წელს ოთხმოცდახუთი წლის გავხდი. გარდაცვალებამდე ათი წუთი მრჩება. სურვილი მაქვს მოგითხროთ ამბავი, რომელიც კარავში მოხდა. „ლოტოს ბილეთს ოცი წლიდან ვყიდულობდი და ვავსებდი. რიცხვებს მუდმივად ვცვლიდი, მაგრამ მხოლოდ სამ რიცხვს. წინა სამ რიცხვს უცვლელს ვტოვებდი. ისინი ჩემი დაბადების დღის: რიცხვი, თვე და წლიდან ბოლო ციფრი იყო. სამოცდახუთი წლის შევსრულდი. მათხოვრობა დავიწყე, მაგრამ თამაში ვერ დავივიწყე. ბილეთისთვის საჭირო თანხა მუდამ მქონდა. ოთხმოცი წლის ასაკში უსახლკაროების კარავში აღმოვჩნდი. კარავში ციოდა და ცეცხლს ვანთებდით. პატარა ტელევიზორი გვქონდა. მე ირო მქვია და ჩემმა ბილეთმა მოიგო... უკვე ათი წუთის გარდაცვლილი ვარ! ვნახე, როგორ ცდილობდა ჩემი მეგობარი ნია მოგებული ბილეთის გადარჩენას... შუა ცეცხლზე ბილეთი დაიწვა... რამ მომკლა?"