ბალას ტილოს ჰგავს ჩემი კანის ჩუმი სილურჯე მივდივარ, ესეც გადაღლილი სულის ბრალია. აქლემის კუზში საცოდავად ჩავიდა მთვარე, სხვა არაფერი ახლოს არის ასე ძალიან...
როგორც შენ ძმაო, სიგიჟეა ჩემში უტრილოს, " ჟელატინივით იგლისება პირში სიტყვები. " სადაც არა სწამთ იქ წავიდეთ და ღმერთს ვუტიროთ რაღაც სხვას ვეძებ და უდაბნოს განცდას გიყვები.
ტერენტი ძმაო, ჩვენ ბევრი გვაქვს მგონი საერთო, შენ მგზავრი ხარ და გარშემო კი მხოლოდ ფეთია. მე ჩირაღდანი სიცოცხლისთვის მსურდა დამენთო და მზის სხივებით სიკვდილისთვის ღამე მეთია.
გალაკტიონი არა ხარ, რომ ღამე შეშალო, არც ესენინი, რომ ანათო მუდამ დარივით. მაგრამ მაინც გსურს მთელ სამყაროს გადაეშალო, ვარდის ფურცელი ფესვდაკარგულ ხეიბარივით.
ბალას ტილოს ჰგავს ჩემი კანის ჩუმი სილურჯე და ამ ზეციურ სამეფოში ვგავარ " ბალიანს " აქლემის კუზში საცოდავად ჩავიდა მთვარე და ესეც ალბათ გადაღლილი ზეცის ბრალია.
ჩვენ ხომ ორივეს უცბად გვათრობს ქალის სუნამო და კვლავაც ისევ ხვალინდელი ლექსით ვივსებით. ვერას დაგვაკლებ მრისხანებით ” ლექსო ” ცუნამო, " ვართ უდაბნოში სევდიანი ოაზისები! "
ახლაც საკუთარ თავს მივათრევ თმებით ნაპირთან, უნდა გავტეხო ღამეების მძიმე ბოქლომი. ღმერთი დამპირდა, მე სიმშვიდეს ღმერთი დამპირდა და სიკვდილს ვეძებ ნებაყოფლობით.
ბედუინივით თოვლს ვიხილავ პირველად მერე " ვით სიგარეტის სამყაროში ჩაჭყლეტილ ღერებს " " და ავაჩქარებ პულსაციას ბეტონის ძარღვზე " რადგანაც ყველა ამოსუნთქვა იწყება ასე...
იმ რაღაც სხვაზე, რაღაც სხვაზე და ყველა ძარღვზე... მოვისვირინგე ლურჯი სისხლით ცივი სტროფები. ჩვენ ერთად ვდგავართ ბედისწერის უხილავ ზღვარზე მეამბოხენი და სიცოცხლით ავადმყოფები.
2011 წ.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. გენიალურია! გენიალურია!
6. ლექსი რომლის დაბინდულ სტრიქონებში უმაღლესი იდუმალების გამოსახულება იხატება... ლექსი რომლის დაბინდულ სტრიქონებში უმაღლესი იდუმალების გამოსახულება იხატება...
5. გამოუცნობლობის ბურუსი... გამოუცნობლობის ბურუსი...
4. ++ „აქლემის კუზში საცოდავად ჩავიდა მთვარე და ესეც ალბათ გადაღლილი ზეცის ბრალია.“
++ „აქლემის კუზში საცოდავად ჩავიდა მთვარე და ესეც ალბათ გადაღლილი ზეცის ბრალია.“
2. ,,გალაკტიონი არა ხარ, რომ ღამე შეშალო, არც ესენინი, რომ ანათო მუდამ დარივით. მაგრამ მაინც გსურს მთელ სამყაროს გადაეშალო, ვარდის ფურცელი ფესვ დაკარგულ ხეიბარივით''.
,,ღმერთი დამპირდა, მე სიმშვიდეს ღმერთი დამპირდა და სიკვდილს ვეძებ ნებაყოფლობით''.
,,ჩვენ ერთად ვდგავართ ბედისწერის უხილავ ზღვარზე მეამბოხენი და სიცოცხლით ავადმყოფები''.
5
,,გალაკტიონი არა ხარ, რომ ღამე შეშალო, არც ესენინი, რომ ანათო მუდამ დარივით. მაგრამ მაინც გსურს მთელ სამყაროს გადაეშალო, ვარდის ფურცელი ფესვ დაკარგულ ხეიბარივით``.
,,ღმერთი დამპირდა, მე სიმშვიდეს ღმერთი დამპირდა და სიკვდილს ვეძებ ნებაყოფლობით``.
,,ჩვენ ერთად ვდგავართ ბედისწერის უხილავ ზღვარზე მეამბოხენი და სიცოცხლით ავადმყოფები``.
5
1. კარგია, მეამბოხეობა და სიცოცხლით ავადმყოფობაა სიგიჟე, თორემ ისე ხომ ყველაფერი ისედაც ისეა.... + კარგია, მეამბოხეობა და სიცოცხლით ავადმყოფობაა სიგიჟე, თორემ ისე ხომ ყველაფერი ისედაც ისეა.... +
|
|
მონაცემები არ არის |
|
|