ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
30 აგვისტო, 2017


რაჭული ჩანახატი

თავქვეშ მედო ხელები და
ღრუბლებს გავყურებდი.
ყურთან ჩუმად მეხებოდნენ
ლორთქო სამყურები.

ცაა ისე მაღალი და
ისე გამჭვირვალე,
სხვა სიამე აღარ მინდა
მზე, მჭადივით მთვარე...

სიდინჯეა ყველაფერში
იდილიის მბადი.
აქაურო ღვინო ყელში
ზარზეიმით ჩადის...

სიო ისე დაბანცალებს,
მოჰგავს ნახვანჭკარებს.
ახლა სულსაც ანაცვალებს
მოშრიალე ჭალებს.

აქ სიმშვიდე ისე სუფევს,
როგორც სამოთხეში.
სხვა ხიბლი აქვს რაჭას უფრო
მარიობის თვეში...

მწყემსი თვითონ ორღობეა
მოუძღვება ნახირს.
დარჩა რაჭას მოგონებად
ხალხით სავსე სახლი...

ცა ნაჭედი ვარსკვლავებით
ასე მხოლოდ აქ ჩანს!
ვერცხლისფერი ნაძვნარებით
მოხატული რაჭა.
    17.08.17.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები