ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
29 აგვისტო, 2017


ვიადამიანოთ!

მოდით შევუცვალოთ სამყაროს ფერები...
ლურჯი ცა მწვანე ფუნჯით შევაზაოთ,
მიწას დავამჩნიოთ ჩვილ იის ბგერები,
ყველა დროს გაზაფხული შევაპაროთ.
მოდით აპრილის თვე სულზე დავიხატოთ
დეკემბრის ცივ ბილიკზე მოვიფაროთ,
მარტის ქარიხალი ტუჩზე დავიმატოთ
ღიმილით სუფთა წლები მოვიპაროთ.
მოდით სისადავე წრფელად ჩავიხუტოთ,
ერთმანეთს ოცნებები გავუცვალოთ,
ახლა სწორი სუნთქვით უნდა დავიმუხტოთ
რომ სევდას არსებობა დავუცალოთ.
მოდით უცოდველი გავხადოთ ბუნება,
ქვეყანა ცისარტყელით გადავჩეროთ,
სინათლით გადავფაროთ ევას სხვა ცდუნება,
დრო ადამიანობით გავაჩეროთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები