდენოდა რაიმე უტაქტო შეკითხვა.
მიუხედავად წამიერი სიმტკიცის შეგრძნებისა , ვგრძნობდი რომ ჩემი სხეული სულთა საჯიჯგნ  სარბიელად იყო ქცეული. ოძდაჩვიდმეტი წელიწადი... იქ მრავალმა სულმა დაივანა და თავისი მახინჯი ნაკვალები დატოვა, ადამიანის გამოღვიძების საწინააღმდეგოდ.
ბედნიერებაა, როცა მოკვდავს შეკითხვები ებდაება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ბუბებაში ერთი ადამიანი, ან უბრალოდ რაღაც მოვლენა მაინც არსებობს, რომელსაც შეუძლია ამომწურავად უპასუხოს ყველაფერს . ან კიდევ საკუთარი გონებიდან, მოგონებათა იმ გრძელი ჯაჭვიდან უნდა ვევედროთ სასწაულ ფენომენს ამოტივტივება, რომელიც მომსწრა ნანახის, მოსმენილის და განცდილის. მოგონებათა გრძელი ჯაჭვი ადამიანის პიროვნების სტრუქტურას ქმნის, უიმისოდ კი ვემსგავსებით უხერხემლო მოლუსკს, რომელსაც უსაზღვრო ოკიანე აქეთ- იქეთ დათრევს სანამ სადმე არ განადგურდება.
  ჯიუტად ვცდილობდი ყველა სულიერი განცდა , მოძალებული იმპულსი ქვეცნობიერის უფსკრულში მიმემალა  და სიმშვიდე მომეპოვებინა.
- გამარჯობა
გაყინული ღიმილით მივუახლოვდი სასტუმროს დარაჯს . ის უსიამოვნოდ შეიშმუშნა და მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ მიპასუხა სალამზე.
- ვერ მცნობთ?
დაყვავებით შევეკითხე მე, თითქოსდა მას რაღაცას ვავალდებულებდი.
- ჩვენი სტუმარი ხართ?
შეკითხვითვე დამიბრუნა პასუხი ახალგაზრდამ და ბრაზიანი მზერით შემომხედა.
- ახლა არა მეგობარო, მე წლწბის წინ ვსტუმრობდი თქვენს სასტუმროს, ერთ უცხოელ ქალბატონთან ერთად... იქნებ გახსოვთ მას ემა ერქვა. ემა სტეტჰემი.
- წლწბის წინ?
დაცინვით გაიღიმა ახალგაზრდამ .
- აქ ხომ უამრავი სტუმარი ჩერდება თვის განმავლობაში, მითუმეტეს წლების წინ... ღმერთო ჩემო!
ახალგაზრდა შეუფერებლად გაღიზიანდა და გულწრფელად გამაკვირვა მსგავსმა უტაქტობამ, მე ხომ მხოლოდ თავაზიანი შეკითხვადავსვი?!
- მომიტევეთ მეგობარო, თქვენ რათქმაუნდა სწორს ბრძანებთ.
მივმართე მე და გასასვლელისკენ გავემართე. სასტუმროს წიაღიდან კი უცნაური ჩურჩული და დამამცირებელი ხმაური მაცილებდა.
    აპათიური დარაჯი იყო ჩემი ცხოვრების ერთადერთი იმედი... იმ ცხოვრების, რომელიც უამრავი განსაცდელის მიუხედავად დღევანდელობას უკან ამოეფარა და საკმაოდ კარგად მიიმალა.
ის იყო ბედნიერი ღამეების ერთადერთი თვითმხილველი, რომელსაც ჩემთვის წარსულის დაბრუნება შეეძლო. ახალგაზრდა დარაჯის არაფრის მთქმელ თვალებში მაინც მთელ უსასრულობას დავეძებდი.
უბედურებაა, როცა გონების ილუზიურ ვარაუდებს ეყრდნობა ცხოვრების წინ მსვლელობა და თან შიში რაღაც საშინელების ამოტივტივების , რომელსაც აქვს ძალა მოსპოს თვით სიცოცხლეც კი, არასოდეს მისცემს შვებას ადამიანს, სანამ მეკუბოვე ხის კუბოს ბოლო ლურსმანს არ ჩააჭედებს. რელობასთან შეჯახება დამანგრეველი დარტყმაა ზოგჯერ, საბოლოოდ კი ყველაზე გამართლებული ნაბიჯი.
მშვიდობით, ამოვილუღლუღე უმისამართოდ და გულ დაწყვეტილმა დავტოვე ძველი სასტუმრო. წითელი ხალიჩები კი თითქოს ისევ მეძახდნენ, დაბრუნდი, დაბრუნდი ...
   
      ემა სტეტჰემი ჩემი საშინელი ბედისწერაა, ინგლისელი ქალბატონი, რომელმაც ყველაფერი ღირებული რაც შეიძლება ადამიანს გააჩნდეს რამდენიმე იდუმალ ღამეში მომისპო. ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა ის ჩემი ილუზიის ნაყოფი იყო თუ ხელშესახები რელობა, არ აქვს მნიშვნელობა რა ძალა ზემოქმედებდა ჩემზე.
ალბათ მალე გაივლის წლები, მალე დავბერდები და ყველაფერი დასრულდება...
უბედურება კი ის არის, როცა ადამიანს მალე უნდა დაბერება სწორედ მაშინ იწელება წლები და სიცოცხლე უსასრულობას ემსგავსება. ჩემი ძველი მეგობარი გამახსენდა, რომელსაც სიყრმეში ვიცნობდი, მან მხედველობა უბედური შემთხვევის წყალობით ძალზედ ახალგაზრდა ასაკში დაკარგა. მას არ აშინებდა მის ირგვლივ გამეფებული სიბნელის წიაღი, მას ანგრევდა წლების სიბევრე რომელიც სიბნელეში უნდა გაეტარებინა და ამბობდა: „ სიკვდილთან უფრო ახლოს რომ ვიყო აღარ შემაშინებდა ჩემი მდგომარეობაო“.
საინტერესო და უცნაური ფენომენია თვითონ სიბერე. ის არ შეიძლება აიხსნას მხოლოდ ცოცხალი უჯრედების ჭკნობის ლგიკური შედეგით. ადამიანის ფიზიკური და ფსიქიური სიბერე ორი აბსოლიტური სხვაობაა. მზაობას გარდაცვალებისთვის ფიზიკური სიბერე არ განაპირობებს. ის უფრო საშინელი ტანჯვაა, როცა სიცოცხლით სავსე სულს სხეული უკვდება და უსასრულობაში დატანჯული და გულ დაწყვეტილი იკარგება.
კანონზომიერებაა ამიტომ ხშირად დაცული ამ დროს , სიცოცხლის ფაზობრიობა ამ ორ შემთხვევას ადამიანის არსებობაში ურთიერთ პარალელურად ავითარებს.
ზოგჯერ კი სხეულის დაუძლურება, მისი პროგრესირებადი ჭკნობა, აიძულებს ფსიქიკას დაბერებას და საშინელი აბსურდის გათავისებას.
ალბათ დაღლა, მობეზრება არსებობის რაც დაჭარმაგებულ მოხუცებს აწუხებთ , თავის დროზე ნებით მიღებული სიცრუეა, ნებით მიღებული წინა მოსამზადებელი პერიოდია სიკვდილისთვის.
განწყობა ხომ უბრალოდ მისტიკაა, რომელსაც ძალუძს კარს მომდგარი უბედურება უკან გააბრუნოს.
ასე რომ ბიოლოგიური ასაკი ვერას გზით ვერ განსაზღვრავს სინამდვილეში ფსიქიურ ასაკს. შესაძლოა ასი წლის სხეულში ცხოვრობდეს ბაშვი, ან პირიკით ყმაწვილ სხეულში სულს ლევდეს მოხუცი სული.
ადამიანი მრავალ მხრივ და მრავალჯერ იცლის სულიერ მდგომარეობას, ეს ცვლილება ფიზიკურ ცვლილებაზე ათას გზის ძლიერია და მას შეუძლია ადამიანს ათქმევინოს, რომ ის რამდენიმე იყო.
  მე კი ვგრძნობდი, რომ ძალიან დავბერდი.
ეს ის დროა , როცა სულიერად ძალა გამოცლილ ადამიანს მხოლოდ ფიზიკური ჯანი ვეღარ არსებებს. თუმცა არც ჩემი სხეული მაძლევდა დიდ იმედებს.
ამ დროს კი ალბათ ყველაზე ჭკვიანურია ცხოვრების ქარტეხილებს გაერიდო და შემოვლითი და ნაკლებ სახიფათო გზებით გააგრძელო არსებობა.
     
        ვემშვიდობებოდი პატარა ქალაქს. ზეცაც თითქოს იაზრებდა ჩემს უსასრულო სევდას და რაღაცნაირად მითანაგრძნობდა. გაცრეცილი ნისლი მოხვეოდა ძველ შენობებს რიდესავით, დილის თქორი კეკლუცი ქალივით ცეკვავდა ნისლში და ჭუჭყიან ქვაფენილზე ასრულებდა თავის არსებობას.
ვიწრო ქუჩებში ადამიანების ნასახიც კი არასად ჩანდა, მხოლოდ რადიოს ხმა იუწყებოდა აქ სიცოცხლეს. სწორედ ის მელოდია ისმოდა, რომელიც ოდესღაც მოვისმინე ბოჰემურ კაფეში, მას სიმპათიური პიანისტი და სუსტი, სათვალეებიანი ახალგაზრდა მევიოლინე ასრულებდა. განვლილი წყები უსიცოცხლო ფოთლებივით დაფარფატებდნენ ჩემს სულში და ცრემლები ყელში მეჩხირებოდნენ.
წასვლა არასოდეს არ არის გამოსავალი, ეს დამარცხებაა, ყოველშემთხვევაში მე ყოველთვის ასე მჯეროდა და ჩემს უსარგებლო რწმენას მინდობილი უამრავ შეცდომას ვუშვებდი ალბათ სწორედ ამიტომ. როცა იგრძნობ, რომ ვერავინ გამჩნევს, თითქოს უსხეულო მოხეტიალე სული იყო, მაგრამ რატომღაც მაინც გრძნობ, რომ ყველას აწუხებ უსათუოდ უნდა წახვიდე. კურსი და მიმართულება კი სავსებით უმნიშვნელოა ამ დროს.
დარჩენას კი აუცილებლად სჭირდება თუნდაც გულის სიღრმეში არსებული პაწაწინა დარჩენის მიზეზი, სიცარიელე კი ვერასოდეს ვერ იქნება ვერაფრის ალიბი და გამართლება.
შიშმა, მტკიცე და აზრიანი გადაწყვეტილებების მიღების თავის დროზე გამოვლენილმა სიჩლუნგემ, ჭეშმარიტი მოთხოვნილებების ჩახშობამ მაქცია ყველაზე უბედურ არსებად სამყაროში.
ადამიანებო არასოდეს არ უნდა შექმნათ ისეთი ღირებულებები, რომელთაც ოდესმე თვენი მოსპობა შეუძლია.
      სასიამოვნოდ მიჰქროდა ცარიელ გზატკეცილზე გრძელი ავტობუსი, რომელიც ნაწილობრივ გაევსოთ მგზავრებს, ფართე ფანჯრებში კონოფირივით იცვლებოდა ბუნების საოცარი სანახაობა. სიცოცხლის სურნელს ისრუტავდა ჩემი ნესტოები. მთელი არსებით მინდოდა ყველაფრის დავიწყება.
  სიმწვანეში ჩაფლული პატარა დაბა, რომელსაც ჩამავალი მზე ოქროს შარავანდედივით ამკობდა და კიდევ უფრო ალამაზაებდა საოცარ პეიზაჟებს. მთა-გორიანი რელიეფი კი მეტად საინტერესოს ხდიდა აქაურობის იერ-სახეს.
ავტობუსმა ნელ-ნელა შეანელა სვლა... ჩემი ზურგჩანთა მხარზე მოვიკიდე და დაღლილ მგზავრებთან ერთად გავუყევი ძლიერი წვიმებისგან გადარეცხლილ და გაღორღილ შარას. მოწყენილი ორღობეები, ზოგჯერ მეტად ვიწროვდებოდა და შორიდან კაცი იფიქრებდა , რომ თითქოს იმას იქეთ გზა აღარ გრძელდებოდა.
  ფიქრებში გართულს, შეუმჩნევლად ჩამომეცალნენ უცნობი მეგზურები და  ახალა სულ მარტო ვაგრძელებდი გზას. მზე თითქმის მიეფარა ჰორიზონტს. სასიამოვნო ნიავმა გადაირბინა და ერთბაშად ააშრიალა უხვად გაფოთლილი ხეები.
მახსენდებოდა პლანეტა ათეზი და იქ გატარებული დღეები, ყურებში კი საზეიმო მარშივით ჩამესმოდა უკვდავი მოქადაგის სიტყვები: მარადიულობა, მარადიულობა...
კიდევ შორი გზა მქონდა გასავლელი დანიშნულების ადგილამდე, თანდათან იკარგებოდა ზღვის სუნი, რომელის პატარა დაბას თევზის სუნში ხვევდა და ზაფხულის ხვატში  გაუსაძლის ხდის ნორმალურად სუნთქვას. ეს ტერიტორია ჯერაც კი აუთვისებელია, რატომღაც აქაურობის ხელთ უქმნელმა სილამაზემ ვერ დააინტერესა სერიოზული ინვესტორები და განვითარების მოლოდინში უფრო მეტად ველურდება ლამაზი დაბა. აქ ძირითადად აბორიგენი, ძირძველი მოსახელობა ცხოვრობს და მეთევზეობით ირჩენს თავს. ციტრუსიც მოჰყავთ, განთქმულია აქაური ჩაი.
სანაპიროდან ეს ტერიტორია მკვეთრ ამაღლებას იწყებს და საკმაოდ მაღალი მთებით მთავრდება, რომელიც იშვიათად იფარება თოვლით. სანაპიროზე კი თითქმის მუდმივად მზიანი ამინდია.
აქაურებში ძლიერი ნესტის გამო, რადგანაც საკანალიზაციო სისტემა არ ფუნქციონირებს და დარღვეულია სანიტარული ნორმები სასუნთქი სისტემის დაავადებები და ინფექციები ჭარბობს, რომელიც სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზად გვევლინება . ამიტომ მოსახლეობა მეტ წილად სანაპიროსგან მოშორებით ცხოვრობს და მხოლოდ სამუშაოდ და ლუკმა პურის საშოვნელად სტუმრობს ზღვას. ერთ დროს სანაპირო ზოლიც საკმაოდ მჭიდროდ ყოფილა დასახლებული, თუმცა ისეთი ეპიდემიური აფეთქება მომხდარა თითქმის სულ გაუწყეტია აქაურები. ახლა კი ძველი არქიტექტურული სინატიფით ნაშენი შენობები მობინადრის გარეშე თოლიების და სხვა გადამფრენი ფრინველების თავშესაფრად გადაქცეულან. აქ-იქ პატარა დუქნები ფუნქციონირებს და რაც მთავარია აქ არის ამ მხარეში ერთ-ერთი დიდი ბაზარი. აქაურები ბარტერსაც ხშირად იყენებენ და მათთვის საჭირო პროდუქტების თუ სხვა საქონლის შეძენისთვის გასცემენ თევზს, სხვადასხვა სახეობის ციტრუსს, ჩაის, ხე-ტყეს და ა.შ.
  ნელი ნაბიჯებით ვაგრძელებდი გზას და სიმშვიდეში გახვეული არემარე თითქოს თვალს მაყოლებდა.
გზად, შემაღლებულ ადგილზე სასაფლაო იყო გასავლელი, ნაბიჯი შევანელე და ღმრმად ჩავისუნთქე სანაპიროდან მონაქროლი ნესტიანი ჰაერი.
  ქვეყანა ნამკვდრებიაო, სინანულით იტყვის ადამიანი, მაგრამ მათ შორის ალბათ ცოტა თუ გაიაზრებს  სიკვდილთან სიცოცხლის მიახლოვებას ამ დროს. სიცოცხლე ხომ თავის არსში უპირობოდ მოიაზრებს სიკვდილის აუცილებლობას?!
ხშირად დაფიქრებულვარ თუ სად არის ბოროტება მაშინ, როცა ჩვენ , ყოველ დღიური, ყოველ წუთიერი საზრუნავით ვართ გარემოცულნი?! რაოდენ გასაკიცხიც არ უნდა იყოს, მხოლოდ ერთ აზრს მივიჩნევ ყველაზე სარწმუნოდ ... ბოროტი ძალა თვით ადამიანშია , სწორედ ეს ძალა ასაზრდოვებს მის ყოველ მხრივ შემოქმედებას საუბედუროდ, მაგრამ ცრუ აზრი ისევ და ისევ ადამიანების მოგონილი, სულ სხვაგან მისტიურ განზომილებებში ვეძებოდ ბოროტება საბოოლოოდ თქვეფს დაკნინებულ რეალიზმს ფანატიზმში.
კაცობრიობამ შექმნა უხილავი ბოროტების მეუფე და მას ეშმაკი უწოდა, მსგავსად სიკეთის ღმერთისა, ზღვარი კი მათი საქმეების გასამიჯნად დღესაც საკამათოა საბრალო ადამიანებში.
ადამიანის უსასრულო ფიქიკას და განვითარებულ გონებას საზღვრები არ აქვს რაიმეს ჩასადენად, საზღვრები აქვს მხოლოდ და მხოლოდ მოგონილ წესებს , რომელიც სახელს დაარქმევს ამა თუ იმ ქმედებას.
ვინც არ უნდა ყოფილიყო მუჰამედი, ბუდა თუ იესო ადამიანები თანხმდებიან, რომ მათ შორის მხოლოდ ერთშია ჭეშმარიტება, მაგრამ საკამათო აქ ის არის რომ ყველას თავისი ღმერთი ჰგონია უზენაესი.
ეს კი უპირობოდ ნიშნავს ადამიანში ღმერთის შექმნის უსასრულო შესაძლებლობას, საკუთარი სურვილების, მოთხოვნილებების და ინტერესების სრულსაყოფად.
ეპოქა იცვლება, მოგონილი ღმერთის შესაძლებლობებს და ძალას კი აღარ ძალუძს უზრუნველყოს ადამიანური სურვილები, მაგრამ დროში გამოჭედილი შიში და კრძალვა მას სამუდამოდ ადუღაბებს სიცრუესთან. ან კიდევ იქმნება უამრავი სექტა ( რელიგიური ავტონომიები, რომელთა დოქტრინაც ადამიანის ეპოქალურობის პარარელურად ვითარდება და ფეხდაფეხ მისდევს ადამიანის უზენაეს ნებას და სურვილს.)
რა იქნება თუ კი ყველაფერში თავისუფლებას მიაღწევს ადამიანი?
იქნებ უარესიც იყოს, იქნებ ეს იყოს საბედისწერო ნაბიჯი და წარსულად ქცეული ფანატიზმი სანატრელი გახდეს. ერთი კი უდაოა, კაცის სამართალს იქნებ დაუძვრეს ადამიანი, მაგრამ ზეცის სამართალს ვინც არ უნდა იყოს არსთა გამრიგე ჯერ ვერავინ გასხლტომია, მათ შორის ამ სასაფლაოს დადუმებული მკვიდრნიც!
   
  მახსენდებოდა უცხო პლანეტაზე გატარებული დღეები და ყურებში საზეიმო მარშივით ჩამესმოდა უკვდავი მოქადაგის სიტყვები... მარადიულობა..... მარადიულობა....
  კიდევ შორი გზა მქონდა გასავლელი დანიშნულების ადგილამდე ...
ნელი ნაბიჯებით მივუყვევოდი წვიმისგან ჩამორეცხილ ორღობეებს და მსუბუქი ჰაერი კეკლუცი ქალივით მელამუნებოდა დაღლილ სახეზე.
თითქოს ნუგეშს მცემდა სულელი ქარი და დიდ ბედნიერებას მპირდებოდა „მშვენიერ „ მარტოობაში.
დევებივით მხარი-მხარ შეზრდილი მთები თავს მიკრავდნენ უსუსურ მოკვდავს და უპირობო მრჩილებას გამოხატავდნენ ამით. ბუნება იმ უზარმაზარ უფსკრულს  ჰგავს რომელსაც უცნაური ნევროზი სჭირდება ადამიანის სახით .
  სასიამოვნო ჩხრიალით უკიდეგანო ზღვისკენ მიექანებოდნენ კამკამა ნაკადულები და ჩემს ტკივიკლს პირშავ ოკეანეში მიერეკებოდნენ.
ჩამავალი მზე საუკუნოვან ხებს თავზე ევლებოდა და მისტიურ ჩრდილებს ხატავდა ჩემს ირგვლივ.
საოცარი იყო ეს ყოველივე ხილული და შემდეგ შობილი ნაუცფათევ განცდაში. ცოცხალი სურნელი ტრიალებდა ირგვლივ და მსუბუქად მიბრუებდა შეშლილ გონებას.
    ნელ-ნელა ეშვებოდა წითელი ედელვაისი , სადღაც შორს , დასალიერში და საოცარი საღამო წვებოდა ყველაზე ძვირფას სარეცელზე.
აქა იქ , ერთი მეორის მიყოლებით ინთებოდა სინათლე ბინდში გახვეულ სოფელში.
  იმის მიუხედავად, რომ უთვისტომო, უსახლკარო , კაცობრიობისგან მოკვეთილი მოკვდავის ბედის გამკითხავი ცოტა მოიძებნება სამყაროში, საბედნიეროდ მე გამიმართლა და ცხოვრებიუს ეს მომენტი თამამად შემიძლია მოვიგონო განგების წყალობად.

          პატარა სახლი ულამაზეს სოფელში ღრმად მოხუცმა მსახიობმა მიწყალობა, ისე რომ არც კი დაინტერესებულა გაეცნო მისი მოკრძალებული ფიცრულის ხიზანი.
მას შთამომავალი არ ჰყავდა და ალბათ მიწიერი ქონება ტვირთად აწვებოდა მოხუც სულს.
როცა ცოცხალი უჯრედები სიკვდილის რიგს მიაწყდება და წუთებს ითვლის, როცა განვლილი გზა ორ სიტყვაში ჩაეტევა „ვცხოვრობდი, დასრულდა“ , რთულია ჰპოვო არსებობის ლოგიკური მიზანი, რომელიც არ გაგაბოროტებს სულის ამოსვლისას, მაგრამ უღონობა ბევრის უფლებას აღარ გვაძლევს სამოქმედოდ და როცა მოქმედება შეუძლია მოკვდავს დასარულზე ფიქრი უბრალოდ არ არსებობს მაშინ.
  სიკეთე ჰქმენ და არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება მერე, ზეციერ ღმერთს თუ არა ადამიანურ ღმერთს მაინც აამებს სხვის გაბედნიერების ხილვით.
მოხუცი მსხაიობი, არც კი ვიცი ღმერთო ჩემო... ალბათ მალე დატოვებს დედამიწას, მაგრამ მე მის სახელს უკვდავ ვყოფ სამარადჟამოდ.
  გზა არც ისე მოკლე აღმოჩნდა როგორც ვვარაუდობდი, თუმცა სულაც არ მაწუხებდა გზის უსასრულობა, ალბათ ეს იყო წამი როცა სიკვდილზე დაუფიქრებლად ვიტყოდი უარს , რადგან უბრალო მიზეზი წინსვლისა ჯერ კიდევ წინ მეგულებოდა.
უცნაური ხმების ექო გაისმოდა ჩაბნელებულ სივრცეში და ხანდახან სამარცხვინო შიშიც კი დამივლიდა წამიერად.
თუმცა თუ კარგად დაფიქრდება ადამიანი, შიშიც გამოგონილი თეზისია, ის უბრალო ფაქტია და კარნახია წარსულის, ოდესღაც მომხდარის ან განცდილის, რომელიც ჩასახვიდან იწყებს დალექვას ადამიანის ბიო ველში.
შიშს აყალიბებს წარსულის მანკიერი გამოცდილების უსიამოვნო კარნახი  და ალბათ მეც ოდესმე შევითვისე განცდა ტყეში შეხიზნულ ბოროტ ძალებზე, რომელმაც დღეს იჩინეს უფსკრულიდან თავი.
    სოფელს ცა ყველაზე ლამაზია... ვარსკვლავთ კრებული თითქოს ყველაზე გულწრფელია და შეუმჩნევლად გვითრევს ზეციურ ზმანებაში.
აქ ყველაზე ნათლად შეუძლია მოკვდავს იხილოს ცის ტრიუმფალური დეკორაცია, მისი სიშიშვლე და უსასრულობა.
ზღაპრული და გრძნობის ამშლელი ბინდი გულთბილად მიწვევდა თავის წიაღში და მეც მორჩილად მივუყვებოდი შარას.
სავსე მთვარე ლამაზი ჩრდილებით მიგებდა ხელთუქმნელ ხალიჩას და ჩემს აჩრდილს მფარველი სულივით მივდევდი ფხდახეხ.
ბუნების უცნაური ჩურჩული ერწყმოდა მდუმარებას და სიცოცხლის სიფაქიზე ადამიანურ შეგრძნებებში თავიდან იბადებოდა.
პატარა მოძველებული წყლის წისკვილი მდუმარედ დარაჯობდა მდინარის დამშრალ კალაპოტს და უთვისტომო მგზავრებს თავშესაფარს სთავაზობდა. ის ვენებ დაჭრილ კაცს მივამსგავსე, რომელსაც სასიცოცხლო სისხლი აღარ დარჩა საარსებოდ.
ბუხრის გადანგრეულ საკვამურში მთვარე იჭყიტებოდა და თვალს ადევნებდა ადმიანის საინტერესო გამოგონებას...
 
    დრო კაცობრიობის არსებობაში უდიდესი რეფორმატორია , ის არის უდიდესი მოქანდაკე ადამიანის  გონის და ნააზრევის, რომელიც აქ-იქ ფრაგმენტებად რჩება წუთისოფელს, ან სრულებით შთაინთქმება წლების წიაღში.
შეუცნობელია მისი დინამიკის უსასრულობა... ის უძლეველი ძალაა ადამიანთათვის, პლანეტა ათეზზე კი სასაცილოა მისი არსი და შესაძლებლობა.
მას ხომ ღვთაებებიც ემორჩილება, ალბათ იმიტომ, რომ მისი მოთოკვა თვით ღმერთებსაც არ შეუძლიათ.
ვუცქერდი და ვტკბებოდი, თუმცა აქ-იქ ჩვეული სევდაც ჩამავლებდა თავის ბასრ კლანჭებს და სულის ზეიმს საშინელი ტკივილი ანადგურებდა.
    ფიქრებში გართულმა ვერც კი შევნიშნე როგორ მივადექი ჩაბნელებულ სახლს. მყისიერად დავუბრუნდი რელობას და დაუფიქრებლად გამოქაჩე დაძველებული ჭიშკარი, თუმცა სარეველა ბალახებს ჩაეხერგათ ჭიშკრის გასაქანი, როგორც ავი კაცი აბრკოლებს უპატრონო და ჭკვიანი კაცის აუცილებელ ფუნქციას ქვეყანაზე.
სარეველები ფეხით ჩავთელე და უფრო ძლიერად მოქაჩე ჭიშკარი. ის უსიამოვნო ჭრიალით ნაწილობრივ გაიღო და მეც თამამად გადავაბიჯე რკინის ზღურბლს.
ნელი ნაბიჯებით გავწიე შენობისკენ და თან გზადაგზა, ფეხს ვუქნევდი საზიზღარ სარეველებს, პარალელურად კი ცბიერი მზერით  ვზვერავდი გაველურებულ კარ-მიდამოს.
    ძველი სახლი ცელქი ბავშვივით ცქმუტავდა თითქოს.
მას ხომ დიდი ხანი სტანჯავდა მარტოობა და მოლოდინი, სითბო და სიცოცხლე, რომელიც მხოლოდ ადამიანს შეუძლია შვას.
მობრძანდით, მობრძანდით თავს მიკრავდნენ ხის ვერანდები ...
სასიამოვნო ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დამიარა .
მე ხომ არასოდეს მქონია სახლი... ან იქნებ მქონდა კიდეც, მაგრამ ჩემმა ქვეცნობიერმა წარსულის მოგონება პირშავ ჭაობში შეინახა, ცნობიერებას კი სველი ჩვარი ისე გადაუსვა მეხსიერების უჯრედები აბრეშუმის პეპლებივით გადაფრინდნენ მიუგნებელში.
  ფრთხილად მოვხსენი დიდი ურდული, სახლის ფართე კარებს და ნელა გამოვაღე.
თითქოს სიბნელიდან მარტოობის მობერებული დესპანები გადმოფრინდნენ და უსასრულობას მისცეს თავი ახალი ძალების მოსაკრებად.  ხელის ფათურით მივიწევდი წინ და თვალებს შეშინებული ვაფახურებდი, რაიმესთან შეჯახების შიშით.
ჩემს მოკრძალებულ ბარგში პატარა ფანარი მეგულებოდა და მისი ძებნა დავიწყე.
უმისამართოდ ვაფათურებდი ხელებს და სიჩქარეში ჩანთა ძირს დამივარდა, მეც ჩავოჩოქე და ისე გავნაგრძე ფანარის ძებნა.
როგორც იქნა ვიპოვე პატარა ხელსაწყო და სულმოითქმელად ავანთე, წამოვდექი, წელში კარგად გავიმართე და ინტერესით დავაკვირდი მოძველებულ ინტერიერს.
ხის კედლებიდან გაოცებული მიცქერდნენ მშვენიერი პორტრეტები, პატარა ფანრიდან გამსხლტარი შუქი კი თვალებს ახუჭინებდა დიდებულ მონალიზას.
რამოდენიმე სანთელი წამოვიღე საბედნიეროდ ქალაქიდან და ერთი მეორეს მიყოლებით ავაბრიალე ლამაზ სასანთლეში . იწვებოდნენ და სინათლეს მჩუქნიდნენ ისე რომ არც კი იმჩნევდენ დამდაგველ გვემას.
მოკიაფე შუქი ეთამაშებოდა მარტოობის ტუსაღებს და სიცოცხლით ავსებდა თითოეულ დეტალს . თვალწინ გამიცოცხლდა ბავშვობაში გაგონილი ზეციური სასუფეველი, რომელიც ჯოჯოხეთს და სამოთხეს უსასრულობის კანონში აერთიანებს.
თეთრი როიალი...
თითქოს ხემი გამკრეს დაჭიმულ იოგებზე... მტვრის ნაწილაკები ბრილიანტებივით ციმციმებდნენ სანთლის მოკრძალებულ სინათლეზე.

  ფრთხილად შევეხე თეთრი როიალის უბიწო კლავიშებს... მცირე ხნინი პაუზა და აჩქარებული სუნთქვა...
მდუმერებას შეჩვეულმა ბგერებმა ჰპოვეს ნანატრი თავისუფლება და ზრიალით აიჭრნენ უსასრულობაში.
უმისამართოდ შერხეული კლავიში, უხეშად ამოსროლილი ბგერა , მაინც ყველაზე მეტად უხდებოდა მარტოობის დასასრულს  მოხუცი მსახიობის დავიწყებულ ფიცრულში.
თეთრი როიალის კლავიშები თითქოს კიდევ მთხოვდნენ შეხებას ... სიცოცხლეს მთხოვდნენ, პირველ ყოფილ სიცოცხლეს, რომელსაც სინაზეში ვერასოდეს დაინახავს ბუნება.
სინატიფე ხომ ბუნების პირვამდელობის დამორჩილებას და დავიწყებას ემსახურება...
პირვამდელობა კი უზარმაზარი ქაოსია, რომელშიც ყველაზე ცოცხლად ირეკლება ბგერათა ღელვა.
თითის უხეში ბალიშები ქაოსურად დახტოდნენ მტვერით დაფარულ კლავიშებზე და გაცოცხლებული ნოტების ქაოსური კორიანტელი აზანზარებდა დადუმებულ გარემოს.
დუმილში ხომ ყველაფერი არაბუნებრივად ხმაურობს... თითქოს ბგერათა რხევა ძლიერდება მდუმარების გასაღვიძებლად.
შეხებას მთხოვდა თითოეული ნივთი და მეც მორჩილად ვასრულებდი მოკრძალებულ სურვილს.
ამაშია სიცოცხლის დიდებულება, სიცოცხლის ჯერ კიდევ შეუცნობელი არსი...
მითუმეტეს ამ უსუსური ადამიანების არსებობის გარეშე თვით ღმერთებსაც მოსწყინდებოდათ არსებობა ალბათ.
ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ქმედებები დიდებული გასართობი სპექტაკლია მათთვის.
    აღუწერელია განცდა , რომელიც ამ დროს იპყრობს ადამიანის არსებას. ის ჭეშმარიტი განცდაა, რომელიც სიტყვებში ვერასოდეს დაიბადება, როგორც ნამდვილი  სიყვარული.
შემოქმედთა ხატოვნება კი დიდი ტყვილი და ამასთანავე ნუგეშია ადამიანისთვის.
    თეთრი მტვერი  დაცრეცილი სუდარასავით ეფინა ანტიკვარულ ავეჯს ...
ახალგაზრდობაში სიძველისკენ მიილტვოდა როგორც ჩანს სახელოვანი არტისტი, ან კიდევ მისისვე აზროვნების კოლეგებს აწონებდა თავს.
მე კი საერთოდ მძულს სიძველე ... ასაკი ხომ ღლის ყოველგვარ ნივთს, ყოველგვარ მატერიას?! ის ხომ დროსთან ერთად მომსწრე ხდება უამრავი უბედურების.
ან კიდევ ბედნიერების, რომელიც უსათუოდ მაინც უბედურებით მთავრდება ბოლოს.
სიძველეს თითქოს სიკვდილის და სისხლის სუნი ახლავს თან,  ადამიანის ჯაფის და ოფლის. ასეთი ნივთები შემქმნელთა აჩრდილებად გადაიქცევიან და პატივს მიაგებენ თავიანთ შემოქმედს, როგორც ჩვენ ადამიანები, სხვა აზრი კი წყევლაა მათთვის.

ადამიანების დიდი პორტრეტები, დიდებული აკლდამები მეზიზღება და მირჩევნია აღარ მქონდეს მისამართი როცა მიწის ნაწილი გავხდები.
ჩემი ნივთებიც მინდა განადგურდეს, ოღონ ჩემი სიყვარულის ხელით და მხოლოდ მან იცოდეს სადაც დაფლო მასზე შეყვარებული ყოფილი ადამიანის გაციებული სხეული. მინდა რომ მან სამარეში ჩაიტანოს ის რაც  შემეხებოდა მე და სიყვარულის გარემოებამ ასმინა მასაც, სხვა შემთხვევაში ვერ ვეღირსები სრულ გარდაცვალებას და გაურკვევლობაში დავიტანჯები სამარადჟამოდ.
შეზღუდულ უფლებას და მოკრძალებულ თხოვნას დავუტოვებ შვილებსაც, მხოლოდ მაშინ თუ მექნება შეუღობავი განსასვენებელი, უსურათო და უმონუმენტო, არავითარი სიმბოლიკა, არავითარი ფრაზა და აზრი. სოფელში, რომელსაც ყველაზე ხშირად ვახსენებდი და საიდანაც დრომ სულ სხვაგან  გადამისროლა.
არ შეგეშინდეთ, აჩრდილად არასოდეს მოგევლინებით, თქვენი სიზმრები კი თვითონ აკონტროლეთ.
დამფრთხალი  გარბოდნენ პატარ წრუწუნები, უმისამართოდ და ალბათ მათი ინსტიქტები წყევლის ღმერთს ფეხის გულებში უღიტინებდნენ ჩემს დასასჯელად.

  სიხარულით ჩურჩულებდნენ სახლის კედლები, უსაზღვრო ემოციებში ვიძირებოდი მეც და ჟრუანტელი მივლიდა მთელს სხეულში.
ოცნებებში განცდილს ჰგავს შეგრძნებები ცვარიან ალიონზე , ცრემლებივით იღვრებოდა გაბერილი წვეთები დაბურულ სარკმლებზე და ღია კარიდან შემოპარული ნიავი სასიამოვნოდ მელამუნებოდა ცხელ სხეულზე.
სიამოვნებისგან მუხლებში ძალა მერთმეოდა და მინდოდა ეს წუათები საუკუნები გაგრძელებულოყვნენ.
ასე ვიყავი დიდხანს ... უცნაურ ბურუსში მიყუჩებულიყო ჩემი სული და აღარაფერი აღარ მახსოვდა, მოხდარი თუ მომავალში მოსახდენი, შემდეგ კი მთელი მონდომებით შევუდექი  ძველი სახლის დალაგებას , საქმე ბევრი მქონდა, მაგრამ არც არსად მეჩქარებოდა.
ჩემთან ერთად ცოცხლდებოდა და იღვიძებდა მიძინებული ენერგია თითოეულ ნივთში.
უცნაურია განცდა სიცოცხლის შთაბერვის , რათქმაუნდა ეს აბსტრაქტული სიცოცხლე ადამიანის სულში იბადება, ხოლო შემდეგ ფსიქიკის სიცრუე, გვაგრძნობინებს უცნაურ ფეთქვას არაცოცხალ ქმნილებებში, ჩვეულებრივ უსიცოცხლო მატერიაში, თუმცა ამ დროს დაჯერება იმ განცდის, რომელსაც არ აქვს და ვერც შეიძლება ჰქონდეს გამყარებული ახსნა, სჯობს, რომ განცდადვე დარჩეს და ზეტმეტი ფიქრით არ ჩავახშოთ ილუზიიის ესოდენ სათნო დღესასწაული.
ხშირად ვაკეთებთ ადამიანები არჩევანს, ისე, რომ არც გვაინტერესებს ჭეშმარიტი არსი ხელშესახები ნივთისა თუ ხელშეუხები განცდის. მოგვწონს გვინდა და ვემორჩილებით მოძალებულ სურვილს. ალბათ სწორიც არის , რადგან ჯერ ადამიანი არ არის მზად განსაჯოს ყველაფერი.
  სულ ადრე , ხეტიალისას  თუმცა არ ვიცი როდის ან როგორ ერთი ჩემებრ გზაარეული ადამიანი გავიცანი. ის თავს სხვებისგან გამორჩეულ „უცნაურ“ ადამიანად თვლიდა და დაუზარებლად ყვებოდა მისი ზე-ადამიანური შესაძლებლობების შესახებ. მაჩვენებდა სტიგმატურ ფიგურებს და ამით ამყარებდა მისი მისიის აუცილებლობას.
აი, რას მიყვებოდა ის:
არ ვიცი სად ან როდის დავიბადე... თუმცა როცა უკვე შემეძლო გამეგო ყოველივე, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ერთი ჩვეულებრივი ოჯახის წევრი ვიყავი. ვთამაშობდი ნაირფერადი საათამაშოებით, ბავშვური ენერგიით ვიკლებდი უზარმაზარ სახლს , სოცოცხლით სავსე, გარიდებული ყოველგვარ უბედურებას და მეგონა, რომ ასე გაგრძელდებოდა სამარადისოდ.
ასაკის მატებას, სიცოცხლის ზრდას რასაც ესოდენ ეტრფიალება ყველა მოკვდავი , უამრავი ტკივილის მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.
ერთ მშვენიერ დღეს შევიტყვე, რომ უშვილო ოჯახის წევრი ვიყავი, მათი სიბერის ნუგეში და დიდი ტკივილის რჩეული აჩრდილი.
დიახ მე ამარჩიეს უამრავთაგან.
აქედან დაიწყო ჩემი უბედურება და არავინ უწყის როდის მოეღება ამ ყოველივეს ბოლო.
ბევრი ვეცადე გამეგო თუ ვინ მშობა, ვინ მაჩუქა სიცოცხლე თუმცა ამაოდ, რადგან შიში წარსულის გაცხადების შესაძლებლობის უბიძგებს ადამიანს წაშალოს ყველაფერი და უსასრულო ლაბირინთები დატოვოს უკან.
  ჩემი ცხოვრება დიდი დრამაა, მაგრამ ყველას თავის ჯვარი აქვს სატარებელი ამ პირშავ დედამიწაზე, ამიტომ თავს არარ მოგაწყენ თუ რა ან როგორ განმიცდია. უბრალოდ მინდა მოგიყვე სადამდე მივედი საბოლოოდ, საიდანაც უკვე ვეღარსად წავალ.
ზოგი ჩემში უკანასკნელ ხსნას ეძებდა, ზოგმა კი გიჟად შემრაცხა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს სხვათა აზრს, როცა მთავარია იყო ბედნიერი, ვინც არ უნდა იყო, ან როგორიც არ უნდა იყო ადამიანი.
ერთი უცნაურობა მჭირდა, რისი მოსმენაც ალბათ ღიმილს მოგგვრის, მე კი კოშმარად მიქცია წუთისოფელი.
ყოველ დილით ავიღებდი მსხვილ თოკს, საკმაოდ გამძლეს და ქალაქიდან მოშორებით მივდიოდი... ერთი ხე მქონდა ამოჩემებული, სადაც საგულდაგულოდ მოვაწყბდი სახრჩობელას და საშინელ ყულფში თავს აუღელვებლად გავყოფდი.  ვგრძნობდი თუ , როგორ მიძნელდებოდა სუნთქვა, თუმცა ჩემი „თვითმკვლელობა“ უცნაურად ნელა ვითარდებოდა . იწყებოდა ჩემი მოგზაურობა სიკვდილის გზაზე, სადაც უამრავი საინტერესო და ადამიანის აზროვნებისთვის მიუწვდომელი სიუჟეტები ვითარდებიოდა. აჩრდილთა ქორწინება, ღმერთების ნადიმი, უსულოთა მოძრაობა და შესაშური აზროვნება, სჯა და ბაასი სულზე, დიახ ადამიანის სულზე.
ვერ ვიტყვი, რომ მხიბლავდა, მსგავსი მოგზაურობა, მაგრამ ხილვა გზის დასარულის წინ მექჩებოდა. ბოლოს კი იმდენად წვრილი ხვრელი გადამეღობებოდა გასავლელად , რომ ვეღარ ვაგრძელებდი გზას. გული მწყდებოდა, ხვრელის იქედან კი საოცარი ხმები და ფერების ციმციმი გამოკრთოდა.
უეცრად ძირს ვიწყებდი დაშვებას და მიწიერი ჰაერი ნელ-ნელა იმატებდა ჩემს ფილტვებში.
დილას დაწყებული თვითმკვლელობა, საღამოს მთავრდებოდა.  გასიებული კისერი , გაწყვეტილი თოკი და ფერმკრთალი სახე დასტური იყო ჩემი განზრახვის ნამდვილობის.
ერთადერთი გზა იყო ჩემს დასუსტებაში რათა იმ ვიწრო ხვრელში როგორმე გამეღწია. შემემცირებინა სხეულის ზომა, გავმხდარიყავი უფრო მსუბუქი რათა დამეძლია საშინელი ბარიერი, ამისთვის კი მიზეზი მჭირდებოდა, რათ მეშიმშილა და სხეული თანდათან შემემცირებინა.
მანამდე კი ჩემი გზა საშინელ ბარიკადთან თავდებოდა, მაგრამ მცდელობა არასოდეს შემიწყვეტია.
ერთ დილას საშინელმა კბილის ტკივილმა გამაღვიძა. მიჭირდა ანალიზი გამეკეთებინა და დამეგეგმა ახალი დღე, რომელიც ყოველთვის ერთი სიუჟეტით ვითარდებოდა. დაბნეულმა დავიწყე თოკის ძებნა, რომელსაც საგულდაგულოდ ვმალავდი, რათა სხვას არ ეხილა ის და ეჭვები არ გასჩენოდა ჩემი განზრახვის შესახებ. როგორც იქნა ვიპოვე თოკი, ძველ ჩანთაში მოვათავსე და კარებისკენ გავემართე გასასვლელად, თუმცა უცნაურმა აზრმა შემაჩერა და მყისიერად დავაგდე კარების ზღურბლზე ძველი ჩანთა.
დენტისტთან წავალ, ტკივილზე მოვუყვები, ის ვერ მიშველის, პირს შევკრავ და ვიშიმშილებ, დავსუსტდები და იმ ხვრელში აუცილებლად გავაღწევ.
ისევ დავსტაცე ჩანთას ხელი და საწოლის ქვეშ შევაცურე, კარები გარედან ჩავკეტე და დენტისტისკენ გავემართე აჩქარებით.
მოხუცი დენტისტის რჩევები ჩემთვის მხოლოდ იარაღი იყო, რომელსაც უკურმართი გზით გამოვიყენებდი და შევძლებდი იმას, რისკენაც ამდენი ხანი მივილტვოდი. სხვა კი არაფერი მაინტერეებდა, საღი აზრი და განსჯა ჩემს გეგმებს თვდაყირა აყენებდა, ამიტომაც გავურბოდი მათ.
ორმოცი დრე ვიშიმშილე... თეთრ ზეწარზე არეკლილ აჩრდილს დაემსგავსა ჩემი სხეული, თუმცა გონებაში ამოჭედილი სურვილი, ძალას მაძლევდა და მთელი ძალით მიბიძგებდა ამოჩემებული მიზნისკენ.
სხვები ალბათ ჩემი სიკვდილის მოლოდინში დარდობდნენ , მე კი პირიქით სხვაგვარ სიცოცხლეს დავეძებდი მწარე განსაცდელში.
მორჩა ჩემი ორმოც დღიანი თვით გვემა...
ბოლო ძალებს ვუხმე მისუსტებულ სხეულში რათა ძველ ადგილას მივსულიყავი და საბოლოოდ დამეგვირგვინებინა ჩემი ესოდენ მტკივნეული და შრომატევადი ექსპერიმენტი.
მოვიძიე ძველი ჩანთა, ინტერესით გავხსენი, რათა დამეზუსტებინა, რომ თოკი იქ იყო და შემდეგ ნელი ნაბიჯებით გავემართე ტყისკენ.
ჩვეულებრივი დილა იყო, დილის ცვარი აიაზმასავით მოპკურებოდა მინდვრის ზამთარ გამოვლილ ბალახს და ფეხებში სასიამოვნოდ ჭრაჭუნებდა.
არავითარი ფიქრი და ანალიზი, მომხდარის თუ მოსახდენის... ჩემს ოდინდელ სურვილს პირველყოფილური ინსტიქტები ასრულებდა ალბათ და მეც ბრმად ვემორჩილებოდი ყველა ქმედებას.
ალბათ მოგწყინდა ჩემი მოსმენა საბრალო ადამიანო, ამიტომ მალე დავასრულებ, მომართა მან და თავი თითქმის მუხლებამდე დახარა.

-გისმენ, მივმართე მე და სახისა და ხელების თავისებური მიმიკით გავამხნევე ის.
ხე, აღარ დამხვდა მეგობარო, მოხუც მეტყევეს მოუჩრია მთავრობის ნებართვით, ჩემი უცნაური მისტერიები კი მხოლოდ იმ ხეს უკავშირდებოდა და ძიება სხვა ხსნის ამოა გულისთქმა იქნებოდა მაინც.
ერთი შეხედვით ვერაფერი გავიგე, მან კი კმაყოფილი სახით შემომხედა, გამომშრალ ღაწვზე კი ცრემლი უბრწყინავდა.
ჩვენ ერთამანეთს გავეყრებით, დრო გავა, ის ხომ წინა წამებს უკვე ისტორიის წიაღში მიექანება და მიხვდები რაც მოგიყევი.
მშვიდობით, მომმართა მან და ნელი ნაბიჯებით შეერია გაზაფხულის სუსხიან ბინდს.
ახლა კი ვხვდები , მაგრამ ძალა შეცვალო მდინარის დინება აღარ არის და ვემსგავსები იმ ბერიკაცს, რომელსაც ბავშვობის დრინდელი თამაშები ენატრება, თუმცა უძლურია სიბერის წინაშე.
    ოცნებებში განცდილს ჰგავდა შეგრძნებები ცვარიან ალიონზე, ცრემლებივით იღვრებოდა დაბერილი წვეთები დაორთქლილ მინებზე და მსუბუქი ნიავი მელამუნებოდა ცხელ სხეულზე.
სიამოვნებისგან მუხლებში ძალა მერთმეოდა , მთელი მონდომებით ვალაგებდი ძველ სახლს და თანდათან ვაღვიძებდი მიძინებულ ენერგიას თითოეულ ნივთში.
ბზის ლაბირინთებში სარეველებს ჩეხერგათ ვიწრო ბილიკები , მე კი გული მისკდებოდა მათი თავხედობით და უმოწყალოდ ვჩეხავდი ბოროტის მქნელ ქმნილებებს, რომელთაც უპატრონო კარ-მიდამო ბასრ კლანჭებში მოექციათ და მედიდურად ბატონობდნენ.
აკვიატებული აზრი სიცოცხლის ძალის შესახებ არ ტოვებდა ჩემს შეგნებას . სიცოცხლის გარეშე ხომ სამყაროს არსებობაც ამაოებაა.
ეკალ ბარდებში სულ დამეფლითა ხელის მტევნები, ცხელი სისხლი ამოვარდებოდა გამსკადარი კაპილარიდან და სხეულის მცხუნვარებით მალევე ახმებოდა ღრმა ნაოჭებს. დიახ ჩემი სისხლი, ის თვითონ იყო ალიბი სიცოცხლის დიდებულების.
  უამრავი შრომა და ძალისხმევა დამჭირდა გავერანებული,  მკვდარი გარემოს გასაცოცხლებლად , საკუთარ სისხლსა და ოფლს ვაძლევდი ხარკად მშვენიერების ხილვის წუთებს . ყოველგვარი დაღლა და წუხილი მყისიერად ქრებოდა, როცა თვალს მოვავლებდი საკუთარი ხელის ნაყოფს, საკუთარ შემოქმედებას და სიამოვნების ჟრუანტელი დამივლიდა სხეულში.  ბედნიერებაა, როცა ქმნი და მისი ხილვა თავადაც ძალგიძს.
     
      ვირწმუნე, რომ ემა სტეტჰემი ჩემი ილუზია იყო... მან  მომისპო მთელი თავისი არსით ცხოვრება და ახლა ფენიქსივით ვცდილობდი ფერფლის გროვიდან კვლავ აღვმდგარიყავი.
  სასიამოვნოდ და შეუმჩნევლად გადიოდა დღეები.... საკუთარ თავში ვიპოვე ყველა დეტალი უსაზღვრო განცდების... თითქოს და აქამდე ჩემი სული გამუდმებით მემუდარებოდა აღმომაჩინეო...
განვავითარე ოცნება და ეს სრულებით საკმარისი იყო ჩემი ბედნიერებისთვის . არცერთი დღე არ ჰგავდა ერთმანეთს , განსხვავებული იყო ყველა აისი თუ ედელვაისი.
დაღამებამდე დავეხეტებოდი ტყეში, ვტკბებოდი საოცარი პეიზაჟებით, ვემეგობრებოდი ბუნების სრულქმნილ სიცოცხლეს და დაღლილ დაქანცულს მკვდარივით მეძინა დილამდე, ვიდრე თავიდან არ დაიწყებოდა სასიამოვნო თავგადასავალი.
ხანდახან თავს სიზმარში მახსენებდნენ ჩემი ილუზიური ნაცნობები და მხოლოდ დროებით ახერხებდნენ დაეფრთხოთ ჩემთვის სიმშვიდე.
    ერთ დილას ჩვეულზე ადრე გამეღვიძა, ისედაც მთელი ღამე მოუსვენრად ვიყავი...
თვალები მოვიფშვნიტე და ზანტად წამოვდექი საწოლიდან. თეთრი ნისლი შემობურვოდა მთელს სოფელს, ირგვლივ არაფერი ჩანდა, თითქოს სიმწვანე უსასრულო ნისლში განზავებულიყო და დაუკარგავს ესოდენ მომხიბლავი სიმკვეთრე და სიხასხასე.
მდუმარება გამეფებულიყო ირგვლივ.
ცოტა არ იყოს საშიშად მომეჩვენა ბუნების ეს უხილაობა და კარების ზღურბლიდან უკან დავიხიე.
- დამეხმარეთ...
გაისმა უმწეო ხმა უსასრულო უხილაობიდან...
ადამიანის ხმას კარგა ხნის გადაჩვეული იყო ჩემი გონება. მსგავსი ბგერები მხოლოდ მოგონებებში ცოცხლობდნენ და აქა იქ თუ გაიჟღერებდნენ წინათგრძნობის საღერღელად. უცნაურმა შიშმა ამიტანა და წამიერად ვიგრძენი, რომ უნდა მეპასუხა. დიდი ხანი მდუმარე იყო ჩემი საუბარი, მე არ მყავდა თანამოსაუბრე, მხოლოდ და მხოლოდ უკაცრიელი სიცარიელე იზიარებდა ჩემს ფიქრებს.
პირი გავაღე, მინდოდა რამე მეთქვა , მაგრამ ბგერები თითქოს მიმხმარიყვნენ სახმო იოგებზე.
დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი ხმამაღლა დამეყვირა, თუმცა ამაოდ.
თავ-გზა აბნეული შევვარდი სახლში, უკან კი უმწეო ბგერები მომზდევდნენ და აჩრდილებივით მებღაუჭებოდნენ დასახმარებლად.
„დამეხმარეთ“ , გაიძახოდა ის .
  ძლივს მივაგენი სიჩქარეში ძველ ჭრაქს და ხელების ბორძიკით , როგორც იქნა ავანთე. მოწოლილი შიში და ნავთის სურნელი უსასრულობაში მიჰქონდა ყვითელ ალს .
ისევ გარეთ გავბრუნდი, მორიგ დაძახებას ველოდებოდი, რათა ხმას გავყოლოდი. დამეხმარეთ - კვლავ გაისმა მიბნედილი ხმა.
მოძველებული ჭრაქი, უღიმღამოდ ანათებდა , თითქოს ისიც შეეკრთო იდუმალ სტუმარს. გვერდზე მოვისროლე და ხელის ცეცებით მივიწევდი წინ. უმისამართოთ , დავბოდიალებდი თეთრ ნისლში, ხმა კი ისევ დაჟინებით მთხოვდა შველას.
ნელ-ნელა მზის სხივები გაიბლანდა თეთრ ბურუსში და თანდათან იწმინდებოდა არემარე , დრო და დრო უფრო შორს ვხედავდი.
ხმა ბზის ლაბირინთებიდან ისმოდა, იქეთ გავიქეცი...
ვცდილობდი რამე მეთქვა სანუგეშო, თუმცა ბგერები კვლავ უსიცოცხლოდ იკარგებოდნენ .
ადამიანი ბედისწერას იმას არქმევს, რისკენაც თავად მიისწრაფვის  მთელი ენერგიით და თუ არასასიამოვნო სიურპრიზით დამთავრდება მისი მცდელობა  ყოველივეს „ მტარვალ ბედისწერას“ გადააბრალებს.  რაღაცნაირი სუბლიმაცია და სიცრუეა მოგონილ ერთობაში.  და რომც არსებობდეს ბედისწერა , მისი დამწერი აუცილებლად უნდა ჩამოვახჩოთ.  წინსვლა არასოდეს არ უნდა სცადო სიმართლის დამალვით, არასოდეს არ უნდა დათრგუნო ერთი შეხედვით უჩვეულო აზრები რადგან მომავალში შესაძლოა თვითონ აზრებმა დათრგუნოს ადამიანი. ბერტნარდ რასელიც იგივს ფიქრობდა ამ საკითხზე.
    ის დაცვარულ ბალახებში იწვა  და დაუფარავ სხეულზე თეთრი ორთქლი ასდიოდა. შორეახლოს ვიდექი მასთან , ნაზი კანი ალაგ-ალაგ დაეკაწრა უხეშ ბუჩქებს, გრძელი , ოქროს ფერი  თმები დაემძიმებინა სისველეს.
თითქოს და ამ ბზის ლაბირინთებში ხატავდა ბოტიჩელი თავის ვენერას.
ღმერთო ჩემო, გამიელვა გონებაში.  ნუთუ შესაძლოა , რომ ეს სიმართლე იყოს?!
თავზე ვადექი , როგორც მონადირე მწევარი, თავის მსხვერპლს და უნებართვოდ შეხებასაც ვერ ვბედავდი.
თვალები დახუჭული ჰქონდა და ეს კიდევ უფრო მაფრთხობდა , მეშინოდა მეხილა მისი მზერა ჩემი შეხებისას.
თვალები გაახილეთ, თვალები გაახილეთ.... ვიმეორებდი გულში და ვგრძნობდი როგორ უცნაურად დახტოდა შემზარავი მიმიკა ჩემს სახეზე.
ალბათ ნამდვილ ადამიანს სადღაც , ფსიქიკის უფსკრულსი გაურბენდა აზრი სილამაზის დამორჩილების ან უბრალოდ სილამაზის დაპატრონების. მსგავსი ლტოლვები და მისწრაფებები ატრიალებს სამყაროს დასაბამის დღიდან. დროში ნასწავლი ხრიკები კი პირვამდელ სახეს ჩვენი განცდებისა ათასგვარი  ფორმით ცვლის და თითქოს უფრო შესატყვის ხდის კონკრეტულ ეპოქასთან.
მე კი ავადმყოფი გიჟი გაფართოებული თვალებით ვუვლიდი წრეებს მის სხეულს...
„გონს მოდი“- მკარნახობდა გონების ჯანსაღი ნაწილი, „დაეხმარე“- მიბიძგებდა ის. 
ხელი კანკალით გავწიე დაცვარული მაჯისკენ . მეშინოდა შეხების, მეშინოდა მეგრძნო სიცოცხლის პულსაცია. როგორც იქნა გავბედე და სახეზე მყისიერად შევახე ხელი, თითქოს ვამოწმებდი ნამდვილად იყო ცოცხალი თუ არა. ნამით დაფარული სხეულის სითბომ შემაშინა , უკან დავიხიე და ისევ თავიდან დაიწყო გჟური რიტუალი.
თეთრი სახე, ოდნავ ჩაცვენილი ღაწვები. ძალა მოვიკრიბე, ისე როგორც სიკვდილის წინ ჩვევიათ ხოლმე განწირული ადამიანების სხეულს, ყველა განცდას ავულაგმე კარი და ასე ინსტიქტებით შეპყრობილმა ცხოველივით დავუწყე რყევა მის სხეულს. მანამ ვარყევდი სანამ თვალები არ გაახილა.
მწვანე თვალები, ულამაზესი მწვანე თვალები...
ეს ანგელოზია, უთუოდ დაცემული ანგელოზია , ვფიქრობდი მე. 
ნუ გეშინია - თითქოს თავისთავად ამოხეთქა სიტყვებმა ჩემი ბაგეებიდან. გულში ვიკრავდი შეციებულ სხეულს , მთელი გრძნობით მინდოდა დამეფარა მისი სხეული .
  დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, თითქმის მთელი ცხოვრება , ჩემს სარეცელს არავინ შეხებია, არავის გაუზიარებია ჩემი ჩემი დამფრთხალი ვნებები, ჩემი ხრწნა დაწყებული სული და გასაცოდავებული სხეული მხოლოდ ზიზღს იწვევდა გიჟურ ილუზიებშიც კი. გიჟური ილუზიები- ეს არის მდგომარეობა, რომელიც მომავალში ელოდება სამყაროს მძიმე გამოწვევად.
უცხო პლანეტაზე კი მე, უბრალო მოკვდავს ვერავინ მითანაგრძნობდა , აქ კი უკაცრიელ სოფელში მხოლოდ მარტოობა იყო ჩემი თანამეცხედრე.
ხელში აყვანილი მიმყავდა სახლისაკენ, მსუბუქი სხეული ჰქონდა, ნელა შევაღე სახლის კარები და იქვე შესასვლელში მდგარ ძველ თახტზე, რომელიც კარგახანია ჩემი საწოლო იყო მოწიწებით დავუშვი. ის თითქოს დედოფალი იყო, მე კი მისი მსახური.
თეთრი ზეწარით ვცდილობდი დამეფარა მისი სიშიშვლე, ის არ ინძრეოდა მხოლოდ ულამაზესი მკერდი ირხეოდა რიტმულად.  ღვთაებაა, ვფიქრობდი მე და საკუთარი სუნთქვის მეშინოდა.
მთელი დღე თავს დავს დავსტრიალებდი, წამითაც არ დამიტოვებია, ხანდახან გიჟივით მივარდებოდი თეთრ როიალს და უაზროდ ვუტყაპუნებდი თითებს კლავიშებს. იქნებ ეს იყო ინსტიქტური ლტოლვა და ძახილი ....
მონალიზაა... არა , არა მონალიზა მას ვერ შეედრება . ღმერთო ჩემო ნეტავ რამდენიმე საათით გებოძებინა მხატვრის ნიჭი ჩემთვის.
მოსვენება დამეკარგა, პაწაწინა მწერებს დავდევდი და უმიზეზოდ ვუსწრაფებდი სიცოცხლეს, თითქოს მათ ჰქონოდათ რაიმე ბრალი საქმის არსში.
საათის მონოტონური წიკწიკი პირდაპირ ტვინის უჯრედებზე მჩქმეტდა და უარესად აღაგზნებდა აბობოქრებულ გრძნობებს. ოდნავ შეირხა , წამიერად გულის ცემა გამიჩერდა და მყისიერად შევწყვიტე სუნთქვა, თეთრი ზეწარი ნელ ნელა დაეშვა იატაკისკენ ... შიშველი სხეული, სრულქმნილი სილამაზე , ჩემი საწოლი...
არასოდეს შემიფასებია ასე ქალის სილამაზე , ან იქნებ სულიერი და ფიზიკური გაუცხოების ბრალი იყო ყველაფერი ?! იქნებ შეშლილმა აზრებმა ჩემი სული გაანატიფეს , გაანაზეს და ჩამინერგეს ახალი უნარი ხილულის თუ უხილავის გასაზვიადებლად?!
უჩვეულო ჟრუანტელი მივლიდა სხეულში , ჩემი მზერა ალბათ ამ დროს პირველყოფილსურს გავდა . იმ მზერას როცა ადამმა პირველად იხილა შიშველი ევა.
როგორ მომნატრებია ადამიანები... როცა ცხოვრება ან საკუთარ ფსიქიკაში შობილი ილუზიები გაიძულებს აგერიოს ღირებულებები, როცა შეიცვლები და პიროვნების ჩარჩოებს გასცდები, რაც არ უნდა კარგი იყო საზღვრებს იქეთ, როცა უბრალოდ თავიდან გამოიჭედები, ყოველთვის ძნელია შენში თავიდან ააღორძინო ყველა გრძნობა რომელიც ოდესღაც განადგურდა , ოდესღაც კი არსებობდნენ.
შუაღამე გადასული იყო, ნელ-ნელა მერეოდა ძილი


 



































კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები