ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მირი-ანი
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2017


21

წამოიშალნენ არწივები ჭიუხებიდან
და არაფერი სხვა არ იყო მსგავსად ლამაზი.
რამეთუ სიზმრებს ვერ გაუგებ მიუხედავად
რამდენად ხშირად საუბრობენ სხვები ამაზე.
.
ვალაგებ აზრებს და უაზრო ქარია გარეთ
ფიქრებიც ახლა ფოთლებივით მიმოიფანტნენ
და ჩემი ტრფობაც ისეთივე არის შენდამი
როგორც ზაფხულის გაზაფხულთან შემოფეთება.
როგორც მზე უხვად წაუკითხავს ლექსებს აგვისტოს
როგორც ფიქრებში აინთება შენი თვალები
და შენი ქუჩის ყოველდღიურ ფერისცვალებას
და შენს ნაბიჯებს.
შენს ნაბიჯებს ჩუმად დავითვლი.
წამოიშალნენ შენი თმები არწივებივით
და შენი ყელი გადამექცა აკვიატებად
როცა ცას ჩვენი ვარსკვლავები დასცვივდებიან
მე შენთან მოვალ. ნუ ჩამითვლი დაგვიანებად

რამეთუ სიზმრებს ვერ გაუგებ მიუხედავად
რამდენად ხშირად საუბრობენ სხვები ამაზე
გიყურებ ხარბად. და ღმერთების განგებას ვლოცავ
აღარაფერი რომ არ არის შენზე ლამაზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები