ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
29 სექტემბერი, 2017


დაუგეგმავი კარნახი

დაუგეგმავი კარნახი


ოპერაციამდე, ჯერ კიდევ მოლოდინი მტანჯავდა. გაქარვებას ამაოდ ცდილობს-ხოლმე ადამიანი. არც მე ვიყავი გამონაკლისი.
პალატაში მარტო ვიყავი უამრავი ელექტრო სადენებით გარშემოტყმული. თვალით რისი გარჩევა შემეძლო გარდა სადენებისა იყო ჭერი და მასზე ჩმოკიდებული ორი ყვითლად მოკაშკაშე ნათურა. ზემოთ ყველაფერი ყვითელი იყო. იმდენად რომ, ალბათ სისხლმაც ფერი იცვალა.~ექთნები ყვითელი ხალათებით მონაცვლეობდნენ ჩემ პალატაში. იქნებ ერთი იყო. მე ხომ, მხოლოდ ყვითელ ფერს ვხედავდი.
ეს რაღაც ცხვირში გასაყრელი მილი საშინელ განწყობაზე მაყენებს. არადა ყველა ორგანო, გარდა ერთისა, მწყობრშია. არც ისაა კომფორტული როცა წეთოვანით გკვებავენ და იდაყვის არეში ტკივილი გტანჯავს. შიმშილი არ გტანჯავს, მაგრამ მგელივით მშიერი ელოდები გადარჩები თუ არა. რას ეტყვიან ახლობლებს ან რას ეტყვი ახლობლებს თუ თვალს აახელ და ფერებს დაინახავ.
სიკვდილამდე ან სიცოცხლემდე ერთი სურვილი მაქვს. არა ორი სურვილი მაქვს: როდის დადგება დღე ოპერაციისა და როდის ჩაქრებიან ყვითელი ნათურები.
ფიქრობდა, ფიქრობდა, ფიქრობდა როდესაც ოპერაციამ ჯერ კიდევ ერთი დღით ადრე პალატაში მისი მკურნალი ექიმი შევიდა, და...
- გილოცავთ! ოპერაცია ხვალისთვის ჩავნშიშნეთ.
- მილოცავთ?! როგორ ფიქრობთ ეგ სიტყვწები ოპერაციის შემდეგ არ უნდა გეთქვათ?
- მაპატიეთ, მაგრამ როგორც თქვენმა მკურნალმა ექიმმა ჩავთვალე, რომ გამხნევება არ გაწყენდათ.
- კარგი სკოლა გაგივლიათ პროფესორო!
- ვცდილობთ მე და ჩემმა ჯგუფბა არ დაგაღალატოთ.
- არ იყო ამის თქმა საჭირო. ეს ისედაც ცხადია.
- წინა საოპერაციო სამზადისს გავივლით და...
„უხდებოდა პროფესორს ყვითელი ხალათი. ის ერთადერთი იყო, რომელიც სიცოცხლის სურვილს მიმძაფრებდა. არა გეი არ ვარ, უბრალოდ მას მზედ ვთვლიდი. სხივად, რომლის გამონათება სპეტაკი იყო როგორც მისი, ასევე: ყვითელი ჰალსტუხი, ყვითელი ფეხსაცმელები, და ყვითელი შარვალი. მისი ყვითელი ბეჭედი მარცხენა ხელის არათითზე ბინავდა. არ მიკითხავს... არლბათ კათოლიკეა ან ქვრივი.
თუ რატომ ვახსეენე გეი, მაქვს პასუხი: გადამეტებული წარმოდგენა მათ გულჩვილობასა და კეთილშობილებაზე, მცდარია და რომ მხოლოდ მათ არ აქვთ განსაკუთრებული გულები, რომელთა ძგერის ხმა ხმაურს დაამსგავსეს.
ყველაფერზე ფიქრობ მომაკვდავი ადამიანი, და მაინც მუდამ სხვებზე. თუ ასე ფიქრობ, ეს შენ მაღალსულიერებას ხაზს უსვამს. სწორედ ისე როგორც კარდიოგრაფის ფურცელზე გავლებული მხტუნავი ხაზი.
- ვინ არის?
- უკცრავად?! - ვერ მიუხვდა კითხვას პროფესორი.
- ვინ არის ის ვინც...
- გასაგებია. ახალგაზრდა მამაკაცი, სრულიად ჯანმრთელი. ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მეტი ინფორმაციის გამხელის უფლება არ მაქვს.
- გაქვთ! უნდა ვიცოდე გეი ხომ არ ყოფილა?
- გარწმუნებთ, რომ არა! მაგრამ გჯეროდეთ, გინდ ყოფილიყო, სრულიად უვნებელი იქნება ის თქვენთვის. ჩვენ მხოლოდ დონორის ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვამახვილებთ ყურადღებას.
- დაგიჯერებთ!
- სხვა გზა არ გაქვთ, რადგან დრო ძალიან ცოტა გვრჩება, ხოლო თქვენგან უარის შემთხვევაში გარწმუნებთ, თქვენ საფლავთან გავაგრძელებთ საუბარს.
- პროფესორო, იქნებ პლედი გადამაძროთ და ფანჯარა გამოაღოთ, საკმაოდ მცხელა.
- ახლავე!
- მადლობთ! თქვით, რომ დრო ცოტამაქვს და რომ სწორედ დრო ხდება დამნაშავე ჩემი სიცოცხლის ხელყოფაში...
- მაგრამ დრო ხომ განზომილებაა, რომელსაც უფალთან ერთად ადამიანმა მიანიჭა თვლის არსი. უფალი მეტად მდიდარი გამოცდილებისაა და შესაბამისად მოგვცა ორი განზომილება: იწიერი და ზეციური, ხორციელისა და სულიერის შესაბამისად. ადამიანმა კი მხოლოდ ერთ განზომილებაში მოახერხა მისი დათვლა - მიწიერში. ამიტომ არ ვიცით თუ როდის დავიბადებიტ ან როდის გარდავიცვლებით.
- მაშინ გამოდის, რომ წინასწარმეტყველთა შესაძლებლობები მასხრად უნდა ავიგდოთ. მათთვის ხომ თარიღები, მოვლენებთან კავშირშია?
- შესაძლოა დაგეთანხმოთ ან არა. ისინი ხომ ზუსტი თარიღების დასახელებისგან თავს იკავებენ... ახლა კი უნდა დაისვენოთ და ხვალისთვის მოემზადოთ.
- მადლობთ პროფესორო, საუბრისთვის!
- არაფრის, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ!
- რა თქმა უნდა!
***
ოპერაციამდე, ღამე ყვითლად გავათენე. ვიხსენებდი დღეს, როცა ჩემი მეუღლე გავიცანი. ყვითელი დრო იყო, ფოთოლცვენა... ხიდზე მიმოფანტული წიწვები და აქა-იქ მიმოყრილი გირჩები. ტროტუარებზე მოშიშვლებულ ხეებთან მოფლირტავე გოგონა ითვლიდა ფილაქნებს. თბილი მზერა ჰქონდა, დღემდე მათბობს, მაგრამ არ ვიცი რა მოხდება შემდეგ, ოპერაციის შემდეგ. შვილი არ გვყავს. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ამაოდ. ღვთის იმედად დარჩენილებს ოპერაციის დღემ მოგვისწრო. ახლა ალბათ ეკლესიაშია და ლოცულობს.
ექთან ვკითხე, თურმე ქვრივი ყოფილა. ალბათ სწამს ღმერთის თავისებურად, როგორც მე. მისი არსებობისა მჯერა, რა თქმა უნდა. თუმცა მის მიერ სამყაროს შექმნის ჩემეულ ხედვა მაქვს. გონებას თითქოს წამლები კურნავს და გულსაც, მაგრამ უკუქმედებაც აქვს. ასეა სამყაროც მოწყობილი. თუ გააბრაზებ უკუქმედითია, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი. რა არის მიზეზი უკუქმედებისა? ალბათ: თავდაცვა, ინსტიქტი, სურვილი გადარჩენისა. სწორედ ამ მდგომარეობაში ვიმყოფები. სიკვდილამდე სხვებზე ვფიქრობ, მაგრამ თურმე სიკვდილის წინ ეგოისტი ხდები.
მაგრამ დედაჩემი? დედაჩემი ხომ ისე გარდაიცვალა ვერც მოასწრო ეფიქრა საკუთარ თავზე. დედაც გამახსენდა...
დედა!...
ღმერთო, მამაჩემი. მამა არც მახსოვს. ჩვილი ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ეშმაკმა დალახვროს ეს მილები! ცრემლის მოწმენდა მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. არაუშავს. იგოროს! იგოროს როგორც ქვამ, სიმბოლოდ სიმტკიცისა ან იგოროს ისე როგორც ქარწაღებულმა ბამბამ, თუნდაც ბაბუაწვერამ, სიმბოლოდ სიმსუბუქისა.
არ ვიცი ვიცოცხლე თუ უასფალოტო გზას დავადგები, მაგრამ ერთი რამისა მჯერა, რომ ორივე შემთხვევაში გრძელი გზა მელის.
მუდამ მიყვარდა ღამის ქუჩებში ხეტიალი, მასრტოს. ახლა მომაგონდა - რაც დაოჯახებული ვარ ხეტიალისთვის ვერ მოვიცალე. დარწმუნებული ვარ ოპერაციის შემდეგ ორივე განზომილებაში ვიხატიალებ. მიყვარს თავგადასავლები...
რა საინტერესოა, მომავალი ორივე განზომილებას აქვს. ამ მომავლის წყალობთ იმედსაც არ ჰკარგავ.
იმედს სიცოცხლისას!
იმედსსიკვდილისას!
ამ ყველაფერს გული მკარნახობს. თვალი მეხუჭება და რული მაქწვება.
მოძალებულ სიკვდილისწინა ფიქრებს კი ვერაფერს ვუხერხებ.
არა, უნდა დავიძინო. იქნებ სამუდამოდ ან არც. ეს რომ გავიგო უნდა დავიძინო ჯერ აქ - ლოგინში და შემდეგ საოპერაციო მაგიდაზე იძულებით.
ვიძინებ!
***
- ოპერაცია წარმატებით დასრულდა, ბატონებო. ერთ კვირაში გავწერთ და შემდეგ სახლის პირობებში დავაკვირდებით. აბა თავს როგორ გრძნობთ?
- უცნაურად პროფესორო, უცხოდ...
- რატომ?
- სრულიად შიშველი ვწევარ.
- იუმორის გრძნობა არ დაგიკარგავთ. გეტყვით, რომ სექსითაც მალე დაკავდებით.
- გამაღიმეთ ექიმო. - უხერხული ღიმილი დასთამაშებდა ბაგეებზე მას და უცქერდა თავდახრილი მეუღლეს.
- უკაცრავად გავკადნიერდი. არ მეკადრება პროფესორ კაცს. თან ქალბატონის თანდასწრებით.
- არაფერია პროფესორო, გული მკარნახობს, ასეც იქნება.
- მშვენიერია, თქვენ ხომ ამისთვის იბრძოლეთ!
- არა, პროფესორო, ამისთვის არა. სიცოცხლისთვის!
- თქვენგან მსურდა ამის გაგება. მე მხოლოდ მიგითითეთ.
- ცხადია, მადლობთ პროფესორო!
- არაფრის! მაშ ასე... დაგტოვებთ. სამოსს ექთანი მოგაწვდით.
- მადლობთ ექიმო! - ოპერაციის შემდეგ პირველად წარმოთქვა ეს სიტყვები მეუღლემ. პალატის კარამდე მიაცილა პროფესორი და ცოტა ხნით შეყოვნდა დახურულ კართან.
- მოდი ჩემთან ძვირფასო! - ხმა ოდნავ ჩახლეცოდა პაციენტს. შემობრუნდა და მისკენ გადადგა ნაბიჯები, შეუცვლელი სილამაზის მქონე ქალბატონმა.
- იცი ძვირფასო, ეს სიტყვა მეუცხოება, გული მკარნახობს, რომ...
- ჩუმად უნდა დაისვენო! ეს ექიმის მითითებაა. კიდევ იცი რა თქვა, რომ ოპერაციის შემდგომი პერიოდი სტრესული იქნებაო, მაგრამ ნუ შეგეშინდევათ აუცილებლად გაუვლისო. მე მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება!
- ალბათ, მაგრამ რაღაც მკარნახობს, რომ...
- გთხოვ, ნუ იფიქრებ. უნდა დაისვენო აუცილებლად! სახლში ვისაუბროთ.
- მართალი ხარ, ეს რომ გავიგო უნდა დავიძინო!
ვიძინებ!
***
მოკარნახე
იქ სადაც გონება...
იქ სადაც გული...
მონატრება.
„იქ სადაც მე ვარ სიმშვიდე, სიწყნარე და დუმილია. მხოლოდ ჩემი ხმა ისმის. ვსაუბრობ, შემდეგ ვდუმდები და მას ვუყურებ. ვცდილობ მადლობა ვუთხრა და ბოდიშიც. ვამბობ, მაგრამ ვარ თუ არა გურწფელი არ ვიცი. მეშინია! არა თუ მისი, არამედ შემთხვევის, რომელიც უნდა მოხდეს ყვითელ დროში.
ორი წელი დასრულდა დღეს რაც მხოლოდ შენ ნივთებს ვაწყდები ოთახებში. თურმე ძნელია ცხოვრობდე მხოლოდ გონებით. ის ვინც გონებას სიცივესთან აიგივებს და მოძღვრავს სხვებს იმოქმედონ წესისამებრ თვისისა, ცდებიან. ადმიანები შეუცდომელნი კი არ არიან.
ვზივარ შე საფლავთან ამრტო. ვუღიმი სურათს, რომელიც იმ ფოტოდანაა, როცა ორივეწ ეგვიპტეში ვისვენებდით. არ გითქვამს ჩემთვის თუ რომელი სურათიდან გადამეტანა შენი სახე ქვაზე, განსხვავებით დედასგან. რა ძიმე მარტოობა. გახსოვს საავადმყოფოში ოპერაციის შემდეგ გითხარი, რომ სიტყვა „ძვირფასო“ უცხო გახდა-თქო? ალბათ დადგება ჟამი დავფიქრდე და შენი ყოველი გახსენებისას „სანატრელოთი“ ჩავანაცვლო სიტყვა „ძვირფასო!“
კვირაში ერთხელ მოვდივარ შენ საფლავთან. - ისიც...
ის შენზე ახალგაზრდაა. ჩემზე ათი-თხუთმეტი წლით უმცროსი. შენ მეზობლად აკითხავს ახალგაზრდა მამაკაცს. ძალზედ ლამაზია. არ ვიცი ის მამაკაცი სთვის ვინ არის. არ მიკითხავს. სულ რაღაც ექვსი თვე იქნება რაც ერთმანეთს გამარჯობას ვეუბნებით. თან შენი მერიდება...
სულ რაღაც თხუთმეტ წუთში უნდა მოვიდეს. არ დაიგვიანებს. ვუღიმი ჩემ თავს და შენ წინაშე ვტუქსავ, მას. თითქოს ვაყალბებ გრძნობებს ან არც... იქნებ შენ იცოდე ჩემო სანატრელო? სულაც არ დამჭირდა დრო იმისთვის, რომ სიტყვა „სანატრელო“ მეთქვა შენთის. საოცარია გრძნობათა გავლენები ადამიანზე...
ხო გსმენია ჩემო... რომ „ახლი, კარგად დავიწყებული ძველიაო!“. მოკლედ იმის თქმა მსურს, რომ დავბერდე, დავჭკნე ისე როგორც სიძველე და საუკუნეების შემდეგ აღმომაჩინონ, როგორც ახალი, სიახლე, გამოსადეგი და ა.შ... ვიცი მეტყვი, რომ არც ახლა უჩივი ყურადღებასა და რომ ყევლას მოვწონვარ როგორც ხელოვანი, თუმცა მომეცი უფლება არ დაგეთანხმო.
აი, მოვიდა.... ერთი წუთით სანატრელო! ხედავ თვალს არ მაცილებს... ჰოო... კარგი მართალი ხარ! მე ვერ ვაცილებ თვალს...
***
დილით ადრე ადგომას იყო მიჩვეული. თავის მოწესრიგებას ერთ საათზე მეტს ანდომებდა: ქერა ფერის ხვეულ თმებში არუმატულ ზეთს შეიზელდა, ახლად აყვავებულ თუთის ფერ ბაგეებს უფერულ პომადას აცხებდა და ნუშისებრ, ჩაუმქრალ მონაცისფრო თვალებს მხოლოდ კონტურის საშუალებით შემოავლებდა რკალს. შემდეგ აუცილებლად ფანჯარას გამოაღებდა, ერთ ღერ სიგარეტს მოწევდა, თან სუფთა ჩააყოლებდა-ხოლმე ფილტვებამდე, ნიშნად სიცოცხლისა და ელოდებოდა მზის ამოსვლას. როგორც კი მთის ქიმს მზის ბრწყინვალება შარავანდედივით დაეფინებოდა, მისი ცრემლები ნაცრისფერ თვალებიდან ჩამონაგორი, ცდილობდა ახურებული ლოყებისა და ალმოდებული სულის გაგრილებას, მაგრამ ცრემლი ხომ თბილი მოგონებებისა იყო, მონატრებისა და სევდისა!...
შემდეგი მოქმედება გეუფერულებული სახლისთვის ხელის შევლება იყო მარტოობის ორი წლის კვალი ეტყობოდა მას. მხოლოდ მისი არსებობა აიძულებდა ეცოცხლა და ეპოვნა მომავალი, რომელიც წარსულთან ერთად დაკარგა.
დადიოდა საფლავზე, აკითხავდა მას და განვლილი დღეების ამბებს უყვებოდა.
მიდიოდა და მოდიოდა...
გრძნობდა და ცოცხლობდა...
უფერულდებოდა და კვლავ ცისარტყელას ელოდა!
დგას მის საფლავთან, მარტო...
„ჩვენ მარტონი, ვიყავით, ჩემო... შენ სრულიად მარტო... მე ყველა მყავს, მაგრამ მეტად მარტო ვარ... ვიდრე შენ ახლა! შენ ბედნიერი ხარ! მე?! არ ვიცი. გახსოვს ამბობდი, რომ „ისინი უგულონი არ არიან“ და რომ ვცდებოდი, არადა ახლა მხედავდე... კიდევ მეუბნებოდი, რომ „თუნდაც შორს წავიდე, ჩემი გული შენ დაგრჩებაო!“ კვლავ შეცდი, ალბათ. რადგან მის ფეთქვას ვერ ვგრძნობ, მაგრამ მინდა გითხრა და მომისმინო: ხედავ ამ ახალგაზრდა მამაკაცს? ალბათ კი. ის თავის მეუღლეს დასტირის, როგორც მე შენ. ჩვენ მუდამ ერთად ვართ საფლავებთან, უკვე ორი წელია. ის მხოლოდ ერთხე ახერხებს შემოხედვას, რადგან ვერ ძლებს მზერას, რომელსაც ჩემგან გრძნობს. არადა მინდა, რომ დაველაპარაკო. „მერე რას ელოდები?“ მერიდება ჩემო ძვირფასო!. როგორ მეუცხოება ეს სიტყვა „ძვირფასო“, ჩემო სანატრელო! ოდესმე გიამბობ ან არც, რადგან უბრალოდ ყველაფერს თაავდ ნახავ.
იცი სანატრელო, მე ბავშვი მინდა! ბავშვი, რომელიც შენგან მსურდა.
„დაელაპარაკე, უამბე ჩემზე!“
კარგი რა სანატრელო, მერიდება!
„მე მხოლოდ ერთხელ გეუბნები - დაელაპარაკე მას!“
***
- უკაცრავად, ხომ ვერ მეტყვით ჩემი მეუღლის საფლავი ვინ გააპატიოსნა გასულ კვირას? ალბათ შეამჩნევდით, რომ არ ვიყავი.
- იცნობდეთ, ეს ჩემი მეუღლეა. ორი წლის წინ სრულიად მოულოდნელად დავკარგე, არადა ჩემ სიკვდილს ველოდით. მე გავაპატიოსნე თქვენი მეუღლის საფლავი. ახოვანი ვაჟკაცი ჩანს. თქვენი შეუმჩნევლობა კი დანაშაული იქნებოდა...
- დიახ! მხოლოდ, „ჩანს“ არა, არამედ „იყო“. ეს ახოვანი ვაჟკაცი ავტოკატსტროფის შედეგად დაიღუპა. შემდეგ ის დონორი გახდა. - ამ მშვენიერ და გულდამწვარ არსებას, კვლავ მოერია ცრემლი. ცრემლი ხომ ბობოქარი ოკეანეა, რომელიც როცა უნდა მაშინ წაგლეკავს ან დაგახრობს...
ვიდექი მის წინ როგორც მყინვარწვერი... უსულოდ და უგულოდ... ცივი და შეუვალი. მხოლოდ ახლა მივხვდი,რომ იქ სადაც ყვითელი ფერია, სხვისი სამყაროა, სიყვარულის სამყარო და ის სიკაშკაშე მხოლოდ კავშირი იყო მომავლიდან წარსულში. წამით ვინატრე პალატა, სადაც უამრავი სადენი იყო... მაგრამ ის პალატა ახლა ვდეგავ მშვენიერი დიასახლისისაა, რომელიც სხვისგან ელის გაცემულ გულს...
თავს მოერევი კაცი, მაგრამ გულთან ვერაფერს გახდები, მით უფრო რუცა ის სხვისია და გადავწყვიტე!..
- მაპატიეთ, იქნებ გვესაუბრა ყველაფერზე ფინჯან ყავასთან! წავიდეთ, მე გპატიჟებთ! შეგიძლიათ დაემშვიდობოთ და დამელოდოთ სასაფლაოს ჭიშკართან. მეც მალე მოვალ!
„ჩემო სანატრელო, წადი! ჩემი გულის კარნახს უსმინე. გაჰყევი მას! აკი გითხარი, გული შენთან დარჩებათქო!“
- სანატრელო, უფლება არ მაქვს მასთან არ ვიყო. ყველაფერი იცოდი და შენც ამიტომ წახვედი. წავედი! გულიმკარნახობს ბედნიერებას...
აუცილებლად მოვალ!
ლამაზი დროა - ყვითელი, ძალიან ლამაზი!
დაუგეგმავი კარნახი გადანერგილი გულის...


გიგო რიონელი
19 აგვისტო 2017 წელი
(თბილისი)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები