 | ავტორი: ელჯერნონი ჟანრი: პროზა 26 სექტემბერი, 2017 |
_სკოლაში არც თუ ისე კარგად ვსწავლობდი, უკეთ რომ ვთქვა მათემატიკაში მას შემდეგ გავჭედე, რაც მეხუთე კლასის მასალა ამოვწურე და ბევრი წიგნზე თავის ხლის (რა თქმა უნდა პირდაპირი მნიშვნელობით) შემდეგ, ჯანდაბაში გავგზავნე მათემატიკაც და მისი მეგობარი საგნებიც. ნამდვილი ოროსანივით მხოლოდ საკლასო სამუშაოებს ვიწერდი დაფიდან, თუ არ ჩავთვლით რამდენჯერმე კლასელისგან გადაწერულ საშინაო დავალებას, რაც მხოლოდ იმიტომ ხდებოდა, რომ დედაჩემს ტვინს უჭამდნენ მასწავლებლები და ისიც სახლში მშობელთა კრებიდან დაბრუნებული, მომიგდებდა ხოლმე ერთადერთ წინადადებას _ნუთუ არ გრცხვენია? _ამ დროს მართლა მრცხვენოდა, მერჩივნა გაველანძღე, ეყვირა, ეჩხუბა...ოღონდ არა ეს იმედგაცრუებული მზერა და მშვიდი ტონით ნათქვამი ერთადერთი წინადადება. ხოდა ძირითადად ერთი დღე მქენჯნიდა სინდისი, გადავიხაზავდი სამკუთხედს კალმით, მივაჯღაპნიდი ჩემი ხუთოსანი კლასელის ამოხსნილ ამოცანას და უმალ მავიწყდებოდა გუშინდელი დედაჩემის თვალები. ზოგადად დედაჩემი ძალიან მშვიდი ქალი იყო,გაწონასწორებული, დინჯი. მახსოვს ერთხელ კლასელ ბიჭებთან ერთად სიგარეტს ვეწეოდი, ვიქნებოდი ასე მერვე _მეცხრე კლასში, ამ პროცესში მყოფს წამადგა დედა თავზე, ზუსტად არ ვიცი რა უნდოდა იმ წუთას სკოლის უკანა ეზოში, ალბათ შემნიშნა ვინმემ და გააფრთხილა, მისი დანახვა იყო და ყველა ჩვენთაგანი გავშეშდით, თვალებში არ შემიხედავს, ჩემი კლასელის ზოლებიან პერანგს გავუშტერე მზერა, ამ დროს მომესმა დედაჩემის ხმა _ქესთინ, მამა ჩამოვიდა, ჩანთა აიღე და სახლში წავიდეთ. _ მამა მართლაც სახლში დაგვხვდა, მივლინებიდან დაბრუნებულიყო, უკვე ლამის მისი სიმაღლე ვიყავი, ხელში პატარა ბავშვივით ამიტაცა და რაც მოსაფერებლი სიტყვები იცოდა, ყველა ერთად მითხრა. დედა იდგა და იღიმებოდა, სულ ტყუილად ვეძებდი მის თვალებში იმ ნაცნობ იმედგაცრუებას და ტკივილს,ის ბედნიერი იყო. . _მინდოდა კიდევ მელაპარაკა დედაზე, მაგრამ დევინს ჩასძინებოდა._ღმერთო ჩემო, ისე გულით ვუყვებოდი , მარტო კრეტინი თუ დაიძინებდა ამ დროს. _ჩავილაპარაკე, მისი ხელი ყელიდან მოვიშორე და სამზარეულოში გავედი, ყავა გავიკეთე და დილით მოსულ ჟურნალებს და წერილებს გადავხედე.ის იყო საშხაპეში დავაპირე შესვლა,რომ საძინებლის კარი გაიღო და დევინი გამოვიდა. _ქესთინ._მან სიგარეტს მოუკიდა და სამზარეულოს მაგიდაზე ჩამოჯდა. გაოცებულმა შევხედე,ის თითქმის არასდროს მომმართავდა სახელით. _ჩვენ უნდა დავშორდეთ,ქესთინ._ ჩემდაუნებურად გამეღიმა,ის არც პირველი კაცი იყო და არც ბოლო იქნებოდა რომელიც ჩემგან მიდიოდა.მაგრამ შევნიშნე რომ ის ამის გამო ღელავდა და როგორ ვთქვა,ღმერთო ჩემო, ის ისეთი კაცი აღარ იყო იმ დროს ცოლს რომ ღალატობს და საყვარელი არ უყვარს,ამ დროს ის საოცრად სევდიანი მეჩვენა. საერთოდ არ მინდოდა რამე მეკითხა,მაგრამ ჩემდაუნებურად წამომცდა _რა თქმა უნდა,დევინ,ჰაიდი ამას არ იმსახურებს. _ჰაიდი წავიდა ... მერე მე ხმა აღარ ამომიღია ,არ მახსოვს რამდენ ხანს ვიჯექი სამზარეულოში და რამდენ ხანში მოვწიე ორი კოლოფი.მახსოვს მხოლოდ ის რომ დევინმა კარი გაიხურა და ონკანიდან წყალი გულისამრევად წვეთავდა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. (თავი მეორე) უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს, მხოლოდ
ონკანიდან წყალი გულისამრევად წვეთავდა.
სად გაგონილა წვეთი წყალი გულისამრევი?!
(თავი მეორე) უფრო საინტერესოდ მიმდინარეობს, მხოლოდ
ონკანიდან წყალი გულისამრევად წვეთავდა.
სად გაგონილა წვეთი წყალი გულისამრევი?!
2. +2 მეტს ვერ ვწერ სამწუხაროდ +2 მეტს ვერ ვწერ სამწუხაროდ
1. ადმინ, დამავიწყდა ჟანრის მითითება, იქნებ ჩაასწოროთ ადმინ, დამავიწყდა ჟანრის მითითება, იქნებ ჩაასწოროთ
|
|
მონაცემები არ არის |
|
|