ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო99
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2017


* * *

ეს მერამდენედ ვერ გნახე წუხელ,
გეძებდი სიზმრად, გეძებდი ცხადში,
შენ ეფემერულს  მისდევდი ტალღას
და ციმციმებდი შორეულ ზღვაში...
შენ სულ შორსა  ხარ, მაშ როგორ გითხრა,
რომ გავიზარდე ოდესღაც ბავშვი
და ჩავაბარე დღევანდელობას
წვეთ-წვეთ ნალევი  დაღლილი ქალი...
შენ მე მაშინებ და შიში ესე
იდუმალებით მბერავს და მსერავს,
შენ არ იყავი, პატარა გოგოს
რომ ამაცალე გვერდიდან დედა
და ჩამიტოვე სადღაც სოფელში
მიწის გორაკი და ჩუმი სევდა...
ისიც შენ იყავ,მე როცა მომკლეს,
ცივი თითებით ამართვეს სული
და მიმატოვეს  ჯვარზე გაკრული,
სისხლის ცრემლებად გადმონთხეული,
ადამიანი , ცოცხალი-მკვდარი,
ადამიანი , მუმიის დარი
და მაინც ქალი თავისი არსით,
სულდაკარგული, ხორცით ნაგვემი,
სხვისი ცხოვრების თარგით ნაკერი
და მაინც ქალი...
მთელი სხეულით, მთელი შიგთავსით,
ოღონდ მე არა, ვიღაცა სხვაი,
სახელით ჩემით, ჩემი გვარ-ტომით
დღესაც არსებობს ვიღაცა ქალი,
და მე ისა ვარ,და ის მე არ ვარ,
ვგრძნობ არსებობას, ჰო, ვიღაც სხვა ვარ,
შენ კი მოგდევ  და ვერ გიჭერ ქარში,
რომ შეგეკითხო--ვინა ვარ, რა ვარ?!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები