ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნათია დაშნიანი
ჟანრი: პოეზია
2 სექტემბერი, 2017


* * *

* * *
არსად გაგიშვი-
გულში ქარიშხლის
სუნთქვას მალავდა
ბედი თავხედი,
შენ დარჩი მაგრამ
დრო გავიდა და
წასვლა რომ გსურდა
მაინც წახვედი.
ვინ იცის იქნებ
სადმე შემოგხვდეს
ქარს აყოლილი
ჩემი სურნელი,
ან მოგენატროს
მზე ქარვის ბაღში
და დაბრუნების იყო
მსურველი.
ვინ იცის....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები