ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სოფო88
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2017


მხატვარს დავეძებ!..

მხატვარს დავეძებ... ისეთს, ვინც სულს ქაღალდზე აკრეფს,
ვინც დაინახავს რა ფერია ჩემი ოცნება,
ვინც ფანტაზიას შემოაცვამს ფიქრების ნაკრებს
და ფუნჯის ერთი მოძრაობით ჩემს გულს მოწვდება.
ვინც უსახლკარო წარმოსახვას დამიბინავებს
და ვინც უსიტყვო მეტყველებას მოარგებს ნიღაბს,
ვინც ძილში ნანახ საოცრებას ცხადად ამიხდენს,
ასეთს დავეძებ, მე საჩემო მხატვარი მინდა.
მინდა, რომ როცა მომინდება მაშინ დახატოს
ჩემი სურვილი და საჩუქრად ფერები მიძღვნას,
ჩემი ლექსები დაიფინოს სახელმძღვანელოდ,
ისე მიქარგოს მზის ბილიკზე მე ცა და მიწა.
სულ ყოველ დილას გაზაფხული მომართვას "ფინჯნით",
მატაროს მთა-მთა, სიმწვანეში ჩაკარგოს მზერა,
დამწველი სხივით დაამარცხოს მუქარა ღრუბლის,
მერე კი ჩემი არსებობით შექმნას "სიმღერა."
მინდა გამფანტოს, ჩემს ალყაში იქციოს თავი,
რომ უფრო მეტი სიფერადე მიეცეს ნატვრას,
მე სრულყოფილი "ოცნებების" არეკვლას ვითხოვ,
მე, სულ შემთხვევით გზააბნეულს, დავეძებ მხატვარს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები