 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 14 სექტემბერი, 2017 |
მიდიხარ, მიგაქვს ტალახიც, ჭუჭყიც გზების, აკრული ნაცვეთ ლანჩებზე. ჯერ კიდევ დრო გაქვს და არა უჭირს, სადაც არა სჯობს, იქაც გაჩერდე... ერთი მგზავრი ხარ ზღვის და ხმელეთის, იყოს გზავნილი მიგაქვს არასთან... იღბალს თვითონ სჭირს ელეთ-მელეთი, შენ აბა, როგორ დაგიფარავდა... მიგაქვს ცხოვრება ზურგზე სახლივით, წასულ-წამოსულ ყველა ბინადრით. იცის ტკივილმა თვალის ახელა მას შემდეგ, ნაცარს როცა მიაყრი... მიდიხარ პირში ქარებნაცემი, ზურგსუკან ორმო გრჩება ნაწბილი. მიმარტოსულობ, ნატვრის ნამცეცებს შენს ფიქრებს უფშვნი მარტოკაცივით... ყოფა კი გეშით მოგდევს მტაცებლის, იქნებ, როგორმე კბილი გამოგკრას. სხვა გზა არა გაქვს, დედაკაცდები, შენს დარდს კი ჩუმი ცრემლი გალოკავს... გზა შენზე ადრე იკვალავს სავალს, შენს გარდა, ბევრი სხვაც რომ გაივლის... შენ რომ უჩრდილო გეგონა ალვა, მასაც ჩრდილი აქვს რაღაცნაირი... მიდიხარ შენი დუმილ-ხმაურით, და კარგად იცი, ერთი და ის, რომ, ვერც ერთი გზიდან გვერდს ვერ აუვლი იმ ბედისწერას, შენზე რომ ფიქრობს!..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
10. ძალიან კარგია. ძალიან კარგია.
8. ეს ლექსი მწვერვალია. ამასთან ,,მარიანის ღრმულიც,'' ქვესკნელში ჩაჰყვები, რათა ჩაწვდე ავტორის აზრის სიღრმეს. ამას ვწერ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ++
ეს ლექსი მწვერვალია. ამასთან ,,მარიანის ღრმულიც,`` ქვესკნელში ჩაჰყვები, რათა ჩაწვდე ავტორის აზრის სიღრმეს. ამას ვწერ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ++
7. უძალიანმაგრესი ლექსია! უძალიანმაგრესი ლექსია!
6. რაღაცნაირი სევდიანი. რაღაცნაირი სევდიანი.
5. იყოს გზავნილი მიგაქვს არასთან-- ესეც ცხოვრების თავი და ბოლო იყოს გზავნილი მიგაქვს არასთან-- ესეც ცხოვრების თავი და ბოლო
4. გმადლობ მიხეილ! ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მეც მომწონს ჩემი ლექსი... :) გმადლობ მიხეილ! ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მეც მომწონს ჩემი ლექსი... :)
3. მომეწონა ძალიან, თავფურცელი ეკუთვნის. ეს ლექსი თქვენო შემოქმედებიდან ყველაზე მეტად მომეწონა. +5 მომეწონა ძალიან, თავფურცელი ეკუთვნის. ეს ლექსი თქვენო შემოქმედებიდან ყველაზე მეტად მომეწონა. +5
2. კარგია. ყოფადობითი. კარგია. ყოფადობითი.
1. ლოკოკინასავით...
"სხვა გზა არა გაქვს, დედაკაცდები,"- ჰო, ასეა.
ლოკოკინასავით...
"სხვა გზა არა გაქვს, დედაკაცდები,"- ჰო, ასეა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|