ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2017


უკეთესად

(როგორც დიდი ფრედერიკი იტყოდა, კაიფში დაწერილი ლექსები)

და ბატონ სიზიფეს - რთულსა და მიწისფერს
ერთ დღესაც...
ტრაგიკა. დრამების სასპენსი.
და ბატონ სიზიფეს ცხოვრება უბიძგებს
იყვიროს, იტიროს; სხვებს მაინც არ ესმით.

ქალაქი. საღამო. ჯაარი. გაკვამლულ
ოთახში ლუდს აქცევს. საშინლად აყროლდა...
გამომშრალ კანაფის ეფექტით კანკალებს
და სასაფლაოსთან ტროპულად ახლოს დგას
ეს სახლი. საერთო. თუმცა კი მაინც რა
საერთო ექნება ხალხს ასეთ ყოფნისას -
თვალებით. სიტყვებით. ონლაინ და ისე
თვალები, სიტყვები არასდროს ჰყოფნიდა
ჩენს ბატონ სიზიფეს.
სიზიფეს - ჩვენს ძმაკაცს
წინ უდგას კათხა და ასეთი ტექსტებით
იმხნევებს თავს, რადგან უბრალოდ ჩვევა აქვს -
წერა დაავიწყდა; უტროპო ლექსები
მაინც ეწერება.
გავუგოთ.




უდროობა და უადგილობა

ლექსები დილით ადრე უდა წერო,
სანამ გარეთ გახვალ და
პროზაულ გაჩერებასთან
მთელი არასერიოზულობით დაგდებულ
ერთ პაპიროს
გაურკვეველი სადაურობის ბიო მოსაწევს ნახავ,
თანაც სიგარეტი არ გაქვს,
ანუ აიღებ და
სანამ ტრანსპორტი მოვა,
უკიდებ;
უკიდებ და ხვდები, როგორ იღუპებიან ადამიანები
და როგორ ჩნდებიან სპილოები გზაზე
და როგორ მოგსდევს ის სამოცდაცამეთი-თხუთმეტი წლის ქალი პოლიციელი
და როგორ ურტყამ ავტობუსის მძღოლს
მელოტ კოკორახში
გაშლილ ხელს - ამას ის გრძნობს და ხვდება -
მძღოლი.

ლექსები დილით ადრე უნდა წერო,
სანამ გარეთ გახვალ და
შეხედავ, როგორ იქექება ბავში ნაგვის ბუნკერში -
საუზმეს უკვეთს მდიდრულ რესტორანში.

ლექსები დილით ადრე უნდა წერო,
სანამ მასტურბაციით დაკავდება მთელი ქალაქი,
მერე სკოლებსა თუ უნივერსიტეტებს,
ან უაზრო სამსახურებს თუ უსამსახურობის მიზეზით
უგზოუკვლობას მიაშურებენ ადამიანები,
შენ კი საკუთარ მრავლისმეტყველ მზერას
იგივე, ან მეორე ავტობუსით გამოგაყოლებენ.

ლექსები გამთენიას უნდა წერო,
თორემ აქ პოეტური მაინც აღარაფერია.

ბარის მაგიდასთან
რაღაც კოქტეილის მოლოდინში აბოლებ სიგარეტს,
მთელი დაწესებულება
ამგვარ ყოფაშია,
შენ კი
აალებული სასმლის მოლოდინში
გულმოდგინედ აბოლებ სიგარეტს
და აკვირდები სიტუაციას.
არ გაბედო და აქ ლექსებზე არ იფიქრო!
დაგცინებენ!
მზერაში რომანტიულ ემოციებს შეგამჩნევენ და
გაგასაზიზღრებენ!
ახმახი დაცვა გარეთ გაგათღევს და
ჩასვრამდე გცემს.
ვიღაც ფულიანი
ბოლო მოდელის მერსედესით გადაგივლის.
ეს გოგო თავის ფეხსაცმლის ქუსლს
შიგ თვალშ ჩაგარჭობს.

აქ ლექსები უბრალოდ არ იწერება.
სხვა დრო ნახე.
სხვა ადგილი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები