ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელჯერნონი
ჟანრი: პროზა
22 სექტემბერი, 2017


ცისარტყელის მერვე ფერი

  ჩვენ არ გვყვარებია ერთმანეთი, ღმერთო ჩემო, ეს ხომ ჩვეულებრივი ამბავია, რა საჭიროა ყველგან ეს არაფრისმომცემი სენტიმენტები.
მეტიც, მე ვმეგობრობდი მის ცოლთან, ვასწავლიდი მას გემოვნებით ჩაცმას, მაკიაჟის გაკეთებს, თმის მოვლას და საკუთარი თავის დანახვას .
ძალიან თბილი და გულუბრყვილო გოგო იყო ჰაიდი.კეთილი თვალები ჰქონდა, კამკამა, რომ ჩახედავ და სული ჩანს, სწორედ ისეთი. არ იქნა და არ ეყოლა ბავშვი, არადა ისე უნდოდა, ისე სწყუროდა დედობა...ცრემლი გაუბზინდებოდა ხოლმე თვალზე, თმას ვითომ შემთხვევით სახეზე ჩამოიყრიდა, ბავშვივით უჩვილდებოდა გული. ნეტავ ასეთ ქალებს რატომ ღალატობენ?
  ალბათ ისინი ზედმეტად სუფთანი არიან ხორციელი ჟინის დასაკმაყოფილებლად, ან არ შეუძლიათ, ან პარტნიორში იწვევენ რიდს, რაც შემდეგ ბარიერის მიზეზი ხდება.
და მიდიან ასეთი ქალის ქმრები, მიდიან სხვა ქალებთან და უკრძალავენ იმ სხვა ქალებს ცოლზე შეკითხვების დასმას, ან არ უკრძალავენ, უბრალოდ უადგილოა საყვარელთან ცოლზე ილაპარაკო.
  ადრე მიყვარდა ერთი კაცი, ახლა ცივი გონებით რომ ვფიქრობ მგონია რომ, კიარ მიყვარდა, მე მისით აღფრთოვანებული ვიყავი. ის იყო ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანი, მაგრამ ის წერდა. ნახევარზე მეტი არ მესმოდა მისი ნაწერების, მაგრამ მე მაინც ვაკითხებდი, მიმწონდა მისი ხმა, მისი თვალები, მისი ღიმილი. მომწონდა რომ ხანდახან მე მას ვავიწყდებოდი, ის ისეთი სხვანაირი იყო ამ დროს...ისეთი ტრაგიკული...ღმერთო ჩემო...
  ერთხელ ვთხოვე რომ მეგობრის წვეულებაზე კომპანიონობა გაეწია, მოიღუშა, თუმცა უარი არ უთქვამს, წამოვიდა.
თავისთვის იჯდა იმ ერთ ადგილას, რომელიც მისვლისთანავე შესთავაზა მასპინძელმა.
მე გვიან ღამემდე შემოვრჩი, სასმელი მომეკიდა, ან უფრო უკეთ რომ ვთქვა ძალიან დავთვერი.
ორი დღე მტკიოდა თავი, მის საწოლში ვიწექი და ვგმინავდი.
მესამე დღეს რომ წამოვდექი მთხოვა წავსულიყავი მისგან,
.თქვა რომ მას ასე არ შეუძლია,
ღმერთო ჩემო, თქვა რომ ჩვენ დედამიწას სხვადასხვა მხარე ვართ,
თქვა რომ მე საერთოდ არ ვყოფილვარ არაჩვეულებრივი,
და რომ საშინლად გავუცრუე იმედები.
რა თქმა უნდა ისტერიკა მოვაწყვე და ის შემორჩენილი ორი მთელი თეფშიც დავულეწე რაც ერთ _ერთი ჩხუბის დროს სასწაულებრივად გადამირჩა.
კარი მაგრად გამოვიჯახუნე და წამოვედი.
მას მერე აღარ მინახავს, თუმცა როცა მასზე ვფიქრობ, როცა ხელებს ლოყის ქვეშ დავიწყობ და კატასავით მოვიკუნჭები, ღმერთო ჩემო, ისე თბილია მასზე ფიქრი თითქოს თბილ _თბილ ჩაის გასმევდეს თავის ხელებით.
    ამ ერთხელ მიყვარდა მხოლოდ, მერე გადავწყვიტე რომ სისულელეა სიყვარული, აბსურდია და საკუთარი თავის ღალატი. მის შემდეგ მხოლოდ ვიყენებდი კაცებს, მყავდა მდიდარი საყვარლები, ისინი მე მაძლევდნენ ფულს, მე კი ვუსრულებდი სურვილებს, ვიმიტირებდი ორგაზმს და ვაგრძნობინებდი მათ, რომ იყვნენ ერთადერთნი, მოკლედ რომ ვთქვა, საკუთარი საქმის პროფესიონალი ვიყავი და არც ძვირფასი საჩუქრები მაკლდა, ფულიც ყოველთვის მქონდა და თავიც ისე მეჭირა საზოგადოებაში, როგორც ღირსეულ ქალბატონს. დავეუფლე სტილისტის პროფესიას, შემდეგ დაგროვილი დანაზოგით გავხსენი საკუთარი სილამაზის სალონი და ნელ _ნელა მოიკიდე ფეხი ამ ბიზნესში, რა თქმა უნდა ჰაიდის ქმარი დამეხმარა ამ ყველაფერში, საკუთარი გავლენებით დახურა კონკურენტი რამდენიმე სალონი ამავე უბანში, ზოგის ანტი რეკლამით გაუფასურება მოხდა, ღმერთო ჩემო რა ადვილია ამ ქვეყანაში ანტი რეკლამა, თუ ცოტა ფული, ცოტა ტვინი და ცოტა იღბალიც გაქვს.
ჰო, მე არ მიყვარდა ჰაიდის ქმარი, ბევრი არც არაფერი ვიცოდი მასზე, გარდა იმისა რომ რაღაც თანამდებობა ეკავა რომელიღაც სამინისტროში, ეს სრულიად საკმარისი იყო ჩემთვის. ეს იყო საშუალო სიმაღლის ჭაღარაშერეული, ხმელი კაცი, მას არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ ძალიან უყვარდა როდესაც მე ვლაპარაკიბდი, საათობით შეეძლო ჩემი მოსმენა, ერთხელ მითხრა, რომ მე ძალიან დამაჯერებელი და საინტერესო თხრობა მაქვს და შემიძლია სრულიად უინტერესო ამბავიც ისე მოვყვე, არ მობეზრდეს მისი მოსმენა. ეს ერთადერთი კომპლიმენტი იყო, რომელმაც აღმაფრთოვანა და გავიფიქრე _ხომ არ შევუყვარდი_მეთქი ამ კაცს, მაგრამ...მას ჰაიდი უყვარდა, როგორ ვთქვა, მას ისე ძლიერად უყვარდა ჰაიდი, ისე სხვანაირად... ღმერთო ჩემო,ან როგორ შეიძლება არ გყვარებოდა ჰაიდი.


                                                                                                                                                                                                      (გაგრძელება იქნება)


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები