ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2017


აბა, განი, გასაქანი ანუ ბოშუნიკას დღიურები

ჭრიჭინამ გააჭირა,
დააჭირა რაჭას მზემ.
ბოსტანს, სიცხენაჭირვებს
წყალს მივაწვდი ნაჭარბევს.
ქინძს ისეთი სუნი აქვს,
მოგანდომებს ჩანაყვას.
სიო გასუსულია,
წუხელ ქროლვას გადაყვა...
მოწანწკარებს ცივწყალა,
მადლიანი წყაროა.
მზემ გული გამიწყალა,
მოსაპარი ტარო მაქვს...
შებინდებას ვუცდი, რომ
შევიპარო ყანაში.
მგონი, სძინავს ზუბიკოს,
ვერას ეტყვის მამაჩემს...
ნაკვერჩხალზე ტაროს ვწვავთ,
არ გვაშინებს უღრანი.
გოგო-ბიჭი წყაროსთან
გასაჭორი მუღამით
კვლავ ერთმანეთს ხვდებიან,
სოფელს ჭორიც უხდება...
კართან იცდის ბებია,
ჭრელი კატით მუხლებზე.
სიო წააჩურჩუტებს
ბაღ-ბოსტნისთვის საამბობს.
სიყვარულზე ჩურჩულებს
ორღობეში საღამო...
    24.08.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები