ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბეთ ავენ
ჟანრი: პროზა
26 სექტემბერი, 2017


,,ვითომ ჩვენ?,,

კახეთის ერთერთი სოფლის გალავნშემორტყმულ ეზოს ჭიშკართან, ფიცრებისგან შეჭედილ სკამზე, გაზაფხულის მზიან დილას,  თებრო და ნინუა ისხდნენ და ერთმანეთს აქტიურად უზიარებდნენ სოფლის სიახლეებს. გალავნის იქიდან მამლის შეყივლებას ქათბების კრიახი მოჰყვა. 
- აგე! გამობრძანდა!  -  გადაულაპარაკა თებრომ ნინუას.   
- გამობრძანდა და ჭირი მაგასა!  -  სიამოვნებით წარმოსთქვა ნინუამ. 
  ...აბა, რასა შვებით? მაგშივდათ?  აჰა, თქვენ ჯერა ბალახი, მერე ხორბალიცა იქნება...აბა ჩემი წიწილები სად არიან? აა, აქა ყოფილხართ ! 
  ამ სიტყვებით  საკმაოდ მოხუცმა და წელშიძლიერმოხრილმა  ნათომ საქათმის კარიც შეაღო, კრუხი წიწილებიანად ეზოში გამოუშვა და კარი ისევ მიხურა.   
- შენ რა გჭირს, ჰა? რით ვერ მოშუშდი, პაწიავ? რით ვერ დადექ ფეხზე?  - და მობუზული წიწილა, ბარბაცით რომ აედევნა სხვებს, ხელში აიყვანა. 
- უნდა გამოკეთდე შენა, გაიგე? - თბილი ხმით ეალრსებოდა ნათოა, რასაც გალავნის გადმოღმა უსწრაფესი შეფასება მოჰყვა: 
- ქა, აბა ახლა ამას რომ ვინმე უცხო ისმენდეს იფიქრებს რომ ეს დედაკაცი აგეთი ავია? 
- ჰო! ფრთებიანი ანგელოზიც ეგონება! 
- ისემც მაგასა! ვინც კი დასწყევლა ყველას მიუვიდა! ეგეთი გაგიგია?!   
- მააშ! ალქაჯია, ალქაჯი!     
- რა გიყო, როგორ გიშველო, შე უცოდველო? - აგრძელებდა თავის ეზოში ნათო. 
აბა, ერთი ამას მოუსმინე, ჰა?!  - ისეთი აღშფოთებით წარმოსთქვა  თებრომ რომ ღმამაღლა გამოუვიდა და ნათომაც: 
- ვინ ხარ ემანდ? - გამოსძახა.     
- ჩვენა ვართ, ნათო, ჩვენა,  თებრო და ნინუა!  ცოტა დავიღალენით და აი, ჩამოვჯექით. 
- ნეტა ერთი რამ დაგღალათ, თქვე უსაქმურებო, თქვენა, ჰა?!   
- რათა,  ნათო,  რათა ვართ უსაქმურები?
- უსაქმურებიც ხართ და ჭორიკნებიცა! აბა, აქედან გამეცალეთ, თორემა ერთს ისეთსაც მიგაწყევლით რომაა!   
  თებრომ და ნინუამა ამგვარ წინადადებაზე უსწრაფესი რეაგირება მოახდინეს და 
- უკვე! უკვე! წავედით, ნათო! აი წავედით!     
- ჰო, და ეგრე!  -  რასაც ჭორიკნებისგან პასუხად  ძალზედ ხმადაბალი, მაგრამ საოცრად სინქრონული შემდეგი წყევლა მოჰყვა: 
- ,,ეგრე,, და სიკვდილი შენა!  -  რის შემდეგაც გალავნის იქითმხრიდან ნათოს  შეძახილი-  ,,უი, დედა!,, - გაისმა. 
  ქალებმა ერთმანეთს შეხედეს და  მერე გალავნს გახედეს: 
- ... ნათუა! - პირველმა თებრომ დაუძახა. არავინ რომ გააგონა - ნათუა, ქა! - ხმას უმატა ნინუამ, პასუხად სიჩუმე. ახლა ერთხმად - თამროუ! - ნათოს რძალს გასძახეს. 
- რომელი ხართ? - გააგონა თამრომ. 
- ჩვენა ვართ, თებრო და ნინუა! აბა ერთი შენს დედამთილს გახედე, ემანდ, საქათმესთან უნდა იყოს, რაიმე ხომ არ... - თამროს შეკივლებამ არ დაასრულებინა ნინუას სათქმელი. 
ნათო მესამე დღეს დაკრძალეს. ქელეხის სუფრაზე თამრო და ნინუა გვერდიგვერდ ისხდნენ. შესანდობარის შემდეგ თებრო ნინუასკენ გადაიხარა ჩასჩურჩულა: 
- ვითომ ჩვენა, ნინუ? 
- ვერაფერი გამიგია, თებრო, ვერაფერი... 
ამის შემდეგ დიდხანს ჩუმად ისხდნენ. ორივე საფიქრალს მისცემოდა: ნინუას თავის ნასიძარი გაახსენდა, ცოლი და  სამი მცირეწლოვანი შვილები  რომ მიატოვა და უკვე რა ხანია ამბავსაც არ კითხულობს. თებრო მეზობელ ზურაბაზე ფიქრობდა, რაც კი ხელში მოყვებოდა ყველაფერს უნებრთვოდ რომ თავისი  სახლისკენ  მიაქანებდა და მერე აღარ აჩენდა. 
- ნინუ, ჰა, ნინუ  - ისევ ყურთან წაუჩურჩულა თებრომ. 
- ჰო   
- შენთან საქმე მაქვს
- მეცა მაქვს, თებრო, შენთან საქმე... შენ ვინ? 
- ქურდი ზურაბა! შენ შენი ნასიძარი? 
  - ჰო! 
  - აბა მაშ, ისევ ერთადა?   
- ჰო! 
- მერე, გამოგვივა? 
- ნათუაზე ხომ გამოვიდა? .... 
  - ვითომ? 
- ვსინჯოთ, რა!   
- შეიძლება,,, რატომაც არა...


 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები