ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2017


ფაფრის ველზე

გაშლილ ველზე ვაზი იდგა, სპარტელს ჰგავდა მწკრივში.
ტრადიციას დარაჯობდა, დროსთან შეზრდილ ფესვებს...
და იცავდა მზის ქვეშ ადგილს უძველესი ჯიში,
რქაში წითლად მზე ბუდობდა ბებერ ფაფრის ველზე.
მთაზე მთვარე წააგავდა ლოყებმრგვალა კახელს,
ვაზისფოთლა ვარსკვლავები უჩვეულოდ ენთო.
ფიროსმანის ნახატივით ცა პირველად ვნახე,
მერე ისიც, მთვრალი მთვარე რომ დაუყვა ფერდობს...
საფერავსაც ეტყობოდა ხელი ნაფერები,
ფოთლები კი მწიფე ამბავს უყვებოდნენ ვენახს.
ცას სცვიოდნენ ვარსკვლავები, ღამის მნახველები,
ნიავი კი ღიღინებდა: - მადლიანო, შენა!..
09.09.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები