ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2017


რე---აქ--ცი---ა

დღეს ამოვაშრე ბოლო ჭაობი,
ამოვტივტივდი ხავსში ნაფოტად,
თქვენგან დაკრული ენის ნაჭდევი
დღესაც მაჩნია უშნო ბავშვობად.
ტკივილი უწინ...ტკივილი  ახლა...
არ გამიბედოთ, ნუ მესვრით ტალახს...
თქვენ ვერ მასწავლეთ ვნების მოთმენა
და მწუხარების ასე ატანა.
არ დამადევნოთ სადღაც მიმავალს
უშნო  ქირქირის კორიანტელი,
თორემ გეტყვით, რომ  თქვენ არ  ყოფილხართ
ჩემთან შეხვედრის მოტრფიალენი.
მე თქვენ მიყვარხართ, ხან-ხო, ხან-არა,
ხან სიყვარულში თავს ისე ვკარგავ,
რომ ვეღარ  ვარჩევ ტყუილს და მართალს
და  გეფერებით  ვით სა-ლა ხანა.
ჰოდა დავაშრე  ჭაობი ბოლო
და  ვირეკლები, როგორც ქამბალა....
ყურში მითხარით სიცოცხლის არსი,
არ შემატოვოთ უცხო ზღაპარად.
ნუ მომიშორებთ, ჩამომსვით ფერხთით,
ჩუმად ვიჯდები, როგორც ფერია...
და არასოდეს  აღარ მიკივლოთ,
რომ არსებობა არაფერია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები