ვინც ბრბოში მოხვდა გარდაუვლად და უკლებლივ, სულ ყველა მოკვდა... მოკვდა...აღსრულდა იდეალად ჩაინთქა ხალხში... როცა ქვეყანას ყულპად ჰქონდა კისერზე კვანძი, ის ამორძალი კვანძს უხსნიდა ღვთის ჟანა დ'არკი. როდესაც ღმერთმა აირჩია ბრწყინვალე ქალად და უბრძოლველად აჩოქებდა იმ ყველა ქალაქს ფანატიკურად დომინანტი,ქალური შარმი გადაიფარა მამაკაცის სამოსი ყალბით, რომ მიეღწია დოფინს ანდა შინონის ციხეს მტერი მახვილებს უმიზნებდა ორლეანს ქალწულს, არ აზეიმეს... მოიშორეს... შეშინდა მეფე... არისტოკრატი ყველა, და თვით სამღვდელო პირი... ნაღალატევად მოიშორეს,გაცვალეს მტერთან... სიკვდილი?! რისთვის?! ღვთის რწმენისთვის?! ქვეყნის ხსნისთვის, ტარიგად მისთვის?! ასეთი დიდი განაჩენი ქალის სუსტ სხეულის ძლიერ სულისთვის?! ... რუანის ძველი მოედანი ბრბოს აღმაფრენა, საეკლესიო დებულება: ჟანა დ'არკს "მწვალებლად" თუნდაც "ჯადოქრად" ხედავს... ღვთის ჟანა დ'არკი მოედანზე კოცონზე იწვის, როგორც იწვოდა უსამართლო ქვეყანა მისი, სანამ ორლეანს,სხვა ქალაქებს იხსნიდა ის კი ... ვეღარ ხედავდა ცეცხლის ალში ვისთვის ეწამა... სდუმდა სამეფო, არისტოკრატი და თვითვე მეფე... სამღვდელოება უმაღლესი და მშვიდი ხალხი... და ქალის სული ზეიმობდა, წმინდანი ქალის! როგორ ვერ ჰგუობს ო,ეს მიწა როგორ ვერ ჰგუობს სუფთა და დიად იდეალებს! უფალის გარდა! https://www.youtube.com/watch?v=Gm3AFoJ39HI&t=1188s
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. მუხა, გაიხარეთ! ეს ისეთი თემაა...ჩემთვის ყველაზე მეტად საფიქრალი და ძალიან რთული...ზედმეტად!
მუხა, გაიხარეთ! ეს ისეთი თემაა...ჩემთვის ყველაზე მეტად საფიქრალი და ძალიან რთული...ზედმეტად!
1. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|