ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2017


დაუკარით!

დაუკარით საცეკვაო!
მსურს გავშალო მკლავები,
ტაშს მიკრავდნენ გოგონები -
უცოდველი კრავები.

ვიდრე სუნთქავს ქართველობა -
ნაღდი, ლაზათიანი,
დაუკარით „სალაღობო“
ლადო ასათიანის.

სიხარულმა ისევ მინდა
დამიცრემლოს თვალები,
ემჩნეოდეს ქართულ მიწას
ცეკვის ნატერფალები.

მაშ, ნუ ეტყვით უარს მოყვასს,
აუსრულეთ წადილი,
ლამაზებმა ვაჟთა შორის
კვლავ ჩააგდეთ მანდილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები