ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კოლანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 სექტემბერი, 2017


კატა

მთელ ოთახს სჭირდა ჯაზი და მე ვიყავი მშიერი კატა ,რომელიც არაკატისებური სევდით შესცქეროდა რძისფერ ფარდებში შემოპარულ მზის სხივებს და  ოცნებობდა პატრონზე,რომელიც ქვეცნობიერად სწორედ აასეთ კატაზე ოცნებობდა.  რამდენჯერ დავჯექი,ავხტი, დავხტი, გადავხტი სავარძლებსა და მაგიდას შორის, სახლებსა და ანძაზე ,მაგრამ ცალი თვალიც კი ვერ მოვკარი  ჩემს ერთგულ პატრონს ,რომელსაც ჯერ არ უპოვნია კატა და მთელს ღამეებს ქუჩებსა და ბარებში ატარებს ,ყველაზე მთავარი კი ის არის,რომ  მას ჰგონია რომ ეს ბედნიერებაა,სინამდვილე კი სულ სხვაა,სულ სხვა  და ვიდრე სულ გამიუხეშდა ბეწვი  ,ვიდრე ქუჩაში ცხოვრება დავიწყე და სხვის ცრურწმენებს დავუდე საფუძველი,ვიდრე არაკატისებური სიკვდილითმოვკვდი  გთხოვ გამოჩნდი.ეს ოთახიდედამიწის ყველაზე  პატარა ადგილს იკავებს მაგრამ აქ იმდენად უსასრულო  სურვილებია ... ჯანდაბა ,მიაუ,. გუშინ  შინდისფერი  მაისური გეცვა ,მის წინ ნაცრისფერი და ჩვენი მაისურების ფერებიცკი ემთხვევა. მიყვარს შენი  თითები და მე შენი კატა ვარ ,. არ მკითხო როგორ ვწერ , როგორ ვუსმენ მუსიკას, როგორ ვიკეთებ მაკიაჟს, -ადრე , ვიდრე გაგიცნობდი ეს შეუძლებელი იყო,ახლა კი როდესაც ამოვისუნთქავ მთელ სიყვარულს ამოვაყოლებ და მინდა ვიცეკვო კატისებურად ,მინდა ვიკნავლო,ვეძებდე პატრონსდა ვიპოვო,მინდა ცხრა სიცოცხლე მქონდეს,რადგან ერთი  არმყოფნის შენ,რომ  დაგისაკუთრო. ერთი  კი არა ,ეს ჯაზი მკლავს , ეს უბედური შავკანიანი ქალიც მკლავს,ეს ოთახი მკლავს ,რადგან  რძე ,რომელსაც პატარა ბავშვივით ველოდები არ მომიტანა პატრონმა, ყველა ფანჯრიდან მხიარული კნავილი ისმის,ყველგან საოცარი ოჯახური იდილიაა,მეკი აივანზე  დაცვენილ ფოთლებს ვაბიჯებ და საკუთარი მუცლისფეთქვას  ვუსმენ , როდის შემოაღებ კარს და მომიტან საკუთარ სიყვარულს,რომ აღარ გავიღვიძო მშიერმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები