ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემურ მაკარაძე
ჟანრი: პოეზია
28 აგვისტო, 2017


ჩემს გულში მარიამ


ფერები იცვალეს შავ-თეთრმა ფიქრებმა
შეწყვიტეს დუმილი, სიყვარულს მღერიან
და თითქოს მთელი ცაც ღიმილით ივსება,
ჩემს გულში მარიამ მიყვარხარ წერია.

წერია "სიცოცხლე" და ჩემი "სუნთქვა" ხარ,
შორს მყოფი თვალების ნანახი სიზმარი;
შენამდე მოსასვლელ ზღვა წამებს - უთვალავს,
დროს როგორ ვაჯობო? მასწავლე, მითხარი...

თუ ავყვე ბილიკებს, შენივე ნატერფალს
ტრფიალით გამოგყვე შორეულ ღამემდე
და სანამ გრძნობების ქაოსი წამლეკავს,
მხურვალე კოცნასაც ვინატრებ რამდენჯერ.

ლექსებად ჩამოვწერ ნამთვარევ ზეცაზე
გულისთქმას, რომელიც
სიყვარულს ქადაგებს.
და მერე ხელსაც კი ავიღებ წერაზე,
რომ თავსხმა წვიმაში მოვედოთ ქალაქებს.

განთიადს ნაწვიმარ გრძნობებით შევხვდებით
ქუჩაზე, რომელზეც ჩემ სახლის ჭერია.
ხომ იცი ამ ქვეყნად, არ შევხვდით შემთხვევით?
ჩემს გულში მარიამ მიყვარხარ წერია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები