ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
14 სექტემბერი, 2017


ქრიზანთემა

გარეთ ქარი სახურავზე ხრის ანტენას
და პირდაპირ ტრანსლაციას ახარვეზებს...
გაშრობია მიწა ქოთნის ქრიზანთემას,
ვდგები, ვწყდები ტელევიზორს, სარწყავს ვეძებ.

მლოცველივით დაუხრია ოდნავ თავი.
შეიმოსა წყალი, როგორც ნათლისღება...
ეს ქარი რომ არა, ცხვირწინ ხმობად ყვავილს
საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები