ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
24 სექტემბერი, 2017


ამაოება

დახვეტავს ქარი მოგონების ცისფერ ბარათებს
და ერთიანად შემომაყრის არეულ სულზე.
მე დარდით სავსე მეათასე ღამეს გავათევ
შენ - ვერასოდეს ვერ გაიგებ, რას როგორ ვუძლებ.
საკუთარ თავსაც კი ვუმალავ არეულ დარდებს
და არ ვუყურებ არც ერთ მათგანს ღიად თვალებში.
მერე ვკითხულობ ლექსებს ჩუმად, ვინ იცის, რამდენს
და ვრწმუნდები, რომ შეცდი, როცა ხელი გამიშვი.
თბილ შემოდგომის დღეებს გულზე მალამოდ ვიდებ
და ხელს მისვამენ თავზე მშვიდი საღამოები.
მიყვარს, როდესაც ცხოვრების გზას ღიმილით მივდევ,
თავს მახსენებდეს თუნდაც ურჩი ამაოება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები