 | ავტორი: ნინო99 ჟანრი: პოეზია 1 სექტემბერი, 2017 |
დილაადრიან შავთეთრი ნისლები... წვიმა თქარუნით წამწამებს რეცხავს... ეს გაზაფხული ირმის თვალებით ზამთრის სიცივეს ჩემს გულში კეტავს. ეს მარტოობა ხელს მიყოფს სულში, ჩემი ცხოვრების განმკითხველთ უხმობს, ცეცხლით გამომწვარ ბედის თონეში ჩემს მარტოობას ცივ თითებს ვუთბობ. მთლად გაირეცხა თმები სლიპინა, წვეთმა გალია ქვა მოთმინების, სულ ფოთოლ-ფოთოლ ვეცემი მიწას, ზღვა დაილია ჩაის კოვზებით. ესეც წვიმა და მარტოკაცობა და უსურათო ალბომი ბედის, ესეც თითები, სველი, სლიპინა...... რა დაგიშავეთ, სულში რომ ძვრებით?!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|