გემრიელი ღვეზელები გამოგვიცხო დედამ. ჭამით გული რომ ვიჯერეთ , მერე გვითხრა ასე: -შავი ფისო ჩვენს ეზოში რომ სეირნობს,ხედავთ? მშიერია და ილოკავს ტალახიან თათებს. მე და ტასოს ჩაგვეცინა... ეჰ რა იცის დედამ, რომ ფისუნას ჩვენი წილი ფაფითაც კი ვკვებავთ! აი, ახლაც ზის ჩუმად და მადლიერად გვიმზერს, ეს იმიტომ რომ ღვეზელი ჯერ მას გავასინჯეთ !