ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რუუსკა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 სექტემბერი, 2017


მეტრო

მატარებლის ვაგონი გაჩერდა. მთავარი შესასავლელის წინ აღმოვჩნდი და პირდაპირ გავემართე დასაჯდომად.
ადრე ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში წასვლას უბრალოდ ვერ გავბედავდი, ახლა კი მიმავალზე ავდექი ბოლოში მყუდროდ მოვკალათდი და ყურსასმენები გავიკეთე.
იმიტომ მიყვარს იქ ჩდომა ხალხს რომ გავურბივარ, მარტო ყოფნის სურვილი რომ მკლავს თუ ადგომა რომ არ მომიწიოს სხვის გამო.
ორი უკიდურესობა მჭირს. პასუხი რასაკვირველია, არც ამაზე მაქვს.
სახლიდან დროზე ადრე გამოვედი.
სულ სადღაც გავურბივარ საკუთარ თავს და ის კი არ ვიცი ვერსად რომ დავიმალები.
ვერ ვსუნთქავ,
თვალებს ვხუჭავ,
ცრემლს ისევ უკან ვაბრუნებ და თავს მაღლა ვწევ. .
ვერ ვუმკლავდები, ფოთოლ გაცვენილ ხეს ვგგავარ, სიცივეში უმწეოდ მყოფს და მობუზულს, სხვა გზა რომ არ აქვს და ტოტებ გაშლილი მორჩილად ელოდება გაზაფხულს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები