ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კომედიანტი
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2017


მდინარე განგი და შენ...



განგოტრი, დაშვება, სადავე,
თმის ტევრი, შიშები და შივა.
ამურის სულივით ნაწვალებ...
ვსვამ შენი სურნელის ოხშივარს.

ინდუსის სიწმინდით მაქეზებ,
ერთვები ათასერთ შენაკადს...
მსურს შენი თვალების ბაქმაზის
სხეულში ჩაღვრა და შენახვა.

დამდნარი თოვლი და მანჰათა,
მლოცველი, მე, კლდე და გონუხა..
არასდროს ჩემი რომ არა ხარ
და მაინც ჩემი რომ მგონიხარ.

ჰო, დაე უწყოდეს ალახმა
განგოტრი, გზა; ჩემი შიშების...
რომ ისევ შენს ფსკერზე დამმარხონ,
როცა შენ მდინარედ იშვები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები