აბა როგორ დაგივიწყო ანდა ვით არ გიმღერო, მსურს ჩემს თვალწინ ერთხელ კიდევ ყელი რომ მოიღერო.
თუ გზას ისევ გამინათებს მაგ თვალების ნათელი, არასოდეს ჩამიქრება სიყვარულის სანთელი.
როცა გულზედ მომაწვება შენზე ფიქრი დარდივით, მყისვე თვალწინ დამიდგები შენი თეთრი მანდილით.
ჰოდა, როგორ დაგივიწყო, გული არ მაპატიებს, შენთვის კუთვნილ კერიაში ბევრი ღამე ვათიე.
მწამს, გზას ისევ გამინათებს მაგ თვალების ნათელი, არასოდეს ჩამიქრება სიყვარულის სანთელი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|