 | ავტორი: სოფო88 ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2017 |
ახლა ის დროა, როცა სათქმელს სუსტი აქვს სული, თავისუფლებას შემოუსხამს მკურნალი ფარჩა, გზას აღარ თელავს ყალბი მზერა გიჟ მარტოსულის, იმ ცეცხლის შემდეგ ფერფლის ფერი ცივი ცა დარჩა. გაუფასურდა ოცნებები უმისამართო, წლებში ჩაბნეულ სიცრუისგან მოხერხდა დახსნა, ახლა ღიმილი აღარ არის კოჭლ-უსამართლო, ახლა თითებზე სიმსუბუქის ნიშანი დარჩა. სხივმა შეფუთა წამწამების უღრუბლო ჯარი, ახალი ფეთქვა გადაევლო გულს ნამკერვალევს, უკვე თამამად იშიფრება სინათლის კარი, თავისუფლება ექარგება სუნთქვის მწვერვალებს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
|
|