| ავტორი: ნექტარი ჟანრი: პროზა 2 სექტემბერი, 2017 |
იყო შემოდგომის ჩვეულებრივი დღე. არა, არ ეს არ იყი ჩვეულებრივი დღე მზე არსად ჩანდა, შენ გესაუბრებოდი დიდხანს და მივდიოდი, საით ამას მნიშვნელობა არ აქვს. არა, არა ეს გზა შენსკენ მომავალი იყო. გზა სუფთა იყო, გულწრფელი ნაბიჯები აწყობილად ენაცვლებოდნენ ერთმაეთს. თავი ავწიე, შენს სახეს ვერსად გავექეცი, თითქოს მივედი, გზის ბოლო აქ იყო. შენი თვალბი ისე მეტყველებდნენ, როგორც, ამას შენ ფიქრობდი ხმოვანი სიტყვებისა და წინადადებების გარეშე. მე გიპასუხე თვალებითვე, რომ ყველაფერი გავიგე, რაც მითხარი და რისი თქმაც იყო ჩვენი შეხვედრის მიზეზი თქო. თავი დავხარე და მიგანიშნე, მოგესმინა ჩემთვისაც. შენ მისმენდი, მე კი გიყვებოდი, რომ : სიყვარულს აღიარება არ უყვარს, რადგან ის არც დანაშაულია და არც სასჯელის შემსუბუქებას საჭიროებს. სიყვარული განსაკუთრებული და უნებური გრძნობაა, რომელიც თავისდათავად იბადება, ვითარდება და ნაყოფსაც იძლევა, სიყვარული სიძულვილზე ბევრად ძლიერია, ის თავდავიწყების ხელოვანია . სიყვარულიდან სიძულვილამდე უმცირესია მანძილი, მას ნაცარმტვრად მოქცევა შეუძლია წამში წლობით ნაამაგარისა. რაც მოიპოვე მოუფრთხილდი ყველაფერს, მოპოვება ძნელია, შრომატევადი და ხაანგრძლივი, ხოლო, მისი დაკარგვა მეხივითაა და ელვისმაგვარი. სიყვარული გრძნობებს მართავს, გრძნობები კი, ადამიანს. სიყვარული თვითმმართველია, მასზე ვერავინ ბატონობს. სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს, ის იბადება და არსებობას არსად წყვეტს, მოუცილებადი და უხორცოა, დაუმარცხებელიც. სიყვარული ხელოვნების ნიმუშებს სულს უდგამს, მეტყველს ხდის, ჰარმონიაში მოჰყავს ყველაფრი, სიყვარული ცისარტყელას ჰგავს ხან ფერმკრთალია, ხან მკვეთრი, ხან იქ და ისეთ დროს გამოჩნდება, სადაც არ ელიან, ხან კი, მიიმალება. სიყვარული ნუგბარსაც ჰგავს, ხან თაფლივით ტკბილია, ხან კი, ზარავანდივითაა. სიყვარული ხან გრიგალივითაა, ხან ქარიშხალივით, ხან, ქარივით და ხანაც სიოსავით, ნიავივით. სიყვარული ხან დილას, ჰგავს აისივითაა, ხან საღამოს, დაისივითაა, სიყვარული დიდი წიგნივითაა, რომელიც არასოდეს მთავრდება. სიყვარული ჩვენთან იბადება, მაგრამ არასოდეს კვდება, ჩვენგან განსხვავებით, მას ვერავინ გვართმევს, ის ჩვენია და ყველგან მიგვყვება თან, ხელშეუხებელია. შევჩერდი, შემოგხედე თვალებში, შევისვენე და ცრემლებმა დაბანა ხელის თითები, ხელის გულები, ღაწვები, და ღაწვები, თბილი მდინარის უნაპირო სავალს დაემსგავსა. დიოდა და დიოდა იაზმასავით სუფთა და გულწრფელი ცრემლები ჩემი ზღვისფერი, ლურჯი თვალებიდან, შეუჩერებლად...... გთხოვ გააგრძელე, რა მოხდა შემდეგ.....
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. დიდი მადლობა მეუდაბნოვე, მადლობა. რაც შეეხება სიყვარულს სხვა მცნებებივით საკმაოდ აღვიქვამ, განვიცდი და ისიც სტოვებს თავისებურ კვალს ჩემს გონებაზე. ეს ის შედეგია და სხცა არაფერი. გულგრილი ვერაფრის მიმართ ვერ ვარ, ჭინჭრის მიმართაც კი, როცა მსუსხავს, ვფიქრობ, რო ეს მისი შესაძლებლობა და სანუკვარი საქმეა თავდაცვის მიზნით. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.. დიდი მადლობა მეუდაბნოვე, მადლობა. რაც შეეხება სიყვარულს სხვა მცნებებივით საკმაოდ აღვიქვამ, განვიცდი და ისიც სტოვებს თავისებურ კვალს ჩემს გონებაზე. ეს ის შედეგია და სხცა არაფერი. გულგრილი ვერაფრის მიმართ ვერ ვარ, ჭინჭრის მიმართაც კი, როცა მსუსხავს, ვფიქრობ, რო ეს მისი შესაძლებლობა და სანუკვარი საქმეა თავდაცვის მიზნით. პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი..
3. რამდენი რამ გცოდნიათ სიყვარულზე. რამდენი რამ გცოდნიათ სიყვარულზე.
2. მადლობა მუხა, მადლობა. დიდი პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი. მადლობა მუხა, მადლობა. დიდი პატივისცემით ნ ე ქ ტ ა რ ი.
1. მომეწონა. უსაზღვროა ძალა სიყვარულისა.. მომეწონა. უსაზღვროა ძალა სიყვარულისა..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|