ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თაზო ქიზიყელი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2017


შემოდგომისეული

შემოდგომის ფერებით ვარ მთვრალი
მაგრამ მარტო მივუყვები შარას,
აქეთ-იქით ოქროს ბაღებია
და მე მაინც უშენობა მზარავს.

მაცდურივით ადევნებულ სიოს,
მერამდენედ ვეუბნები არას,
ყველა დროში შენ რომ გეძებ ჩემო,
არასოდეს ეს არ დამიმალავს.

შემოდგომის სურნელება ახლა
ნელა-ნელა კვლავ სიფხიზლეს მპარავს,
ფოთოლცვენას გავუძლო და ვიცი,
ვეღარავინ ამ გულს ვერ მოგპარავს.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები