ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტომი1981
ჟანრი: პოეზია
13 სექტემბერი, 2017


აქაურობაც ძალზედ ლამაზი

” სივრცეში მარტოდ დატოვებული ვეძებ გასასვლელს,
აქ რომ მოვედი, მახსოვს სხეული ჯერ არ გამაჩნდა.”

ბოლო ფოთოლი, თუ ისევ ხეზე დაეკიდება,
კვლავ დაბრუნდება შემოდგომების ჭრელი დიდება,
ყვითელ მიწაზე აირეკლება დილის სხივები,
გრძნობა მაქვს თითქოს აქაურობას, სულით მივები.
რასაც რომ ვამბობ და რასაც ვიტყვი, ბგერა ყოველი,
ჩემი არ არის, მე არსაიდან წამით მოვედი,
და ყველა ლექსი რომელიც დამდევს, ჩემზე ცხადია,
სულ ყველას გავცემ ეს არის მხოლოდ რაც მაბადია.
და რაც დრო გავა გაფერმკრთალდება ყოფის არხები,
მეც შევიცვლებილ, სულ ოდენ ცოტა შევილახები,
და როცა წავალ დაფიქსირდება მცირე ცვლილება,
ცხადია ამით არ შეიცვლება განზომილება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს