 | ავტორი: ვენი ჟანრი: პოეზია 29 აგვისტო, 2017 |
მე თქვენს ვარდნარში შევიპარე მთვარიან ღამით, ერთი ვარდისთვის გამოვცადე დიდი ხიფათი, ყველა ვარსკვლავი მიღიმოდა, მითხარით რამე... რამე მითხარით. ჩადრი ვერ მალავს ცრემლიან და სევდიან თვალებს, თქვენ კი სიბრაზემ ჭაღარაც კი აგიელვარათ, ახლა ისეთი ნაწყენი ხართ, შავ ღვინოს დალევთ და არც დამალავთ. ვარდების ქურდი დაუთვლელად გიბრუნებთ ვარდებს... რატომ გგონიათ, რომ ახლოს ხართ გიჟურ მიზანთან? რომ არ გაკოცეთ ,თქვე წყეულო, რად ყვედრით გამჩენს? მე არ მიყვარხართ! ალბათ, ვერასდროს აისრულებთ სანუკვარ სურვილს, დაგრჩებათ ნატვრად, კაბის შრიალმა შეგაშინოთ დღეიდან ჩემმა, მშვიდობით ახლა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. დათოს დასტური დათოს დასტური
1. განცდა გასაგებია. განცდა გასაგებია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|