 | ავტორი: ინი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 15 სექტემბერი, 2017 |
მე ვცხოვრობ სხვენში. ჩემი სხვენი რამდენიმე სანტიმეტრითაა დაშორებული დედამიწას. დაძინებისას მეშინია საბნიდან ფეხის გამოყოფა.. ბავშვობაში მიყვებოდნენ, რომ დედამიწაზე ადამიანები ცხოვრობენ და თუ სხვენიდან გავალ შემჭამენ. მეშინია, რომ შეიძლება სხვენში ამოძვრნენ და ლოგინის ქვეშ დაიმალონ. . უკვე 2300 წლის ვარ, მე ისევ ისეთივე შიშებში ვცხოვრობ, როგორც ჩემი მეგობარი ბიჭი, რომელიც ჯერ მხოლოდ 2100 წლისაა.. თუმცა როცა უკვე 2100 წლის ხარ, 1200 წლის არსებასავით არ უნდა გეშინოდეს, მაგრამ ჩვენ პატარა პლანეტიდან ვართ და ნებისმიერ დროს შეიძლება დიდმა პლანეტამ გალაქტიკისხელა პირი გააღოს და გადაგვყლაპოს.. ჩემი ბებია 6500 წლის იყო, როცა კოსმოსში გაიფანტა.. მახსოვს, ბავშვობაში, ჯემიან პურს მაჭმევდა, პატარა ვაგონებად მიჭრიდა ხოლმე, მე წარმოვიდგენდი, რომ მათში ადამიანები ისხდნენ და ბოლო ვაგონამდე გემრიელად ვჭამდი.. ბებიას ადამიანები უყვარდა. მგონი ჩვენს სხვენოჯახში ერთადერთი იყო, ვისაც ადამიანები უყვარდა.. უცნაური ქალი იყო. სულ დედამიწურ საჭმელებს აკეთებდა და ახლა ხშირად მენატრება იმ საჭმელების გემო, მაგრამ დედამიწაზე მაინც არ ჩავალ.. არასოდეს ჩავალ. თუმცა მეგობრები მეუბნებიან რომ უნდა ვიმოგზაუროთ, ამ დროს ყურებზე ძლიერად ვიფარებ ტოტებს და ღრუბელში ვეხვევი. არ მინდა მოგზაურობა.. ოთახში პატარა სახელოსნო მოვიწყე.. ოჩოფეხებს ვთლი. დედამ მითხრა ეგ რაღა ჯანდაბააო.. მე ვუთხარი სხვენს ოჩოფეხებზე დავდგამთ და დედამიწას რამდენიმე მეტრითაც კი ავცდებით მეთქი.. ხელი ჩაიქნია.. დედა როცა ხელს ასე იქნევს, ვხვდები, რომ რაღაც ძალიან ცუდად გავაკეთე, ან უბრალოდ რაღაც კარგად არ გავაკეთე. ეს ორი რამე ერთმანეთში სულ მერევა. წინამძღოლი ამბობს, რომ რაღაცა ან კარგია ან ცუდი.. მე ვუთხარი მაგას უკიდურესობა ჰქვია მეთქი. იმან ისე შემომხედა მემგონი ვერაფერიც გაიგო, მაგრამ ამას არ იტყოდა ხმამაღლა. რადგან წინამძღოლია და უკიდურესად ყველაფერი იცის. ხოლმე მეც არ მესმის ბევრი სიტყვა ბოლომდე, მაგრამ ეგ მიხარია. გამოდის უკიდურესად არ ვარ. დედა იმის მერე არ მელაპარაკება, რაც ოჩოფეხებზე ვუთხარი. ერთი ის თქვა ბებიაშენის ზღაპრების ბრალიაო. ზღაპარი რა არის არ ვიცი. მერე ის გამახსენდა, ბებო როცა მიყვებოდა ხოლმე თავის ფიქრებს, მაშინ მომიყვა ოჩოფეხებიან სახლზე.. ალბათ დედას ჰგონია რომ ფიქრებს ზღაპრები ჰქვია. გამოდის მე მეზღვაპრე ვარ. სულ ჩემს ფიქრებს ვამბობ ხოლმე. სხვები ეგრე არ არიან. სხვები უფრო ჩუმად არიან და სულ რაღაცებს აკეთებენ. მერე როცა ოჩოფეხება სხვენი გვექნება დედა გაიგებს რომ მე კარგი რამე გავაკეთე. თუ არადა ცუდი მაინც არ გავაკეთე და რომ უკიდურესად ვერაფერს ვაკეთებ. და მერე ღამე არ შემეშინდება საბნიდან ფეხის გამოყოფა, იმიტომ რომ დედამიწა შორს იქნება და აღარ შემჭამენ..
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ძალიან კარგად წერს ეს გოგო..
კოსმოპრიზმული აზროვნებით.. ძალიან კარგად წერს ეს გოგო..
კოსმოპრიზმული აზროვნებით..
1. საინტერესოა არადედამიწელი, უცხოპლანეტელის დამოკიდებულება , ფიქრები, აზრები დედამიწის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინია ადამიანების, ის მაინც გაიგივებულია ადამიანთან . უცხოპლანეტელი ბავშვობის წარმოდგენებით სიამოვნებით ანადგურებდა "ვაგონებში ჩამსხდარ ადამიანებს ,- ჯემიან პურებს". ასე, ყოველდღიურად ვჭამთ და ვანადგურებთ ადამიანები ერთმანეთს. საინტერესოა არადედამიწელი, უცხოპლანეტელის დამოკიდებულება , ფიქრები, აზრები დედამიწის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მას ეშინია ადამიანების, ის მაინც გაიგივებულია ადამიანთან . უცხოპლანეტელი ბავშვობის წარმოდგენებით სიამოვნებით ანადგურებდა "ვაგონებში ჩამსხდარ ადამიანებს ,- ჯემიან პურებს". ასე, ყოველდღიურად ვჭამთ და ვანადგურებთ ადამიანები ერთმანეთს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|