 | ავტორი: ოთარ რურუა ჟანრი: პოეზია 22 სექტემბერი, 2017 |
ორსულო ქალო! - გთხოვ: უარი უთხარი აბორტს, ნუ მოკლავ შენს შვილს... დაილოცოს დედაშვილობა, რომ გაიზრდება, მისი გული ისე გაგათბობს, შეგიხორცდება სამუდამოდ ყველა ჭრილობა.
ორსულო ქალო! - შეისმინე ჩემი ვედრება, არ მოიშალო მუცელი და არ გახდე მკვლელი, შვილის სიყვარულს ქვეყანაზე რა შეედრება, ანდა იმ წუთებს, - მოუთმენლად როდესაც ელი
შენი სისხლ - ხორცის დაბადებას... გულმკერდში ჩაკვრას, რა ბედენაა ამ დროს შიში მშობიარობის, თუ ჩვილს მკლავებით ყოველ ღამე დაურწევ აკვანს, ისე გიწამებ, როგორც მე მწამს უფლის წყალობის.
მაშ, ძირს აბორტი! განიცადე ტკბილი წუთები, გესმას მომავლის ძახილი და სისხლის ყივილი, თუ შვილს ყოველდღე გულმხურვალედ ჩაეხუტები, გაგიქარწყლდება სათითაოდ ყველა ტკივილი.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. ლექსი კიარა კანონი ვერ აკავებს ამ შტერ ქალებს.
წეიკითხავს გგონია? რავარც კი მოხვდება თვალში რაზეა ლექსი - ვინაა ეს ღრუზინიო - ჩეიკნავლებს და გააგრძელებს მესიჯობას.
წარმატებები ავტორს ლექსი კიარა კანონი ვერ აკავებს ამ შტერ ქალებს.
წეიკითხავს გგონია? რავარც კი მოხვდება თვალში რაზეა ლექსი - ვინაა ეს ღრუზინიო - ჩეიკნავლებს და გააგრძელებს მესიჯობას.
წარმატებები ავტორს
1. ძირს აბორტი!
მიდი ოთარ, ეგრე უნდა მაგას ძირს აბორტი!
მიდი ოთარ, ეგრე უნდა მაგას
|
|
მონაცემები არ არის |
|
|