ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოგენეს საძმო
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2017


დაბრუნება

ხვედრი ქედ-ქედი და მთაკისერა
რქაში გაჩენილი ხანძარი
მიწა ერთი მუჭა ხარისხელა
ხარივით მედგარი და მაგარი...
აბა გადმოღვარე ვედრებელა
ჩემო ფხაწითელა ჯალარო
გეძებე ბევრი თუ ცოტა გეძებე რა
გეძებე გრიგალით თუ გრაალით...
ერთი გუდასათქმლის მეყო პეშვი
ერთი საპირქვავე სალაგი
ნამო რქაწითელეზე შეშრი
მზეო რქაწითელზე დავარგდი
დაასხით ძველ ჯამებში ცივანკარა
ღვინო წინთვალი და წინქარი
სიტყვამ სიტყვა მიიკაროს
კარში ფეხი იდგეს მართალი...


მოგიკითხეთ)





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები