ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2017


ვერ გაგიღიმებ

გათენებისას ან საერთოდ თუკი თენდება,
შემოჯარული დარდებისგან ვცდილობ გავიქცე
და ვფიქრობ, უფრო მეტიც, ჯიუტად მჯერა,
რომ ვერასოდეს ვერ მივუჩენ დარდებს ადგილებს.
რომ იყოს ახლა დღეებით და თვეებით ადრე,
ეს დრო რომ არა, ეს წამი და ეს აპათია,
მოვინდომებდი მთელი ჩემი ნებისყოფებით,
მაგრამ რას ვამბობ, როცა მცირეც არ გამაჩნია
ნებისყოფები, უკეთესად ყოფნის შეგრძნება,
სადღაც და ისე უკვალოდ და უმიზნოდ გაქრა,
არ ვიცი ახლა რით ვაპირებ გამოზამთრებას,
მაგრამ ვფიქრობ და აქაც ისევ ჯიუტად მჯერა,
რომ გამონახავ შენს სივრცეში სულ მცირე ადგილს,
შენს გულში ისე შემომიშვებ, რომ არ დაგღალო,
არ მეშინოდეს ჩვევად ქვეულ თავის დაკარგვის
და ბევრჯერ, ბევრჯერ შენს თვალებში ვნახო სამყარო.
და ახლა ისე უსაშველოდ მეიმედება,
რომ მოინდომო, რომ ისურვო თავგამეტებით,
ათივე მცნებას უყოყმანოდ ისე დავარღვევ,
იქნები ჩემში ღმერთივით და ან უფრო მეტიც.
გადამითვალე ყოველ ღამე მაჯისცემები
და მასმენინე შენს სუნთქვაზე სანამდეც ვცოცხლობ,
გამიხანგრძლივე სითბოთი და სიყვარულებით
თითებზედათვლილ დღეებით და ფიქრებით ვცხოვრობ.
მუდამ გახსოვდეს თაფლისფერი ჩემი თვალები,
და ეს ღიმილი, როგორც შენ თქვი, რომელიც გიყვარს,
დამიმახსოვრე გეხვეწები ასე უსაზღვროდ,
ვერ გაგიღიმებ, გავა დრო და ეს უკვე მტკივა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები