 | ავტორი: ქეროლაინი ჟანრი: პროზა 8 სექტემბერი, 2017 |
ისევ შენ გწერ ჟიზელ,მარსელში ალბათ უფრო ცივა, ალბათ თოლიებიც აღარ ფრენენ სანაპიროზე. რა გითხრა, რა მოვყვე, სულაც არა ვარ ის ვინც გგონივარ ანდაც გახსოვარ... შაბათს ცოლს გავშორდი, ხელი გავაწერეთ. რა უცნაური თქმაა გავაწერეთ, არაა? ჰო, რა მნიშვნელობა აქვს, დღეს ორშაბათია, სახლს ჯერ მტვერიც არ მოსდებია, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მადარდებს. იცი, საერთოდ უსიტყვოდ წავიდა ჩემგან, სხვებისგან განსხვავებით არც ქონების ნახევარი და არც მორალური კომპენსაცია მოუთხოვია. აი ასე, უბრალოდ ადგა და წავიდა. შენც იცი, არ მიყვარს გრძნობებზე და ემოციებზე საუბარი. ისიც იცი, ცოლს არაფერს ვაკლებდი. მივლინებიდან ხშირად ვუგზავნიდი საჩუქრებს, მათ შორის ძვირადღირებულსაც, კაბები, სამკაულები, სუნამოები, ერთხელ მანქანაც ჩამოვუყვანე, ფულსაც ხშირად ვაძლევდი, რაშიც გინდა დახარჯეთქო. ის კი წერილების გამოგზავნას მთხოვდა, ფულსაც და საჩუქრებსაც ან ნაგავში ჩაუძახებდა ან სხვებს ურიგებდა ხოლმე.( რამდენჯერმე დავინახე, მეზობლის გოგო ელი სააბის ახალ კაბაში) მე სასიყვარულო ბარათებისთვის დრო არ მქონდა, ის კი არა საჩუქრების არჩევასაც ჩემს მდივანს ვთხოვდი. წუწუნი არ უყვარდა, ერთს ცალყბად გამიღიმებდა დილით და ვხვდებოდი რაღაც აკლდა... განსაკუთრებული სიჩუმე ბოლო დროს შემოიჩვია, ჩამოჯდებოდა ფანჯრის რაფაზე, ჰორიზონტს გახედავდა და ვგრძნობდი, როგორ ოცნებობდა სოფლის ქოხზე, ჭიქა ჩაი, სანთლის შუქი, მინდვრის ყვავილებით სავსე ლარნაკი... ეს ყველაფერი მისი იყო,ოცნებაში მისი იყო, ვერ მივიდოდი, ვერ დავუნგრევდი, ვერ ავუშენებდი "უკეთესს" და ვერც ფიქრს დავუშლიდი. ალბათ ქალს სულ სხვა რამე სჭირდება ჟიზელ, ალბათ ძვირადღირებული საჩუქრები და წარმატებული ქმარი არაა საკმარისი. ახლაც, როცა იმ ფანჯრის რაფაზე მე ვზივარ და ირგვლივ მხოლოდ მაღალსართულიან, პრიალა კორპუსებს ვხედავ, ფერად-ფერადი ბანერებით, ვხვდები რაღაც დავაკელი. ალბათ ქალს სხვა რამე სჭირდება...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ჰომ :)) სასიამოვნო ჟესტია ნამდვილად ჰომ :)) სასიამოვნო ჟესტია ნამდვილად
1. როგორ მინდა მეც მწერდნენ სასიყვარულო წერილებს )))
როგორ მინდა მეც მწერდნენ სასიყვარულო წერილებს )))
|
|
მონაცემები არ არის |
|
|