რადგან მოხვედი, ოქროს ზეწარზე ნუ კი დამაწვენ, გული გაშალე! ნაჩვევს, ნაფერებს ნუ დამავიწყებ, ნუ გადამაჩვევ, სუნთქვა მაცადე!
რადგან მოხვედი, რაც მაბადია ნუ კი დამაკლებ, სხივი შემატე! შენს წილ სიხარულს თუ ვერ გამიყოფ, ვერ მანაცვალებ, ჩემი შემარგე!
რადგან მოხვედი, ნურცერთი წამით ნუ გასხვისდები, მე ერთს დამჯერდი! შენ გენაცვალე, დროებით ნუ კი მომეკედლები, შემომაბერდი!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ტავისებური. ტავისებური.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|