ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2017


2017-ის სექტემბერი

რჩება ზაფხული, აღარსად მიდის
(ვერ მიდის, თორემ, განა სურს თავად).
არ დაეხარჯა ცხელი ამინდი
და ცივზეც ვერ გადაახურდავა.

შემოდგომას კი მოცდა მოუწევს,
სანამ დახარჯავს მზეებს ზაფხული.
სამაგიეროდ, სექტემბერი, წელს
გამოუვიდა ჯერ არნახული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები