იყო და არა იყო რა... ყველა ზღაპარი ასე იწყება და ბოლო კეთილი აქვს. ამ ზღაპარსაც ბოლო კეთილი აქვს, მაგრამ დასაწყისი მტკივნეული. ეს რეალური ამბავია ერთ პატარა ბიჭზე, რომელმაც რთული გზა გამოიარა და ნამდვილ ადამიანად იქცა. დ ა ბ ა დ ე ბ ა დაიბადა და იზრდებოდა დედასთან და უფროს ძმასთან ერთად. მამამ ჯერ კიდევ პატარა რომ იყო მიატოვა, 10 წლისას დედა გარდაეცვალა, დაცარიელდა სახლი, სადაც ის და მისი უფროსი ძმა ცხოვრობდნენ, ჰო და ასე... იყო და არა იყო რა.... იყო ერთი პატარა და დიდთვალება ბიჭი. ცხოვრობდა დიდი ქალაქის ერთ პატარა და მყუდრო გარეუბანში. დილით მზესთან ერთად დგებოდა და ქუჩებში დახეტიალობდა თვალებში ჩასახლებულ სევდასთან ერთად, რადგან სიხარული დედას გაჰყოლოდა სამუდამო სასუფეველში. მერე სკოლაში მიდიოდა, სკოლიდან ისევ სახლში და ქუჩაში. დახეტიალობდა და მაღაზიის ვიტრინებით ირთობდა თავს. სახლში შესვლა არ უხაროდა, რადგან იქ არავინ ელოდა ცარიელი კედლების მეტი. ძმა ჰყავდა, რომლის მზრუნველობაც მხოლოდ იმაში გამოიხატებოდა, რომ დასაძინებელი ადგილი ქონდა. არავინ ელოდა სიცივის და სიმარტოვის მეტი. ხშირად მიდიოდა ერთ შენობასთან, სადაც ყოველდღე უამრავი ხალხი შედიოდა და გამოდიოდა. ამ შენობას გისოსებიანი ფაჯრები და ჩაკეტილი კარი ქონდა, სადაც პოლიციელები მორიგეობდნენ. დახეულ ფეხსაცმელში მალავდა ფეხის თითებს და ცდილობდა დაენახა ფანჯრიდან ამ შენობის შიდა გარემო. იქ უამრავი კომპიუტერი და ადამიანები იყო რაც მის ცნობისმოყვარეობას აათმაგებდა. მერე ხელი ჩაავლეს და შიგნით შეიყვანეს. უამრავი წყვილი თვალი მისჩერებოდა პატარა ბიჭუნას, რომელსაც დიდი და ცნობისმოყვარე თვალები ქონდა. ამ უამრავმა წყვილმა თვალმა გაიგო რომ ბიჭუნას ძმა და ავადმყოფი დედა ყავდა... და ეს ბიჭუნა ამ შენობის და მისი ადამიანების მუდმივი წევრი გახდა. მისი დილა აღარ იწყებოდა ქუჩაში ხეტიალით, აქ მას ელოდნენ და ეფერებოდნენ, აქ მასზე ზრუნავდნენ და ასწავლიდნენ, აქ მას სიყვარული, სითბო. ტანსაცმელი, საჭმელი და ყურადღება ხვდებოდა. აქ ყველაზე სასურველი ადამიანი იყო. მერე დედა წავიდა. წავიდა და ცას შეუერთდა. მაშინ 10 წლის იყო მამა არ ახსოვდა. და ეს დიდი შენობა კეთილი ადამიანებით მისი ოჯახი გახდა. მერე ძმამ სახლი გაყიდა. პატარა და დიდთვალება ბიჭი უსახლკაროდ იქცა. ეს დიდი შენობა იყო მისი სახლი და მისი ადამიანები, აქ სწავლობდა, საზრდოობდა, ცხოვრებისაკენ ნაბიჯებს დგამდა. და კიდევ ქუჩა, სადაც თავისუფალ დროს ატარებდა. ეზოში სადაც გაიზარდა ყველა ცნობდა და იცოდა მისი უსახლკარობის ისტორია. ერთი კეთილი ოჯახი იყო, რომელიც პატრონობდა, ცხელ საჭმელს, ტანსაცმელს არ აკლებდა და ზამთარსა და ზაფხულში იმ დროს არსებულ ე.წ. პიონერთა ბანაკებში აგზავნიდა დასასვენებლად. მაგრამ ქვეცნობიერი კარნახობდა, რომ ეს ყველაფერი მუდმივად არ გაგრძელდებოდა, იზრდებოდა და ქუჩა თავის წესებს ასწავლიდა. იმ ქუჩაზე ღამე თუხთუხებდა, ღამეს არ ეძინა და ქუჩის პირებზე ვაჭრობა იყო გამალებული. გაბედა და დაგეხმარებითო გაყიდვაშიო უთხრა. მწიფე ბანანის სუნი მაცდურად უღიტინებდა. მაგრამ აჯობა და ჭამის ნაცვლად გაყიდვა ისწავლა. პირველი საკუთარი ფული ქონდა, საკუთარი შრომით ნაშოვნი. მაშინ 12-13 წლის იქნებოდა. .... მერე ბენზინგასამართ სადგურზე მივიდა, მოეწონათ გამხდარი და შრომისმოყვარე ბიჭი. დღე და ღამეს ასწორებდა. ღამის სკოლაში სწავლობდა. თან უამრავი ხალხი გაიცნო. სიკეთე თავის კვალს ტოვებდა. 13-14 წლისამ მანქანების რეცხვა დაიწყო ორ ბიჭთან ერთად. ბინა აღარ ქონდა, ამ ბიჭების ბინა გახდა მისი თავშესაფარი. მარჯვე ხელი ქონდა, ყველაფერი კარგად გამოსდიოდა. სამრეცხაოს გვერდით დიდი და უზარმაზარი შენობა იყო, სადაც უამრავი მანქანა ჩერდებოდა დღის განმავლობაში. ხუთსართულიანი შენობა მუდამ სავსე იყო ხალხით, ყველამ გაიცნო პატარა და შრომისმოყვარე ბიჭი, რომელიც მანქანებს რეცხავდა და შრომობდა მთელი დღე მუხლჩაუხრელად. ეს სასამართლოს შენობა იყო და მრეცხავმა ბიჭმა აქ გადაინაცვლა კურიერად. პარალელურად კაფეში მუშაობდა ღამის დაცვაში. იმდენი შეძლო ბინა იქირავა და თავად იყო უკვე საკუთარი თავის ბატონ-პატრონი. ძმა სადღაც გაქრა. ასე გადიოდა დრო და წლები. წლები, რომლების მისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იყო და არა იყო რა... და დადის ახლა ქუჩაში ამაყი და მშრომელი კაცი, რომელსაც ყველაფერი აქვს ბედნიერებისათვის, გარდა საკუთარი ჭერისა, რომლისთვისაც შრომობს, იბრძვის და ასეთივე შრომისმოყვარეობას და პატიოსანი გზით სიარულს ასწავლის შვილებს. მიხარია, რომ მის ცხოვრებაში და მის ადამიანად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილი მაქვს, ბედნიერი გზით იარე ბესო!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ბედნიერი გზით იარე ბესო! ბედნიერი გზით იარე ბესო!
2. საწყალი ბავშვი, რამდენი გადაუტანია
კარგია რომ სწორ გზაზე დადგა და იმედია გაუღიმებს ბედი გულიანად
წარმატებები ბესოს საწყალი ბავშვი, რამდენი გადაუტანია
კარგია რომ სწორ გზაზე დადგა და იმედია გაუღიმებს ბედი გულიანად
წარმატებები ბესოს
1. მიხარია, რომ მის ცხოვრებაში და მის ადამიანად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილი მაქვს, მთავარი ესაა. ყველამ უნდა შეძლოს სიკეთის კეთება.
მიხარია, რომ მის ცხოვრებაში და მის ადამიანად ჩამოყალიბებაში პატარა წვლილი მაქვს, მთავარი ესაა. ყველამ უნდა შეძლოს სიკეთის კეთება.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|