ფურცელს მარცხნივ გადავდებ, კალამს მარჯვნივ და აღარაფერზე დავწერ, რომ შემეძლოს... მაგრამ როგორ უნდა ვუყურო მათ შორის ცარიელ ინტერვალს? ეს იგივეა ცა და დედამიწა ერთმანეთს მოწყვიტო და მათ შორის მყოფი "სიცოცხლე" ჩაკლა.
არ შემიძლია...
როგორ უნდა თქვა უარი ხედავდე სამყაროს გრძნობების ენით? ვერც დაუმალავ პოეტს იდუმალ განცდას, თუ როგორ ერწყმის დღე-ღამე ერთურთს და ამ კოცნისას ვარსკვლავები იბადებიან.
მე ვერ ვიქნები უპოეზიო პოეტი...
აი ვდებ ფურცელზე კალამს, ვშლი მათ შორის მყოფ სიცარიელეს და ვგრძნობ მთელი სამყაროს სიცოცხლეს, ერთი ჩვეულებრივი გოგონას გულისცემაში.
და თავხედურად ვაცხადებ: მე პოეტი ვარ... შენზედ შეყვარებული პოეტი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|