ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
23 სექტემბერი, 2017


რაჭული დღიურები

დაურბინა სიომ რაჭას,
ეფერა და ეკუდრაჭა.
მზე შეისვეს მხრებზე მთებმა,
თმა შეიკრეს ნათიბებმა.
თონემ გული გაიცხელა,
თონუკაში პური ცხვება...
მორბის მთიდან ცივი წყარო,
მიდის შარაც საწანწალოდ.
ცაა ულურჯესი ჩითის,
აჭიკჭიკდა ხეზე ჩიტი.
მოაქვს რიონს მძიმე მორი,
მოდის ხიდზე კაცი ორი...
ბუნებაა ისე მშვიდი,
დროც რაჭულად დინჯად მიდის...
უხმოდ გლოცავს მრავალძალი,
სხვა მადლით და სულ სხვა ძალით!
ასეთია ზემო რაჭა,
თვალმა ნახა, ფიქრს კი დარჩა...
20.09.17

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები