ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დოდონა
ჟანრი: პოეზია
10 სექტემბერი, 2017


...

დრო  მიირწევა ქარავანივით,
მიიწელება სოფლის ორღობეს,
აღარც  შოლტი და აღარც  აღვირი,
ჩემი სავალი  უკვე მოღობეს...
ასჯერ  ასი მაქვს მოვლილი  ბაღი,
ათასმეერთედ  ვტეხე სალი კლდე,
ვინ იცის, რამდენ ზღვას გადავახტი,
ანდა რამდენჯერ ჭაობში  ვეგდე...
ჩამოიფურცლა  ცხოვრების წიგნში
ჯართად ჭედილი  ჩემი  ნოველა,
აღარც სანიშნე, არც შენიშვნები,
მივყვები  გვერდებს  შეუცნობელად...
უმზეო  დილა,  უმთვარო  ღამე,
სუსტად შუქილი  სიბნელე სულის,
იქნებ, ერთხელაც მომძებნოთ სადმე,
ნიშანს კვლავ მოგცემთ  ჭაღარა გული...
ცეცხლი მოსწიეთ სულის პატრუქთან,
თუ  ვერ ავინთო, მომიწვით თავი,
ერთხელაც  უნდა შევება ჭაობს,
ერთხელაც უნდა გავკივირტო  ბაღი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები