| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 4 სექტემბერი, 2017 |
ათოვს სახურავს, ათოვს ქანობს, საკვამურს ბუხრის, ეზოებს ათოვს, გზებსაც ფიფქი აცვივა უხვად, ვდგები, ეგების სადმე კარგად გავშალო მუხლი... კარსუკან შენი ლანდია და ნაცნობი სუნქვა.
სულ მარტოდმარტო, შემოდგომის პალტოს ამარა, დარდისგან დევნილს, დარდი მაინც ყველგან გეწევა, თავშიშველი ხარ, როგორ ცდილობ, ღელვა დამალო, დგახარ და სული სველ, ნოტიო თოვლს შეექცევა.
წყვდიადს შეერთო გალავნები ქარით ქროლაში, ხეების რიგიც გაქრა, როგორც ბოლო ნუგეში, შენ ისევ მარტო დგახარ შუა ზამთრის თოვაში, ზამთრის თოვაში დგახარ მარტო, სახლის კუთხეში.
მოიწანწკარებს თავსაფრიდან ნაკადი წვრილი, მაჯის ნაკეცი დააგროვებს წვეთებს წვეთებში, გამდნარი ფიფქი, ერთი ბეწვა პაწაწა ღილი, მარგალიტივით იბრჭყვიალებს ჩამოშლილ თმებში.
ქერა კულული, ასხივოსნებს დათოვლილ ბაგეს, როგორც მზის სხივმა გაანათა დღე დაბურული, ქერა კულული მხრებს და თავშალს ააციაგებს და თხელ მოსასხამს დასთამაშებს ქერა კულული.
თოვლი წამწამებს გადაადნა სისველით ცივით, ღრმა და უთქმელი სევდა ისევ თვალებმა გათქვა და შენი ხატი ჩამოსხმული თლილი და მკვრივი, როგორც სრულქმნილი მთლიანობა, ჩამოინაკვთა.
მე ვფიქრობ შენზე, აქ რომ დგახარ კვლავ თავდახრილი, ეგების თოვამ გადაიღოს, მომისწროს სულზე... შენ, როგორც რკინის პირბასრი და ცივი მახვილი, გადაგატარეს ჩემს მტკივნეულ, სისხლიან გულზე.
ნაკვთები გულში ჩარჩენილი სამარადჟამოდ და მორჩილება მათი მარად განუყოფელი... აქარსებობა ბოროტების არის სამყარო, გულბოროტი და სასტიკია წუთისოფელი.
ვინ ვართ? საიდან მოვედით და გზა საით მიდის? უმისამართოდ გაქრა წლები, გაფრინდნენ დრონი; დარჩა მრავალჯერ გარჩეული ჭორი და მითი, მაგრამ აღარა ვართ ქვეყანაზე მე და შენ, ორნი.
Свидание
Засыпет снег дороги, Завалит скаты крыш. Пойду размять я ноги: За дверью ты стоишь.
Одна, в пальто осеннем, Без шляпы, без калош, Ты борешься с волненьем И мокрый снег жуешь.
Деревья и ограды Уходят вдаль, во мглу. Одна средь снегопада Стоишь ты на углу.
Течет вода с косынки По рукаву в обшлаг, И каплями росинки Сверкают в волосах.
И прядью белокурой Озарены: лицо, Косынка, и фигура, И это пальтецо.
Снег на ресницах влажен, В твоих глазах тоска, И весь твой облик слажен Из одного куска.
Как будто бы железом, Обмокнутым в сурьму, Тебя вели нарезом По сердцу моему.
И в нем навек засело Смиренье этих черт, И оттого нет дела, Что свет жестокосерд.
Но кто мы и откуда, Когда от всех тех лет Остались пересуды, А нас на свете нет?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გმადლობთ ყველას! გმადლობთ ყველას!
4. ვერტიკალურად გაუორმაგებული მე უფრო მომეწონებოდა, არადა რა შრრომატევდი სამუშაო ჩაუტარებია ავტორს. ვერტიკალურად გაუორმაგებული მე უფრო მომეწონებოდა, არადა რა შრრომატევდი სამუშაო ჩაუტარებია ავტორს.
3. კი აჯობა მგონი პასტერნაკის მარტივ მელოდიას თქვენმა რთულმა მელოდიამ.
მომეწონა ძალიან. კარგია უდავოდ. 5.
კი აჯობა მგონი პასტერნაკის მარტივ მელოდიას თქვენმა რთულმა მელოდიამ.
მომეწონა ძალიან. კარგია უდავოდ. 5.
2. დახვეწილი გემოვნებით შესრულებული თარგმანი! კარგად გრძნობთ პასტერნაკს! დახვეწილი გემოვნებით შესრულებული თარგმანი! კარგად გრძნობთ პასტერნაკს!
1. თარგმანი რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტად მომეწონებოდა ეს თოვლიანი ლექსი.
ახლა ასე მგონია, პასტერნაკს ლექსი გაუორმაგეთ :)
თარგმანი რომ არ ყოფილიყო, უფრო მეტად მომეწონებოდა ეს თოვლიანი ლექსი.
ახლა ასე მგონია, პასტერნაკს ლექსი გაუორმაგეთ :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|