ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
21 სექტემბერი, 2017


მარად მღელვარევ, შენ არ მობერდი

(გალაკტიონს)

"როცა საუბარი ედგარ პოეზეა".
გალაკტიონი
"საუბარი ედგარზე".

"მაგრამ შავი ყორნის სუნთქვა ვინ აზიდა,
ეს ხომ ედგარია, ედგარს გაუმარჯოს".
გალაკტიონი
"კოსმიური ორკესტრი".

"იყო შარლ ბოდლერი, მწარე და ძვირფასი,
თრობის საათია, ღვინის საათია,
ასე იძლეოდა პასუხს შეკითხვაზე:
რომელი საათია?"
გალაკტიონი
"რომელი საათია".

მე კოსმიურის მხიბლავს იერი:
ქუდი ცილინდრის, ლაბადა გრძელი,
როცა საოცარ სიმშვენიერით,
უფაქიზესი განცდებით მღერის.
გახსენებაა დიდი ედგარის:
ყორანმა დახრა ნერვები, ტკბება,
გარეთ გრიგალი დაუდეგარი
ფიქრთა აწეწვას აღარ ეშვება.
"პარიზის სპლინი", წიგნი ბოდლერის,
დავიწყებული ვერაფრით თრობა,
მარად მღელვარევ, შენ არ მობერდი,
გსურს ფერადებით კიდევ ანცობა.
ფაფარაყრილი ცხენები ლურჯა
ვერ შეაჩეროს დროის დინებამ,
მოუთოკავი ლოგოსი ურჩად
მიქრის, ქარიშხლებს არ ერიდება.
"მთაწმინდის მთვარეს" კითხულობს გალა,
ის გაიტაცეს ფრთებით ქარებმა,
გაიხსნა გული და გადმოღვარა
დაუცხრომლობა და ნეტარება.
მე კოსმიურის მხიბლავს იერი:
ქუდი ცილინდრის, ლაბადა გრძელი,
როცა საოცარ სიმშვენიერით,
უფაქიზესი განცდებით მღერის.

2017 / III

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები