| ავტორი: ზაზა22 ჟანრი: პოეზია 5 სექტემბერი, 2017 |
ახლა აგვისტოს მიწურულია. და როგორც ატამს გვალვის წყურვილი, მოგონებებიც შესუდრულია, არც იმედი მაქვს და არც სურვილი... რომ შენ მოგხიბლა გარდაცვალებამ, რომ შენ დანებდი წლების ქრონიკებს, როგორც აგვისტოს ღამის ზმანებამ, წამები წლების წონით მოგკითხეს... რომ დასასრული თურმე ნავარდობს, როგორც ფოთოლი ბოლო ცეკვისას, და სიყვარული ჩემი ამავ დროს ისევ სიცოცხლის ფერებს შეისხამს. მაგრამ მდუმარე საფლავთა რიგში, მოგაკითხავ და მდუმარე მხვდები. ოცნებებში და შეუხრწნელ ფიქრში, ყოფილა ხვედრი, მოკვდავთა ხვედრი... რამდენი წელი, წუთი და წამი... დროის მეისრე მიერეკება, და როგორცხ ხვედრი გალაკტიონის, ჩემთან არ მოვა შენი ხსენება ! დაგემდურები მდუმარებისთვის, დაგემდურები ჩემო კეთილო... დაგემდურები სიყვარულითვის, რომ ეს სიჩუმე შეგაწყვეტინო. რომ შეასრულო პირობა შენი, ნათქვამი მაშინ, სააქაოში. რომ მომცე ისევ მომავლის ფრთები და არ დამტოვი ფიქრის ქაოსში. როგორც ოდესღაც... მინდე და გენდე, როგორც ოდესღაც...ყური დაგიგდო... ახლა აგვისტოს მიწურულია ყვითელ ფერებში კვდება აგვისტო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ბაბუას ეძღვნება... შარშან, 31 აგვისტოს გარდაიცვაოა... ბაბუას ეძღვნება... შარშან, 31 აგვისტოს გარდაიცვაოა...
6. არა, არ აქვს ნანახი და მეტიც, "ჟოლობი" ქართული სიტყვა ჰგონია და თავის ლექსებში იყქნებს... პოეზიის რა მოგახსენო მაგრამ ისე კარგი გოგოა, ლამაზი და გონიერი...
რაც შეეხება ამ ლექსს სრულიად არაჩვეულებრივია. უხაროდეს იმას, ვისაც მიუძღვენი 5.
არა, არ აქვს ნანახი და მეტიც, "ჟოლობი" ქართული სიტყვა ჰგონია და თავის ლექსებში იყქნებს... პოეზიის რა მოგახსენო მაგრამ ისე კარგი გოგოა, ლამაზი და გონიერი...
რაც შეეხება ამ ლექსს სრულიად არაჩვეულებრივია. უხაროდეს იმას, ვისაც მიუძღვენი 5.
5. საინტერესო იქნებოდა მსჯელობა ანანე. თუმცა ... ეს ლექსი მიძღვნაა. . . უბრალო მიძღვნა... ძალიან მაინტერესებს იისფერი თოვლი თუ გაქვს ნანახი ??? საინტერესო იქნებოდა მსჯელობა ანანე. თუმცა ... ეს ლექსი მიძღვნაა. . . უბრალო მიძღვნა... ძალიან მაინტერესებს იისფერი თოვლი თუ გაქვს ნანახი ???
4. მაგრამ მდუმარე საფლავთა რიგში, მოგაკითხავ და მდუმარე მხვდები. ოცნებებში და შეუხრწნელ ფიქრში, ყოფილა ხვედრი, მოკვდავთა ხვედრი... რამდენი წელი, წუთი და წამი... დროის მეისრე მიერეკება, და როგორცხ ხვედრი გალაკტიონის, ჩემთან არ მოვა შენი ხსენება ! დაგემდურები მდუმარებისთვის, დაგემდურები ჩემო კეთილო... დაგემდურები სიყვარულითვის, რომ ეს სიჩუმე შეგაწყვეტინო.++ მაგრამ მდუმარე საფლავთა რიგში, მოგაკითხავ და მდუმარე მხვდები. ოცნებებში და შეუხრწნელ ფიქრში, ყოფილა ხვედრი, მოკვდავთა ხვედრი... რამდენი წელი, წუთი და წამი... დროის მეისრე მიერეკება, და როგორცხ ხვედრი გალაკტიონის, ჩემთან არ მოვა შენი ხსენება ! დაგემდურები მდუმარებისთვის, დაგემდურები ჩემო კეთილო... დაგემდურები სიყვარულითვის, რომ ეს სიჩუმე შეგაწყვეტინო.++
2. წლების ქრონიკები? და როგორც ატამს გვალვის წყურვილი, მოგონებებიც შესუდრულია, არც იმედი მაქვს და არც სურვილი... – აქ ან სასვენი ნიშნებია ან აზრი გაუმართავი. სუსტი რითმებია და სიტყვების ბრახაბრუხი. ნუ გეწყინება. :( სათითაო ფრაზად რომ გამერჩია გადავიფიქრე.
წლების ქრონიკები? და როგორც ატამს გვალვის წყურვილი, მოგონებებიც შესუდრულია, არც იმედი მაქვს და არც სურვილი... – აქ ან სასვენი ნიშნებია ან აზრი გაუმართავი. სუსტი რითმებია და სიტყვების ბრახაბრუხი. ნუ გეწყინება. :( სათითაო ფრაზად რომ გამერჩია გადავიფიქრე.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|