ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: მევარმე
ჟანრი: პოეზია
3 ნოემბერი, 2017


***

ისევ ღამეა და მთვარეს ვეფიცხები,
ვშლი და ვიწერები ფიქრთა მორევიდან
დღემდე ვერ მიცანით ჩემ თავს გეფიცებით...
ცა ჩემს გუნებაში ჩემი გონებიდან

დუმს. თან ქაოსია იწვის ქარიშხალი
თითქოს დამბაჩიდან ბოლო ნაფაზი ვარ
ერთი ნაბიჯიც და მე ვარ დარიშხანი
გიჟთა ეპიცენტრი ჩემი დარბაზია.

წვიმს თან ცხრათვალაა მზე და ნაბიჭვრები
ცალ თვალს არტისტული ჟესტით ჩაგვიკრავენ
ჩუმი ნაბიჯებით ვითომ ძმაბიჭები
ნდობას მერამდენედ გულში ჩაგვიკლავენ

თოვს და მეგობრობა ლხინში იყიდება
წლობით იმალება თოვლში იარები.
ვფიქრობ მომავალში ალბათ ის იქნება
რომ დღეს მე სიკვდილით როგორც ვიარები

ალბათ ზუსტად ისე ივლის მეზობელი,
ივლისს იუბილარ კოკესპანიელით,
ბაღი უფოთლო და ზეცა უნდობელი,
პატრონს ბო ერქმევა ძაღლს კი დანიელი.

ვპოვე სიკეთე და მასში დავიმალეთ
ისევ მე და ჩემი სულის განაჩენი,
ახლა თითქმის ისე ძლიერ დავიღალე,
როგორც დედაჩემი, როგორც მამაჩემი.

თქვენი თქვენ იკითხეთ, მე ჩემს წავიკითხავ,
ლექსებს, მეტაფორებს, მეტი მე რა მინდა
ხელი დაგიქნიეთ სანამ განმიკითხავთ
გზიდან პარალელელურ აზრთა ელმავლიდან...

ისევ ღამე ვარ და მთვარეს ვეფიცხები,
ვშლი და ვიწერები მომწონს დონე ტაშის
ახლა, ბუნებას და ნებას გეფიცებით
ჩემი გუნებიდან მე თქვენს გონებაში

ვდუმვარ , ქაოსი ვარ ვიწვი ქარიშხალი
თითქოს დამბაჩიდან ბოლო ნაფაზი ვარ
როგორც გასროლილი სიტყვა დარიშხანი
ტვინის ეპიცენტრში აზრთა დარბაზიდან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები