ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ასლანიკაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2017


ჩემი

ლექსი - ჩემი ასტრალია,
ტანჯვა - ჩემი რეალობა.
ჩემი სული - ავსტრალია
(ეგზოტიკის ღია ლობი).

ფიქრი ჩემი - უფსკრულია,
საქმეა - ჩემი ფობია.
სიტყვა ჩემი - oops, ტყუილია,
ჩუმად ვიყო სულ - ჯობია!

ნატვრა ჩემი - სამოთხეა,
ღვაწლი ჩემი - ნოლის ტოლი.
კარი ჩემი - ფართოდ ღია,
სათნოება - ჩემი როლი.

ციფრი ჩემი - რვა და ერთი,
მეგობარი - ჩემი გული.
სიყვარული ჩემი - ღმერთი,
ღმერთი ჩემი - სიყვარული!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები